საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი „დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ “
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
შენიშვნა tstsinadze
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონალური პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-3878/19
11-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ)“
ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტი წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების
პროექტს: „დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო
ჯგუფის შექმნის შესახებ“.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 2 ფურცელი.
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილება
დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის
შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს:
მუხლი 1. შეიქმნას მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2019-2025 წლის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი (შემდგომში სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა გაბუნია - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.
მერაბ ქვარაია - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის მდივანი.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების თითო წარმომადგენელი.
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების თითო წარმომადგენელი.
სხვა ფრაქციების თითო წარმომადგენელი.
ფრაქციის გარეშე (1 წევრი).
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი (2 წევრი).
მუხლი 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე (პირველი მუხლის კვოტების შესაბამისად) და ფორმდება სხდომის ოქმით.
მუხლი 3. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე წინადადებებს და რეკომენდაციებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე.
მუხლი 4. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში საქართველოს მთავრობის წევრების, აკადემიური წრეების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობას.
მუხლი 5. სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა მოწვეულ იქნეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში.
მუხლი 6. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის სხდომას წარმართავს სამუშაო ჯგუფის მდივანი.
მუხლი 7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე