საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ააიპ „ერი და სახელმწიფო“-ს (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ (N1-3323/19; 22.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4157/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-4157/19 13-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტმა ა. წ. 13 მარტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პარლამენტში შემოსული ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარის ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან (#1-3323/19; 22.02.2019) დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების შემოღებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლასთან დაკავშირებით და ამ მიზნით უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნას. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი. აღნიშნული კანონით გარკვეული შეზღუდვები წესდება უცხოელის და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. უცხოელს საკუთრების უფლება ენიჭება მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე, ხოლო ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო გეგმის საფუძველზე. ამასთან ერთად, პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“. კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს 1997 წლის 2 ოქტომბრის კანონი, რომელშიც საკანონმდებლო წინადადებით შედის ცვლილებები. ამავე კანონპროექტით განისაზღვრება მიწის მიზნობრივი დანიშნულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიები და მათი ცვლილების წესი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის პრინციპები. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის განსაზღვრა და მათი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული კანონპროექტებით უფრო დეტალურად რეგულირდება საკანონმდებლო წინადადებაში დასმული საკითხები. აქედან გამომდინარე, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა. საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიეცათ წინადადება მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვაში. კომიტეტის თავმჯდომარე ოთარი დანელია