საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/272; 21.01.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის მდგომარეობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-4332/19
14-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2019
წლის
04
თებერვლის
N233/4
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა
ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/272; 21.01.2019). ამავე გადაწყვეტილებით,
აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 26
თებერვლამდე.
მითითებულ ვადაში საკითხის განხილვა კომიტეტმა ვერ შესძლო კომიტეტის
სხდომაზე მომხსენებლების გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019
წლის 25 თებერვლის N237/12 გადაწყვეტილებით, ინიციატივის სავალდებულო წესით
განხილვის ვადა გაგრძელდა 2 კვირით - 2019 წლის 12 მარტამდე.
გაცნობებთ, რომ კომიტეტმა დასახელებულ ვადაშიც ვერ შესძლო საკითხის განხილვა
იგივე მიზეზით - კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების გამოუცხადებლობის გამო.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge