საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, რატი იონათამიშვილის, გუგული მაღრაძის, ენძელა მაჭავარიანის და გიორგი ტუღუშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/273; 23.01.2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-3891/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-3891/19 11-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N233/5, 04.02.2019 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, რატი ოინათამიშვილის, გუგული მაღრაძის, ენძელა მაჭავარიანის და გიორგი ტუღუშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/273; 23.01.2019). აღნიშნული პაკეტი სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2019 წლის 26 მარტამდე, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის - 2019 წლის 12 მარტამდე. მიმდინარე წლის 11 მარტს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება სამი კვირით, რადგან მომხსენებლის მივლინებაში ყოფნის გამო ვერ ხერხდება საკითხის განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადების 3 (სამი) კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge