„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
პროექტი
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის
გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დღეს არსებული მონაცემებით, საჯარო სკოლებში მუშაობს 25800-მდე მასწავლებელი
და აქედან სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა აქვს მხოლოდ 5869
მათგანს (23%).
სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ის პედაგოგები, რომლებმაც შეძლეს
დაედასტურებინათ მაღალი კვალიფიკაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული
კრიტერიუმების მიხედვით, უზრუნველყოს შესაბამისი საათობრივი დატვირთვით, რაც ამ
ეტაპისთვის ვერ ხერხდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 20.000-მდე კვალიფიციური პედაგოგი ვერ იღებს
კუთვნილ სახელფასო დანამატს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება, როგორც
პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ისე განათლების ხარისხზე.
აღსანიშნავია, რომ სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს
პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა, დაადასტუროს კომპეტენცია, რომელიც
უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის ამაღლებას.
შესაბამისად, სტატუსით განსაზღვრული დანამატი პედაგოგებს ეძლევათ არა მხოლოდ
შესრულებული სამუშაოს გამო (კონკრეტულად ჩატარებული საათებიდან გამომდინარე,
რომელთა რაოდენობას თავად არ განსაზღვრავენ), არამედ სწორედ იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ
შესაძლებლობა, სასწავლო პროცესის კანონმდებლობით განსაზღვრული სრული დატვირთვა
წარმართონ საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყონ საგაკვეთილო
პროცესის მაღალი ხარისხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
ადგენს, რომ სერთიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის შესაბამისი
დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს
უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15
საათიან დატვირთვაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის
გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
2017 წლის 1-ლი იანვრიდან სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი
ეძლევა მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან
მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული
აქვს საგნის გამოცდა ან სქემაში განაწილდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების
განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20
თებერვლის №74 დადგენილებით დამტკიცებული წესით. ხელფასის გაანგარიშების წესი არ
ითვალისწინებს სტატუსის მქონე პედაგოგის უპირატეს პოზიციაში ყოფნას. შესაბამისად, ამ
კატეგორიის მასწავლებელი სრულად იმ შემთხვევაში იღებს სტატუსის დანამატს, თუ მისი
კვირეული დატვირთვა 13 (დაწყებითი 1-4კლასი) და 15 ( საბაზო და საშუალო საფეხური) საათს
შეადგენს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება როგორც პროფესიული განვითარების
მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც და, თავისმხრივ, აფერხებს მოტივაციის ზრდას
პედაგოგების პროფესიული განვითარების პროცესში.
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა
და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
№126/ნ ბრძანების მოქმედი რედაქციის მიხედვით სქემით განსაზღვრული შესაბამისი
სტატუსის დანამატის გაცემისას დადგენილია შეზღუდვები. კერძოდ, სქემით განსაზღვრული
შესაბამისი სტატუსის დანამატი გამოითვლება შესაბამისი საგაკვეთილო საათების
რაოდენობაზე გადამრავლებით - დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის
შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით, ხოლო დაწყებითი საფეხურის (I-VI
კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის - შესაბამისი სრული
ოდენობების 15-თან შეფარდებით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული
2018/19 სასწავლო წლის დასაწყისში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
(eSchool) მითითებული საგაკვეთილო დატვირთვის ოფიციალური მონაცემების შესაბამისად,
ქვეყნის მასშტაბით 26401 სტატუსის მქონე პედაგოგია დასაქმებული. აქედან, საჯარო სკოლებში
25800-მდე მასწავლებელი მუშაობს და მათ შორის სრული დანამატის მისაღებად საჭირო
საათების რაოდენობა 5869 პედაგოგს აქვს, რაც საჯარო სკოლებში დასაქმებულ სტატუსის მქონე
მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 23% -ს შეადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის მასშტაბით სტატუსის სრული ოდენობის
თანამდებობრივი სარგოს დანამატს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე 13
და 15-საათიანი დატვირთვით მომუშავე პედაგოგები იღებენ, უფროსის სტატუსის მქონე
25200-მდე პედაგოგიდან სრული დატვირთვით 5724 მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ 320ლარიანი დანამატი სწორედ ამდენივეს ეძლევა, დასაქმებული წამყვანის სტატუსის მქონე 494
პედაგოგიდან - 136-ს (700-ლარიანი დანამატით), ხოლო 39 მენტორის სტატუსის მქონე
მასწავლებლიდან შესაბამისი დატვირთვით 9 პედაგოგი მუშაობს (1000-ლარიანი დანამატით).
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანებაში №126/ნ (2015 წლის 28 სექტემბერი) - ,,საჯარო სკოლების
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის
თაობაზე“- სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის ნაწილში შეზღუდვების
მოხსნა, რის გამოც ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს
სტატუსის მქონე წარმატებული და კომპეტენტური პედაგოგებისთვის კანონით
გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობის გაცემა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის არ არსებობს სტატუსის მქონე
პედაგოგებისთვის საათების განაწილების პროცესში უპირატესი მდგომარეობა, აუცილებელია
მიღებულ იქნეს დადგენილების პროექტი, რომელიც მოაწესრიგებს სტატუსის მქონე
პედაგოგებისთვის ბრძანებით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობით გაცემის
საკითხს.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღების შედეგად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
№126/ნ ბრძანებაში მოიხსნება ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია სტატუსის მქონე
პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს სტატუსის მქონე
პედაგოგების დანამატის გაცემის სამართლიან წესს, რომელიც ორიენტირებული იქნება
მასწავლებლის კვალიფიკაციაზე.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
პროექტის არსს წარმოადგენს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში
სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის პუნქტებში არსებული შეზღუდვების
მოხსნა და სამართლიანი და მოტივირებული წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით
განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით გაცემას,
თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების
შესაბამისად, შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის ძალაში შესვლა გამოიწვევს სახელმწიფოს ბიუჯეტში
ცვლილებების განხორციელებას. შესაბამისად, დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის
თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 1-ლი იანვარი.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი
არ ვრცელდება.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების პროექტის მიღება დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან, რადგან პროექტის
მიხედვით სტატუსის მქონე მასწავლებლების თანამდებობრივი სარგოს დანამატის სრული
ოდენობით გაცემის წესი დგინდება. ვინაიდან დადგენილების პროექტი ძალაში შედის 2020
წლის 1-ლი იანვრიდან, საჭირო ხარჯების დაფინანსების წყაროდ მოიაზრება 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს.
კერძოდ, თუ ხდება საბიუჯეტო სახსრებით შრომის ანაზღაურების პუნქტის ზრდა, მაშინ 40
მლნ ლარის 20%, ანუ 8 მლნ ლარი საბიუჯეტო შემოსულობების ნაზრდი იქნება.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების პროექტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ზრდის და ეს ნაზრდი 2020 წელს
შეადგენს 40 მლნ ლარს. საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 40 მლნ ლარი იქნება
მოცემული ხარჯი, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში მასწავლებლების
გაზრდილი ხელფასი შენარჩუნდება მანამ, სანამ სხვა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების
ვალდებულებებს.
პროექტი
არ
საჭიროებს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
დადგენილების პროექტი ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული სტატუსის
მქონე მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ საჭირო რაოდენობის საათობრივი
დატვირთვა სკოლებში, რათა მიიღონ სარგოზე გათვალისწინებული დანამატი სრული
ოდენობით. ასეთი პედაგოგების რაოდენობაა 19845. ის ითვალისწინებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №126/ნ ბრძანებაში თანამდებობრივ სარგოზე
გათვალისწინებული დანამატის გაცემის თაობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმებას, რაც
გააუმჯობესებს სტატუსის მქონე მასწავლებლების ფინანსურ მდგომარეობას.
ზემოთ აღნიშნული N126/ნ ბრძანების მიხედვით უფროსი მასწავლებლისთვის
დანამატის ოდენობა შეადგენს 320 ლარს, წამყვანი მასწავლებისთვის - 700 ლარს, ხოლო
მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის - 1000 ლარს. სტატუსის სრული დანამატის
გარეშე დარჩენილია სულ 19845 პედაგოგი, რომელთა დანამატის წლიური თანხა
გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
საქართველოს მასშტაბით არსებული მონაცემებით უფროსი მასწავლებლის სტატუსი
აქვს 25846 პედაგოგს, აქედან საჯარო სკოლაში დასაქმებულია 25181. აღნიშნული 25181
პედაგოგიდან სრული ოდენობის დანამატს იღებს მხოლოდ 5724 პედაგოგი, ანუ სტატუსის
შესაბამისი დანამატის შევსება ჭირდება 19457 პედაგოგს.
19457 (უფროს პედაგოგთა რაოდენობა) X 320 (დანამატის ოდენობა) X 12 (თვე) =
74714880 ლარი
წამყვანი მასწავლებლის რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 514-ია, საჯარო სკოლაში
დასაქმებულია 494, მათ შორის სტატუსის სრული ოდენობის დანამატის შესაბამის
ანაზღაურებას იღებს 136, დანამატის შევსება ჭირდება 358-ს.
358 X 700 X 12 = 3007200 ლარი
მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგთა რაოდენობაა 41, საჯარო სკოლაში
დასაქმებულია 39, სტატუსის სრული ოდენობის დანამატის შესაბამის ანაზღაურებას იღებს
მხოლოდ 9.
30 X 1000 X 12 = 360000 ლარი
სტატუსის სრული დანამატის გარეშე დარჩენილი 19845 პედაგოგის დანამატის წლიური
თანხა შეადგენს 77722080 ლარს, თუმცა დადგენილების ამოქმედების შემთხვევაში
აღნიშნული თანხის დამატება საჭირო არ გახდება, რადგან 19845 პედაგოგი დანამატის
არასრულ ოდენობას, საათების შესაბამისად, დღესაც იღებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტი სახელმწიფოს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილს გაზრდის, თუმცა ამის გამოანგარიშება ამ მომენტისთვის შეუძლებელია,
რადგან მონაცემები საათობრივი დატვირთვის შესახებ მუდმივად ცვალებადია, მათ შორის,
პედაგოგთა საათობრივი დატვირთვა ცვალებადია სასწავლო წლის მიხედვით. ასევე, 2019-20
სასწავლო წლისთვის პედაგოგთა პროფესიული და კარიერული სქემის შესაბამისად
სავარაუდოა სტატუსის მქონე პედაგოგების რაოდენობის ზრდა. თუმცა არსებული მონაცემების
მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
მოწოდებული 2017-18 სასწავლო წლის პედაგოგთა აკადემიური წლის საათობრივი
დატვირთვის ანალიზის საფუძველზე სტატუსის შესაბამისი დანამატისათვის გაცემული თანხა
სრული ოდენობის დანამატის გასაცემად საჭირო თანხის დაახლოებით ნახევარია. 2018-19
სასწავლო წლისათვის, 2017-18 სასწავლო წლის მონაცემების ანალოგიით, აღნიშნული
განსხვავება შეადგენს დაახლოებით დარიცხულ 40 მილიონ ლარს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის განსაზღვრა.
გ)
დადგენილების
სტანდარტებთან.
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის
შემთხვევაში:
მონაწილე
ორგანიზაციის
მიმართ, ასეთის არსებობის
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: სერგო რატიანი
ვ) პროექტის ინიციატორი: სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე