საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2017 წლის 29 დეკემბერს ქ. ანკარაში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2014) 2018 წლის 1 დეკემბერს ძალაში შესვლის, 2017 წლის 29 დეკემბერს ქ. ანკარაში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ 2019 წლის 7 თებერვალს ძალაში შესვლის შესახებ და იმ შეთანხმებების სია, რომლებიც 2017 წლის 29 დეკემბრის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ ძალაში შესვლის დღიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან კარგავენ ძალას

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2019
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-4046/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

წერილი
8830-01-2-201903041448 № 01/8830 04/03/2019 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ქ. ანკარაში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2014) ძალაში შევიდა 2018 წლის 1 დეკემბერს; ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერს, ქ. ანკარაში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ ძალაში შევიდა 2019 წლის 7 თებერვალს. ამასთან, დანართის სახით, გიგზავნით, იმ შეთანხმებების სიას, რომლებიც 2017 წლის 29 დეკემბრის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ მე-10 მუხლის თანახმად, მისი ძალაში შესვლის დღიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან კარგავენ ძალას. დანართი: 36 გვერდი. პატივისცემით, ხათუნა თოთლაძე მინისტრის მოადგილე
დანართი
2017 წლის 29 დეკემბერს ხელმოწერილი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ძალაში შესვლით, 2019 წლის 7 თებერვლიდან გაუქმდება ქვემოთ მოცემული 26 შეთანხმება და ოქმი: ა. 1998 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; ბ. 1998 წლის 24 სექტემბერს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი; გ. 1999 წლის 7 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; დ. 1999 წლის 19 აგვისტოს ხელმოწერილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი; ე. 1999 წლის 16 ივლისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; ვ. 1999 წლის 17 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი; ზ. 2000 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; თ. 2000 წლის 24 მაისს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი; ი. 2001 წლის 27 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; კ. 2001 წლის 4 ივნისს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი; ლ. 2002 წლის 15 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; მ. 2002 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ოქმი; ნ. 2003 წლის 22 სექტემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; ო. 2003 წლის 26 დეკემბერს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში დახმარების განხორციელების შესახებ ოქმი; პ. 2004 წლის 16 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ; ჟ. 2004 წლის 19 ოქტომბერს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ოქმი; რ. 2005 წლის 9 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ; ს. 2006 წლის 28 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი; ტ. 2006 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ; უ. 2007 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი; ფ. 2007 წლის 10 ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ; ქ. 2008 წლის 11 აპრილს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი; ღ. 2008 წლის 26 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ; ყ. 2009 წლის 5 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი; შ. 2009 წლის 6 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ; ჩ. 2010 წლის 2 აგვისტოს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი.