საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N21155; 31.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4325/19
14-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის N233/16
გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებული (N21155; 31.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
მოგმართავთ თხოვნით გაგვიგრძელოთ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების
დადგენილი განხილვის ვადა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge