სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ 2018 წლის წლიური ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
წერილი
3/15/2019
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
KA000039179916219
სანაპიროს ქ. #2
საქართველო, თბილისი, 0114
ტელ: (032) 2 29 67 36
№ 1/8
#2 Sanapiro st.
Georgia, Tbilisi, 0114
Tel:(032)2 29 67 36
15 / მარტი / 2019 წ.
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს ეროვნულ ბანკს
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13
პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ 2018
წლის წლიურ ანგარიშს.
დანართი: „29“ ფურცელი
პატივისცემით,
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს
უფროსი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/9581924b-4971-4e44-a8c5-b95f7339232c.html
ოთარ ძიძიკაშვილი
1/1
ანგარიში
2018 წლის წლიური ანგარიში
მარტი, 2019 წელი
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
სარჩევი
შესავალი ...................................................................................................................................................................... 3
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ადმინისტრირება .......................................................................................... 3
სააგენტოს მისია და ღირებულებები ......................................................................................................................... 5
სისტემის წევრი ბანკები.............................................................................................................................................. 6
სააგენტოს მიერ 2018 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა ........................................ 7
კომერციული ბანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები ........................... 8
დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია ................................................................................................ 8
სადაზღვევო ზღვარი, დაფარვის კოეფიციენტი და ფონდის ანაზღაურებისუნარიანობა.........10
დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა ................................................................................. 11
სადაზღვევო შემთხვევა ..............................................................................................................................12
შემუშავებული დოკუმენტები ..................................................................................................................14
ნორმატიული აქტები .............................................................................................................................14
შიდა მოხმარების დოკუმენტები ..........................................................................................................16
ანაზღაურების პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტები ...............................................17
შიდა აუდიტი ...........................................................................................................................................17
საინვესტიციო გეგმა................................................................................................................................18
ანაზღაურების პოლიტიკა - მართვის საინფორმაციო სისტემა და ანაზღაურების ინსტრუქცია 18
ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან და პარტნიორ უწყებებთან ...................................................20
კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება .....................................21
საკანონმდებლო ცვლილებები .................................................................................................................23
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა ...................................................................................25
საზოგადოებასთან ურთიერთობა ............................................................................................................26
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა ........................................................................ 29
2
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
შესავალი
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა და ის
უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული
ფიზიკური პირების ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევას 5 000 ლარამდე ზღვრის ფარგლებში.
დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია.
საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო, მათ შორის, საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
სისტემა დაინერგა
საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დეპოზიტების
დაზღვევა
პრუდენციულ
რეგულირებასთან,
ლიკვიდურობის
მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური უსაფრთხოების
სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია; მისი მთავარი მიზანია ქვეყნის ფინანსური სისტემის
სტაბილურობის
ხელშეწყობა,
საბანკო
სექტორში
პრობლემის
წარმოქმნის
შემთხვევაში
საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნება და თანხების მასობრივი გადინების პრევენცია.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ადმინისტრირება
დეპოზიტების
დაზღვევის
სისტემის
მართვისა
და
ადმინისტრირების
მიზნით,
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №357 დადგენილებით, ჩამოყალიბდა სსიპ
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. სააგენტოს ზედამხედველობას უწევს საქართველოს
ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და 2 დამოუკიდებელი წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო
საბჭო. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები.
3
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
2017 წლის სექტემბერში, საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია კონკურსის გზით შერჩეული
კანდიდატი, დაინიშნა სააგენტოს უფროსად. სააგენტოს კადრები დაკომპლექტებულია 4 შტატით
განსაზღვრული და 2 ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლით.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები, სააგენტოს ორგანიზებით, იმართება კვარტალურად.
საბჭო პრეზენტაციის სახით იღებს ინფორმაციას სააგენტოს მიერ განხორციელებულ და
მიმდინარე სამუშაოებთან, ასევე ფონდის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით; საბჭოსთან
შეთანხმებით
მიიღება
მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებები,
თანხმდება
კანონქვემდებარე
სამართლებრივი აქტები (ინსტრუქციები), სააგენტოს ბიუჯეტი და სხვა საკითხები.
4
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
სააგენტოს მისია და ღირებულებები
დეპოზიტების
დაზღვევა
ფინანსური
უსაფრთხოების
სისტემის
მნიშვნელოვანი
კომპონენტია.
ლიკვიდურობის
მხარდაჭერა
დეპოზიტების
დაზღვევა და
მომხმარებლის
დაცვა
პრუდენციული
რეგულაცია და
ზედამხედველობა
გაკოტრებული
ბანკის
რეზოლუციის
მარეგულირებელი
ჩარჩო
სადაზღვევო
შემთხვევის
დადგომისას
დეპოზიტების
დაზღვევის
სისტემა
უზრუნველყოფს, როგორც თითოეული დეპოზიტორის დაცულობას, ისე მთლიანად ფინანსური
სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გარეშე ნებისმიერ
კომერციულ ბანკში
დეპოზიტების ანაზღაურებასთან დაკავშირებით შექმნილმა სირთულემ
შეიძლება გამოიწვიოს დეპოზიტების მასობრივი გადინება კომერციული ბანკებიდან. აღნიშნული
პანიკის შეჩერების ერთ-ერთი ინსტრუმენტია დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ამასთან,
ნებისმიერი კომერციული ბანკის გადახდისუუნარობა გრძელვადიან პერიოდში საფინანსო
5
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
სექტორისადმი ნდობის დაკარგვას გამოიწვევს, რაც ფუნდამენტური პრობლემაა მდგრადი
ეკონომიკური ზრდისთვის.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამაღლებს საზოგადოებრივ ნდობას საბანკო სექტორის
მიმართ და შესაბამისად, სტიმულს აძლევს დანაზოგების ზრდას.
სააგენტოს მისიაა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ზემოაღნიშნული მიზნები და ამ
მიზნების მისაღწევად დასახული ამოცანები შეასრულოს დროულად, ეფექტიანად და თავის
საქმიანობაში
იხელმძღვანელოს
ხელშეკრულებებით
ნაკისრი
საქართველოს
ვალდებულებებით
კანონმდებლობით,
და
საერთაშორისო
გამჭვირვალობისა
და
ანგარიშვალდებულების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით.
სისტემის წევრი ბანკები
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას (2018 წლის 1 იანვარი) საქართველოში
16 კომერციული ბანკი ოპერირებდა. წლის განმავლობაში სისტემას ერთი კომერციული ბანკი
გამოეთიშა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებულია 15 კომერციული ბანკი (ცხრილი #1).
6
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ცხრილი #1: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრი ბანკები, 2018 წლის 31 დეკემბერი
#
კომ ერ ციული ბან კი
1
სს "ბანკი ქართუ "
2
სს "ბაზისბანკი"
3
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"
4
სს "ზირაათ ბანკი საქართველო"
5
სს "თიბისი ბანკი"
6
სს "იშბანკი საქართველო"
7
სს "კრედო ბანკი"
8
სს "ლიბერთი ბანკი"
9
სს "პაშა ბანკი საქართველო "
10
სს "პროკრედიტ ბანკი"
11
სს "საქართველოს ბანკი"
12
სს "სილქ როუდ ბანკი"
13
სს "ტერაბანკი"
14
სს "ფინკა ბანკი საქართველო"
15
სს "ხალიკ ბანკი საქართველო"
სააგენტოს მიერ 2018 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის
მიმოხილვა
2018 წელს ჩატარდა უმნიშვნელოვანესი სამუშაოები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
დანერგვის და ამოქმედების კუთხით - გაიმართა სამართლებრივი ბაზა, ჩამოყალიბდა
კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან, დაიწყო მათგან ანგარიშგების, სადაზღვევო შენატანების
მიღება და ფონდში მობილიზებული რესურსის ინვესტირება, დაიწყო საზოგადოებასთან
ურთიერთობის
აქტიური
კამპანია,
კონკრეტული
ნაბიჯები
გადაიდგა
საერთაშორისო
7
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სისტემის ამოქმედებიდან 7 თვეში - 2018
წლის ივლისში - დადგა პირველი სადაზღვევო შემთხვევა. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 1
წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე სააგენტოსთვის, თუმცა, ამავდროულად, შემთხვევის
სპეციფიკის გათვალისწინებით, სისტემის ეფექტიანობის შემოწმების კარგ შესაძლებლობას და
სააგენტოსთვის დროულ და საინტერესო გამოცდილებას წარმოადგენდა.
კომერციული ბანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის
დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ“
ინსტრუქციის შესაბამისად, სისტემის წევრი ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია სააგენტოს
ყოველთვიური ანგარიშგების სახით მიაწოდოს ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტების შესახებ.
ამავე ინსტრუქციის შესაბამისად ხდება ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის ოდენობის
დაანგარიშება და დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადახდა. როგორც ანგარიშგების წარდგენის,
ისე სადაზღვევო შენატანის გადახდის ვადად განსაზღვრულია საანგარიშგებო თვის მომდვენო
თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვი. სააგენტოში კომერციული ბანკებიდან მიღებული ყოველთვიური
ანგარიშგების ანალიტიკური დამუშავება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.
დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია
2018 წლის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით დეპოზიტების მთლიანი მოცულობა
(ფიზიკური
და
იურიდიული
პირების
დეპოზიტები)
საშუალოდ
თვიურად
1.99%-ით
იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა 2018 წლის ბოლოს დაფიქსირდა, როდესაც დეპოზიტების
8
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მთლიანმა მოცულობამ 4.95%-ით მოიმატა. რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტებს, მათი
მოცულობა საშუალოდ 1.66%-ით, ხოლო მათ შორის დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა 1.51%ით იზრდებოდა. ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის მაქსიმალური ტემპი აგვისტოს თვეში
(5.29%), ხოლო დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური ზრდა - 2018 წლის დეკემბერში
დაფიქსირდა და 6.73% შეადგინა. #2 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ
მონაცემებთან დაკავშირებთ.
ცხრილი #2. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური პირების დეპოზიტები, დაზღვეული დეპოზიტები,
ცვლილება, %, მლრდ ლარი
იან.18
თებ.18
მარ.18
აპრ.18
მაი.18
ივნ.18
ივლ.18
აგვ.18
სექ.18
ოქტ.18
ნოე.18
დეკ.18
დეპოზიტების მთ ლიანი მოცულობა
თვიური ცვლილება, %
19,28
-
19,30
0,10
19,75
2,33
20,01
1,32
20,13
0,60
20,42
1,44
21,29
22,31
4,26
4,80
22,68
1,65
23,07
1,71
22,77
-1,28
23,90
4,95
1,99
ფიზიკური პირების დეპოზიტები
თვიური ცვლილება, %
10,45
-
10,45
0,04
10,31
-1,37
10,59
2,72
10,70
1,02
10,84
1,36
10,99
1,36
11,57
5,29
11,82
2,15
12,19
3,15
12,17
-0,19
12,50
2,72
1,66
დაზღვეული დეპოზიტები
თვიური ცვლილება, %
1,49
-
1,51
1,82
1,52
0,25
1,53
0,57
1,53
0,50
1,57
2,19
1,60
2,13
1,62
0,95
1,63
0,88
1,64
0,52
1,64
0,06
1,75
6,73
1,51
საშ
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობთ, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 21%-ით გაიზარდა, საიდანაც ფიზიკური პირების
დეპოზიტებმა 17.25%-ით მოიმატა, ხოლო მათ შორის დაზღვეულმა დეპოზიტებმა - 12.40%-ით.
2018 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი
ფიზიკური პირების 96.2% და ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 14%.
დაზღვეული დეპოზიტების 62% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 38% უცხოურ
ვალუტაში.
კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 2018 წლის განმავლობაში
გადახდილი
რეგულარული
სადაზღვევო
შენატანები
თვიურად
საშუალოდ
1.45%-ით
იზრდებოდა (ცხრილი #3). მაქსიმალური ზრდა 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა და
დეკემბრის თვის გადასახადის ჯამურმა ოდენობამ 1.39 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე წლის
იანვარის მონაცემს 16.8%-ით აღემატება.
ცხრილი #3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი, ცვლილება, %,მლნ ლარი
იან.18
რეგულარული სადაზღ ვევო შენატანი
თვიური ცვლილება, %
1,19
-
თებ.18
1,21
1,55
მარ.18
1,21
0,55
აპრ.18
1,22
0,53
მაი.18
1,23
0,56
ივნ.18
1,25
2,01
ივლ.18
1,30
3,46
აგვ.18
1,31
1,15
სექ.18
1,31
0,08
ოქტ.18
1,32
0,47
ნოე.18
1,30
-1,30
9
დეკ.18
1,39
6,92
საშ
1,45
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
სადაზღვევო ზღვარი, დაფარვის კოეფიციენტი და ფონდის ანაზღაურებისუნარიანობა
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად, ამ დროისთვის ზღვრის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს. ეს არის თანხის ის
მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღებს დაზღვეული
დეპოზიტორი. აღნიშნული ზღვრის ფარგლებში სრულად დაზღვეულია დეპოზიტორების
(ფიზიკური პირები) 96.2% და ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობის - 14%.
დაზღვეული დეპოზიტების წილი 2018 წლის 31 იანვარს 14.23%-ს შეადგენდა, რომელიც 2018 წლის
ბოლოს 14%-მდე შემცირდა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტები
უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დაზღვეული დეპოზიტები (ცხრილი #4).
ცხრილი #4: დეპოზიტების ცვლილების დინამიკა, იანვარი - დეკემბერი, 2018
დაზღ ვე ული დე პო ზი ტე ბი ს
მთლი ანი მო ცულო ბა
ფ ი ზი კურ ი პი რ ე ბი ს
დე პო ზი ტე ბი ს მთლი ანი
მო ცულო ბა
დაზღ ვე ული დე პო ზი ტე ბი ს
მთლი ანი მო ცულო ბა /
ფ ი ზი კურ ი პი რ ე ბი ს მთლი ანი
დე პო ზი ტე ბი ს მო ცულო ბა
ია ნ .18
თე ბ .18
მ ა რ.18
ა პრ.18
მ ა ი.18
ივ ნ .18
ივ ლ.18
ა გვ .18
ს ე ქ.18
ოქტ .18
ნ ოე .18
დე კ.18
1 486 508 529
1 513 585 846
1 517 304 184
1 525 960 342
1 533 625 065
1 567 268 264
1 600 620 452
1 615 746 367
1 633 042 796
1 638 536 190
1 639 580 045
1 750 345 861
10 446 150 998 10 450 809 495 10 307 465 403 10 588 009 713 10 696 281 486 10 842 231 644 10 989 864 446 11 571 704 886 11 815 465 104 12 192 417 040 12 168 649 460
12 503 391 595
14,23
14,48
14,72
14,41
14,34
14,46
14,56
13,96
13,82
13,44
13,47
დაფარვის კოეფიციენტი საერთაშორისოდ აღიარებული ინდიკატორია, რომელიც ადარებს
ფონდის სიდიდეს დაზღვეული დეპოზიტების მთლიან მოცულობასთან და
განსაზღვრავს
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ანაზღაურებისუნარიანობას. 2018 წლის 31 დეკემბრის
მონაცემების თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ანაზღაურებისუნარიანობა 0.87%-ია1,
რაც შესაბამისობაშია 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან და რელევანტურია სისტემის
ერთწლიანი არსებობისთვის. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება და
1 აღნიშნული მოიცავს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს. გამოთვლაში არ არის ასახული
დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა, ვინაიდან ფონდში შენატანი ირიცხება
ანგარიშგების მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
10
14,00
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
საბოლოოდ მიაღწევს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11
მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მიზნობრივ ოდენობას - 6%-ს. ამ დროისთვის ფონდში
არსებული რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ სრულად აანაზღაუროს ერთდროულად 5
ყველაზე მცირე კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს
მოლაპარაკება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დროებით დამატებითი დაფინანსების
გამოყოფასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ფონდში მობილიზებული თანხის მოცულობამ
მიზნობრივ ოდენობას მოკლე ვადებში მიაღწიოს. ფინანსური რესურსის გაძლიერება ზრდის
სისტემის სანდოობისა და შესაბამისად, მისი ეფექტიანობის ხარისხს.
დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა
2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით დეპოზიტების დაზღვევის
ფონდში ბანკების მიერ პირველადი და რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით 15,443,673
ლარი აკუმულირდა. აღნიშნული სახსრები, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური
საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, მიემართება ინვესტირებაზე; ასევე ფონდიდან იფარება
სააგენტოს წლიური ბიუჯეტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი.
ფონდის
დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ
დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ, სახაზინო ფასიან ქაღალდებში ხორციელდება.
დეპოზიტების
დაზღვევის
სააგენტოს
2017-2018
წლების
საინვესტიციო
გეგმის
შესაბამისად, სახაზინო ფასიან ქაღალდებში 14,538,770 ლარის მოცულობის ინვესტიცია
განხორციელდა (ცხრილი #5). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სააგენტომ სახელმწიფო
ფასიანი
ქაღალდების აუქციონზე
24
განაცხადი
განათავსა,
საიდანაც
18
განაცხადი
დაკმაყოფილდა. არსებული საინვესტიციო პორტფელის წლიური საშუალო შემოსავლის
11
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
განაკვეთი 7,49%-ია. 2018 წლის განმავლობაში ინვესტიციის შედეგად კუპონის სარგებლის სახით
მიღებული შემოსავალი 349,390 ლარს შეადგენს.
ცხრილი #5: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს პორტფელი, დეკემბერი 2017 - დეკემბერი 2018
ა უქც იონ ის თა რიღი
ნ ომ ინ ა ლური
შ ე ს ყ იდვ ის ფა ს ი,
ღირე ბულე ბა , ლა რი
ლა რი
27.12.2017
24.01.2018
21.02.2018
21.03.2018
25.04.2018
27.06.2018
08.08.2018
22.08.2018
12.09.2018
12.09.2018
10.10.2018
10.10.2018
10.10.2018
14.11.2018
14.11.2018
14.11.2018
12.12.2018
12.12.2018
1 450 000
20 000
1 160 000
1 130 000
1 190 000
2 245 000
1 430 000
20 000
20 000
600 000
20 000
910 000
920 000
20 000
750 000
1 000 000
20 000
1 210 000
ჯამ ი
1 507 501,04
20 004,85
1 175 308,72
1 158 601,51
1 233 878,40
2 356 868,56
1 445 112,09
20 606,46
20 344,10
610 444,82
20 459,25
930 851,26
941 379,68
20 598,59
772 609,33
1 030 300,12
20 698,47
1 253 202,95
14 538 770
ვ ა დია ნ ობა
ს ა რგე ბლის
5 წელი
5 წელი
5 წელი
5 წელი
5 წელი
5 წელი
2 წელი
5 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
2 წელი
პროც ე ნ ტი
კუპონ ი (%)
და ფა რვ ის თა რიღი
8,000
8,125
8,125
8,125
8,125
8,125
7,500
8,125
7,500
7,500
7,500
7,500
7,500
7,500
7,500
7,500
7,500
7,500
31.08.2022
25.01.2023
25.01.2023
25.01.2023
25.01.2023
25.01.2023
12.07.2020
25.01.2023
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
12.07.2020
7,650
8,119
7,950
7,800
7,700
7,720
7,220
7,477
7,232
7,220
7,217
7,220
7,200
7,214
7,200
7,190
7,253
7,200
საჯაროობის პრინციპის დაცვით, სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად
ქვეყნდება
საინვესტიციო
სამეთვალყურეო
საბჭოს
საქმიანობის
მიმდინარეობის
შესახებ
ინფორმაცია.
ასევე,
კვარტალურ
სხდომებზე
განიხილება
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული ინვესტიციები და პორტფელის მდგომარეობა.
სადაზღვევო შემთხვევა
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებიდან 7 თვეში საქართველოში პირველი
სადაზღვევო შემთხვევა დადგა.
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ აქციონერთა გადაწყვეტილებით, სს „აზერბაიჯანის
საერთაშორისო ბანკი - საქართველომ“ დატოვა საქართველოს ბაზარი. კანონის შესაბამისად,
ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე დადგა სადაზღვევო შემთხვევა.
12
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ბანკის ლიკვიდაციის პროცესი 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის
ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის №465 განკარგულებით დაიწყო. კანონით განსაზღვრული ყველა
პროცედურა განხორციელდა შესაბამის ვადებში.
ბანკის მიერ ბაზრის დატოვების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სააგენტოში
დაიწყო სადაზღვევო შემთხვევისთვის მოსამზადებელი ინტენსიური სამუშაოები საქართველოს
ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. რამდენადაც ანაზღაურების პროცედურის დეტალური
ინსტრუქცია და მართვის საინფორმაციო სისტემა (რომელმაც სადაზღვევო შემთხვევის
ელექტრონული
შემთხვევისთვის
მართვა
უნდა
ჩამოყალიბდა
უზრუნველყოს),
შემუშავების
განსახორციელებელი
პროცესშია,
სამუშაოების
აღნიშნული
ზუსტი,
დროში
განსაზღვრული გეგმა და პროცედურები.
პროცესი გაიმართა სამართლებრივად. სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლობით შემუშავდა საგანგებო ფორმა, რომლითაც
ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულმა ლიკვიდატორმა, შემთხვევის დადგომიდან მეორე დღესვე,
სააგენტოს მიაწოდა მონაცემები ბანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ.
აღნიშნული ფორმა მოიცავდა ცნობებს დეპოზიტორის ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების,
მის სახელზე არსებული დეპოზიტების სრული ჩამონათვალის და საკონტაქტო ინფორმაციის
შესახებ. აღსანიშნავია, რომ ლიკვიდატორის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების
ვადად, კანონით, 5 დღე არის განსაზღვრული.
ლიკვიდატორისგან მიღებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, სააგენტომ
დააჯამა თითოეული დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხები და შესაბამისი რეესტრი
მიაწოდა ანაზღაურების განმახორციელებელ აგენტ ბანკს. თანხების გაცემა დაიწყო შემთხვევის
დადგომიდან მეხუთე დღეს (30.07.2018).
სააგენტომ სრულყოფილად ჩაატარა სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული
კანონით გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანია - შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ასევე ქვეყნის მასშტაბით გავრცელებად სამ საგაზეთო
13
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
გამოცემაში („კვირის პალიტრა“, „რეზონანსი“, „საქართველოს რესპუბლიკა“). ინფორმაცია
გავრცელდა სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდისა და Facebook-ის გვერდის საშუალებითაც.
დეპოზიტორებზე კომპენსაციის გაცემას, სააგენტოს სახელით, ახორციელებს სს „ლიბერთი
ბანკი“
(ე.წ
აგენტი
ბანკი)
შესაბამისი
ხელშეკრულების
საფუძველზე.
დეპოზიტორებს
ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აქვთ სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ქვეყნის
მასშტაბით.
ანაზღაურების
პროცესის
დაწყების
შემდეგ,
სააგენტოს
თანამშრომლები
პერიოდულად, ადგილზე მისვლით ამოწმებდნენ პროცესის გამართულობას. ასევე, ესწრებოდნენ
პირველი
დეპოზიტორის
ანაზღაურებას
დედოფლისწყაროში.
პროცესი
მიმდინარეობს
ხარვეზების გარეშე. მომსახურებით ისარგებლეს ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ქალაქებში: რუსთავი,
დედოფლისწყარო, თბილისი და კასპი.
ასანაზღაურებელი თანხის ჯამური მოცულობა შეადგენდა 10 198,91 ლარს. სულ
ასანაზღაურებელი იყო 34 დეპოზიტორი, მათგან საქართველოს 9 მოქალაქე.
შემუშავებული დოკუმენტები
2017 წლის ბოლოს და 2018 წლის განმავლობაში სააგენტოში შემუშავდა სისტემის
გამართულად
ფუნქციონირებისთვის
აუცილებელი
და
კანონით
განსაზღვრული
კანონქვემდებარე აქტები, ინსტრუქციები და სტრატეგიული დანიშნულების მქონე სხვა
დოკუმენტები.
ნორმატიული აქტები
„კომერციული
ბანკების
მიერ
გადასახდელი
რეგულარული
სადაზღვევო
შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის
პროცედურების შესახებ“ ინსტრუქცია დეტალურად განსაზღრავს კომერციული ბანკების მიერ
სააგენტოსთვის წარმოსადგენი ანგარიშგების შედგენის და ყოველთვიური შენატანის
14
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
გამოთვლის წესებს. აღნიშნული ინსტრუქცია ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტია
და მისი შესრულება სავალდებულოა სისტემის წევრი კომერციული ბანკებისთვის;
„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის
დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია“, რომელიც ასევე
ნორმატიული ხასიათის აქტია, ავალდებულებს კომერციულ ბანკებს სხვადასხვა საშუალებით
მიაწოდონ კლიენტებს სარწმუნო ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან
დაკავშირებით, მათ შორის, გაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები, განათავსონ ოფისებში
ბუკლეტები,
შესაბამისი
პუნქტი
დაამატონ
ბანკსა
და
კლიენტს
შორის
არსებულ
ხელშეკრულებას და ა.შ.
„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად
გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქცია“ განსაზღვრავს ინფორმაციის იმ ჩამონათვალს, რომლის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება ეკისრება სააგენტოს;
„სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და
პროცედურების
შესახებ“
ინსტრუქციით
განისაზღვრება
სადაზღვევო
შემთხვევის
დადგომისას, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არასაკმარისი რესურსის არსებობის
პირობებში, ბანკებისთვის ერთჯერადად დამატებითი გადასახდელის დაწესების წესი და
პროცედურები;
„ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
ფორმის,
მისი
შედგენის
უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და
გადახდევინების წესის” შესახებ ინსტრუქცია განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ
დეპოზიტორებისათვის
დეპოზიტების
დაზღვევის
სისტემის
შესახებ
ინფორმაციის
მიუწოდებლობის, ასევე, სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს
მხრიდან მათზე შესაძლო სანქციების დაკისრების ფორმებს და პროცედურებს.
15
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
შიდა მოხმარების დოკუმენტები
ორგანიზაციული
ეფექტიანობის
გაუმჯობესების
მიზნით,
შემუშავდა
და
ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს შინაგანაწესი, რომელიც აწესრიგებს
შესასრულებელი საქმიანობის დაგეგმვის, ფუნქციონალური განაწილების და სააგენტოს
თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების საკითხებს. განისაზღვრა თანამშრომელთა შიდა
კომუნიკაციის,
სამსახურებრივი
ადმინისტრაციული
ბიუჯეტის
ფოსტის
შემუშავების,
შესყიდვების განხორციელების და
მოხმარების,
სააგენტოს
ხარჯთაღრიცხვის
და
ყოველთვიური
საქმისწარმოების,
სხვა საორგანიზაციო საკითხები. შინაგანაწესით
დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის, მათ
შორის ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის;
შემუშავდა „კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ
ინფორმაციის გადამოწმების წესი“. დოკუმენტში დეტალურად განისაზღვრა „დეპოზიტების
დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით
(„კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული
ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების
გარე აუდიტორების მეშვეობით“) განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების
პროცედურები;
შემუშავდა
ურთიერთობის
დეპოზიტების
სტრატეგია,
დაზღვევის
რომელშიც
სააგენტოს
წარმოდგენილია
საზოგადოებასთან
სააგენტოს
მიერ
განსახორციელებელი შესაბამისი აქტივობების დროში გაწერილი გეგმა;
შემუშავდა სადაზღვევო ზღვრის ანალიზის დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს ამ
კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში არსებული ზღვრის
16
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
შესაბამისობას, როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ და
საბანკო სექტორში არსებულ ტენდენციებთან.
ანაზღაურების პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტები
შემუშავდა ანაზღაურების კონცეფცია, რომელიც აღწერს ანაზღაურების პროცესის
ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ჩარჩო-დოკუმენტს „სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის“
ინსტრუქციისთვის;
მე-2
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის
პუნქტის
„ვ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
სააგენტო
ვალდებულია
„ანაზღაურების
ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და
პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის
სიმულაცია“.
ამ
დროისთვის
სააგენტოს
მიერ
შემუშავებულია
მართვის
საინფორმაციო სისტემის აღწერის ტექნიკური დავალების დოკუმენტი, რომლის საფუძველზე
ჩამოყალიბდა სატენდერო წინადადება;
შემუშავდა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ
მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის“ ინსტრუქციის პროექტი; დოკუმენტი დასრულებული
სახით მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის შემდეგ ჩამოყალიბდება.
შიდა აუდიტი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და
საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და ინსტრუქციის
შესაბამისად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი, რაც უზრუნველყოფს სააგენტოს
17
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, აგრეთვე შესაბამისი ფინანსური განაცხადების
სანდოობისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.” ამ მიზნით
სააგენტომ შეიმუშავა შიდა აუდიტის ინსტრუქცია და სტრატეგია, რომელშიც აღწერილია
აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია და პერიოდულობა. ინსტრუქციის თანახმად,
შიდა
აუდიტის
მთავარი
მისიაა
დამოუკიდებელი,
ობიექტური
მარწმუნებელი
და
საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომელიც ორიენტირებული იქნება სააგენტოს
საქმიანობისა და ოპერაციებისათვის სარგებლის შექმნასა და გაუმჯობესებაზე.
საინვესტიციო გეგმა
შემუშავდა 2019 წლის საინვესტიციო გეგმის დოკუმენტი, რომელიც სააგენტოს
საინვესტიციო პოლიტიკისა და კანონით განსაზღვრული ჩარჩოს ფარგლებში, აყალიბებს 2019
წლის
განმავლობაში
განსახორციელებელი
საინვესტიციო
საქმიანობის
ძირითად
ტენდენციებს. კერძოდ, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზოგადი სურათისა და
სააგენტოს 2019 წლის საპროგნოზო შემოსავლების ანალიზის საფუძველზე, ჩამოყალიბებულია
სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა და სტრუქტურა. ანალიზის
საფუძველზე,
მიზანშეწონილად
ჩაითვალა
ინვესტირება
2
ან
5
წლიან
სახაზინო
ობლიგაციებში.
ანაზღაურების პოლიტიკა - მართვის საინფორმაციო სისტემა და ანაზღაურების
ინსტრუქცია
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გამართული ფუქნციონირების უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია მუდმივი მზადყოფნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთვის, რაც, თავის მხრივ,
გულისხმობს ანაზღაურების წესისა და პროცედურების შესახებ დეტალურად გაწერილი
ინსტრუქციის და შესაბამისი ელექტრონული პროგრამის (მართვის საინფორმაციო სისტემის)
არსებობას.
18
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია „ანაზღაურების ოპერატიულად
გაცემის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და
არანაკლებ
წელიწადში
ერთხელ
განახორციელოს
სადაზღვევო
შემთხვევის
დადგომის
სიმულაცია“. სააგენტოში ტარდება მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისთვის საჭირო
სამუშაოები
და
პარალელურად
მიმდინარეობს
„სადაზღვევო
შემთხვევის
დადგომისას
ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის“ ინსტრუქციაზე მუშაობა, რაც
ასევე
კანონით
კონკრეტულად
გათვალისწინებული
იქნება
გაწერილი
ვალდებულებაა.
სადაზღვევო
ანაზღაურების
შემთხვევის
ინსტრუქციაში
დადგომის
მომენტიდან
განსახორციელებელი ყველა ქმედება, ასევე, მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების
დეტალური აღწერა, აგენტი ბანკის შერჩევისა და მასთან კომუნიკაციის პირობები. დეპოზიტების
დაზღვევის სისტემისთვის აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, პროცესი
მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მისიის მხარდაჭერით და საერთაშორისო
ექსპერტის ჩართულობით.
მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამას,
რომელმაც უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ძირითადი პროცესების
ავტომატიზაცია და სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიან
სისტემაში მოქცევა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სპეციალური კომპიუტერული სისტემით
ოპერირება წარმოადგენს სისტემის ფუნქციონირების საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკას.
სისტემის არსებობას აქვს შემდეგი უპირატესობები:
პროცესები სრულად ავტომატიზებულია - შესაბამისად მინიმუმამდეა დაყვანილი
ადამიანური შეცდომის ფაქტორი და საოპერაციო რისკი;
იზოგება დიდი დროითი რესურსი - რამდენადაც ხდება ამოცანების მყისიერი შესრულება.
კანონის
ამჟამინდელი
ჩანაწერით,
ასანაზღაურებელი
თანხების
გამოთვლისა
და
კომპენსაციების გაცემისთვის სააგენტოს 20 კალენდარული დღე აქვს. აღნიშნული ვადა,
19
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ევროდირექტივის შესაბამისად, 7 დღემდე უნდა შემცირდეს. დასახული ამოცანის ასეთ
ვადაში შესრულება პროცესის ავტომატიზაციის გარეშე არარეალურია და ამასთან,
ნებისმიერ სხვა ფორმატში მონაცემების დამუშავებას ყოველთვის თან ახლავს შეცდომების
მაღალი რისკი;
სისტემა
უზრუნველყოფს
მონაცემების
დამუშავებას
სასურველი
კრიტერიუმების
(თანხების მოცულობა, მოქალაქეობა, ვალუტა და ა.შ.) მიხედვით;
სისტემით მოხდება სააგენტოსა და (ანაზღაურების პროცესის განმახორციელებელ) აგენტ
ბანკს შორის ურთიერთობა და ანაზღაურებული დეპოზიტების რეესტრის წარმოება, რაც
სააგენტოს მისცემს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგის შესაძლებლობას.
2018 წელს შემუშავდა მართვის საინფორმაციო სისტემის აღწერის ტექნიკური დავალების
დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი სატენდერო წინადადება.
ტენდერით შერჩეული კომპანია უზრუნველყოფს როგორც პროგრამის შექმნას, ისე ერთწლიან
ტექნიკურ მხარდაჭერას და პირველი სიმულაციური ტესტის განხორციელებას.
ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან და პარტნიორ უწყებებთან
გასული წლის მანძილზე სააგენტომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომერციულ
ბანკებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბების და გაღრმავების მიმართულებით. სააგენტოსა და
ბანკებს შორის აქტიური კომუნიკაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წარმატებული
ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. წლის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე
საერთო და ინდივიდუალური შეხვედრა. საკითხები, რომელთა გადაწყვეტაში მნიშვნელოვანია
კომერციული ბანკების ჩართულობა, თანხმდება კონსულტაციების და თანამშრომლობის
ფორმატში.
სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ უწყებებთან. კანონის შესაბამისად
კვარტალურად იმართება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები, სადაც საქართველოს ფინანსთა
20
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, დამოუკიდებელ წევრებთან ერთად,
განიხილავენ და ითანხმებენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებულ ყველა
მნიშნელოვან და კანონით განსაზღვრულ საკითხს.
სააგენტოს განსაკურებით მჭიდრო კომუნიკაცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა სადაზღვევო შემთხვევის, ასევე, კომერციული
ბანკების ადგილზე გადამოწმების პროცესების დროს. სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის
გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმიც, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ინფორმაციის
გაცვლას,
ასევე,
დახმარების
ეროვნული
გაწევას.
ბანკის
მხრიდან
მემორანდუმით
სააგენტოსთვის
განისაზღვრა
მატერიალურ-ტექნიკური
თანამშრომლობა
ისეთ
სფეროებში,
როგორებიცაა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სააგენტოსთვის თანხის სესხება, ფონდის
აქტივების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკებისთვის სანქციების დაწესება,
ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში სააგენტოს ჩართვა და ა.შ.
კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება
2018 წლის ივნისში სააგენტომ პირველად განახორციელა ბანკებში არსებული დაზღვეული
დეპოზიტების
შესახებ ბანკებისგან
მიღებული
ინფორმაციის
გადამოწმება,
როგორც
დისტანციურად, ისე ადგილზე მისვლით.
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
სააგენტო
დაზღვეული
დეპოზიტების
უფლებამოსილია
შესახებ
ბანკებში
არსებული
მიღებული
ინფორმაცია
ან/და საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ
კომერციული
გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად
„კომერციულ
ბანკებისგან
განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით“.
21
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
აღნიშნული
უფლებამოსილების
ფარგლებში,
სააგენტომ
ადგილზე
გადაამოწმა
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის
დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ”
ინსტრუქციის
თანახმად,
ბანკების
მიერ
სააგენტოსთვის
მოწოდებული
ყოველთვიური
ინფორმაციის შედგენის პროგრამული უზრუნველყოფის და ბიზნეს-პროცესის გამართულობა.
პროცესი განხორციელდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო რისკებისა და
ინფორმაციის დამუშავების განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალო
ჩართულობით.
პირველ ეტაპზე მომზადდა და კომერციულ ბანკებს დაეგზავნათ 9 კითხვისგან შედგენილი
კითხვარი, რომლითაც მოხდა ბანკების მიერ სააგენტოსთვის წარმოდგენილი ანგარიშგების
შედგენის
ბიზნეს-პროცესის
გამართულობის
შეფასება
თეორიულ
დონეზე.
გამოიკვეთა
გარკვეული უზუსტობებიც, რომელთან დაკავშირებით სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის
შედგა დამატებითი კომუნიკაცია.
შემდგომ
ეტაპზე,
სააგენტომ
ინფორმაციის
ადგილზე
გადამოწმების
მიზნით,
განახორციელა 15 ვიზიტი საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში. ერთადერთ
გამონაკლისს წარმოადგენდა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“, რომელიც
აღნიშნულ პერიოდში გადადიოდა ლიკვიდაციის პროცესში.
შესწავლილი იყო თითოეული
ბანკის მიერ ყოველთვიური ანგარიშგების მომზადების პროცესი სისტემურ დონეზე. გამოიკვეთა
ბანკების მხრიდან ანგარიშგების ფორმების არაერთგვაროვანი მეთოდოლოგიით შევსების ან
ინსტრუქციის არასწორი გაგების რამდენიმე შემთხვევა.
სააგენტოს მიერ ადგილზევე გაკეთდა რეკომენდაციული ხასიათის მითითებები. ასევე
შემუშავდა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი შენიშვნების ჩამონათვალი.
საერთო ჯამში, კომერციული ბანკების მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის
გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ყოველთვიური ანგარიშგების ფორმების შევსების
პროცესი ძირითადად გამართული და უმეტესწილად ავტომატიზებული იყო შესაბამისი
22
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
სკრიპტების გამოყენებით და 4 თვალის პრინციპის დაცვით. გამოვლენილი ხარვეზები კი
გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე აღმოიფხვრა.
საკანონმდებლო ცვლილებები
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედების შემდეგ, უშუალო სამუშაო პროცესში,
გამოვლინდა გარკვეული სამართლებრივი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია
სისტემის ადმინისტრაციული და ფუნქციონალური გამართულობის უზრუნველსაყოფად. ამ
მიზნით, სააგენტოში შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ძირითადად
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს
ითვალისწინებს.
ცვლილებათა პაკეტი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
1) კანონპროექტით დაზუსტდა დეპოზიტის განმარტება და ყოველგვარი ინტერპრეტაციის
გამოსარიცხად, არსებულ განმარტებას დაემატა მიმდინარე ანგარიში;
2) კანონმდებლობის მიხედვით კომერციული ბანკის გადახდისუუნარობა და ლიკვიდაცია
ამომწურავად მოიცავს სადაზღვევო შემთხვევას, შესაბამისად კანონის შესაბამისი
პუნქტებიდან, რომელიც განსაზღვრავს და ეხება სადაზღვევო შემთხვევას, ამოღებულია
სიტყვა „გაკოტრება“;
3) ფონდის სახსრების უფრო ეფექტიანი განკარგვის მიზნით, კანონპროექტით დაკონკრეტდა,
რომ სააგენტოს, ხაზინის გარდა, შეუძლია ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ეროვნულ
ბანკში და დაერიცხოს შესაბამისი სარგებელი;
4) სისტემის ფუნქციონირების განმავლობაში მიღებული გამოცდილების და სადაზღვევო
შემთხვევის ანალიზმა ცხადყო, რომ მნიშვნელოვანია სააგენტოს ჰქონდეს არა მხოლოდ
კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმების უფლება, არამედ,
თავად
განსაზღვროს
გადამოწმების
საჭიროება.
შესაბამისად,
კანონპროექტით
23
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
განისაზღვრა, რომ სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული
დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან/და გადაამოწმოს
ადგილზე;
5) კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ ანაზღაურების გაცემის პროცესთან დაკავშირებული
ხარჯები, მათ შორის აგენტი ბანკისთვის გადახდილი მომსახურების საკომისიო, უნდა
დაფინანსდეს დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან;
6) კანონპროექტის
შესაბამისად,
კომერციული
ბანკების
მხრიდან
ანგარიშგებასა
და
გადახდილ თანხას შორის სხვაობისა და ცდომილების გამოსარიცხად, კომერციული ბანკი
რეგულარულ სადაზღვევო შენატანს გადაიხდის ეროვნული ვალუტით, ანგარიშგების
წარმოდგენის (და არა გადახდის) დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;
7) საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დეპოზიტორთა ანაზღაურებას
სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მეშვეობით (აგენტი ბანკი), შესაბამისად,
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სააგენტოს დეპოზიტორთა ანაზღაურების მიზნით აქვს
შესაბამის (აგენტი) კომერციულ ბანკში ანგარიშის გახსნის უფლება. ბანკის შერჩევის
პროცედურები წესრიგდება ინსტრუქციით;
8) დაკონკრეტდა
სააგენტოს
საქართველოს
მიაწოდოს
მდგომარეობით,
ეროვნული
ინფორმაცია
ვინაიდან
ბანკის
გამოგზავნის
სადაზღვევო
ლიკვიდატორის
დღეს
შემთხვევიდან
ვალდებულება
არსებული
ფაქტობრივი
5
განმავლობაში
დღის
(ლიკვიდატორისთვის კანონით განსაზღვრული ვადა სააგენტოსთვის ინფორმაციის
მისაწოდებლად) შესაძლოა მოხდეს თავდაპირველი ინფორმაციის ცვლილება სხვადასხვა
მიზეზების გამო;
9) საერთაშორისო დონორების რეკომენდაციების და სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის
საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელზე
გადასვლა ამ ეტაპზე ნაადრევია, შესაბამისად აღნიშნული სისტემის ამოქმედება
გადავადდება 3 წლით - 2023 წლამდე.
24
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
აღნიშნული
ცვლილებების
განხორციელების
მიზანს
წარმოადგენს
პრაქტიკაში
გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება. შედეგად გაუმჯობესდება დეპოზიტების დაზღვევასთან
დაკავშირებული პროცესების რეგულირება და გაიზრდება როგორც დეპოზიტების დაზღვევის
სისტემის, ისე სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის ხარისხი.
ცვლილებათა
პაკეტი
განიხილა
და
მოიწონა
დეპოზიტების
დაზღვევის
სააგენტოს
სამეთვალყურეო საბჭომ და საქართველოს პარლამენტში მისი ინიცირების მიზნით გაეგზავნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა
სააგენტოსთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია უცხოელ
პარტნიორებთან.
საერთაშორისო
გამოცდილების
გაზიარება
ხელს
უწყობს
სააგენტოს
შესაძლებლობების და სისტემის ეფექტიანობის ზრდას.
სისტემის ამოქმედების საწყისი ეტაპიდანვე, კავშირების ჩამოყალიბების მიზნით,
გაიმართა
არაერთი
შეხვედრა
მსოფლიო
ბანკის,
საერთაშორისო
სავალუტო
ფონდის,
ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის
და გერმანიის KFW განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან. მსოფლიო ბანკის ტექნიკური
დახმარების მისია აქტიურად იყო ჩართული გასულ წელს სააგენტოს მიერ განხორციელებულ
მნიშვნელოვან თემებში.
საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების კუთხით, განსაკუთრებით საყურადღებოა
დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციასთან (IADI) კომუნიკაცია, საერთაშორისო
კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა. 2018 წელს საქართველომ პირველად
მიიღო მონაწილეობა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ
კონფერენციაში,
რომელსაც
მთელი
მსოფლიოდან
დეპოზიტების
დაზღვევის
25
სისტემის
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
წარმომადგენელები ესწრებიან. ღონისძიება შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდა. 2018 წელს
სამუშაო ვიზიტები განხორციელდა ასევე აზერბაიჯანში, სომხეთსა და ბელარუსში.
საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო
ასოციაციასთან
კომუნიკაცია
2019
წელსაც
აქტიურად
გაგრძელდება.
საერთაშორისო
ასოციაციასთან თანამშრომლობით დაგეგმილია სააგენტოს მიერ დეპოზიტების დაზღვევის
ძირითად პრინციპებთან (IADI Core Principles) შესაბამისობის შეფასების ჩატარება.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
დეპოზიტების
დაზღვევის
სისტემის
მიერ
საკუთარი
ფუნქციის
სრულფასოვნად
განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოება სრულყოფილად იყოს
ინფორმირებული სისტემის არსებობის და მისი სარგებლის შესახებ. სწორედ საზოგადოებრივი
ნდობის მოპოვებით გახდება შესაძლებელი სისტემის მიერ იმ მთავარი ფუნქციის შესრულება,
რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას საზოგადოებრივი მღელვარების, პანიკის და
კომერციული ბანკებიდან თანხების მასობრივი გადინების პრევენციას უკავშირდება.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია
ეყრდნობა
მრავალპროფილიან,
მულტიმედია
მიდგომას,
რომლის
მთავარი
მიზნებია
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დეპოზიტების დაზღვევის, მისი მნიშვნელობისა და
უპირატესობების შესახებ, ორგანიზაციის ცნობადობის ზრდა, მის მიმართ ნდობის გაჩენა და
გაღრმავება თემის
მნიშვნელობის
წარმოჩენისა
და პოპულარიზაციის
გზით. ამისთვის
გამოყენებულია როგორც სოციალური ვიდეორგოლის, ისე ტრენინგების, პირისპირ შეხვედრების
და აქტიური გაშუქების გზები, როგორც ტრადიციულ, ისე ონლაინ და სოციალურ მედიაში.
საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯს სისტემის
ამოქმედებისთანავე „კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის
დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის“ დამტკიცება
26
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
წარმოადგენდა. ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, კომერციულმა ბანკებმა დეპოზიტების
დაზღვევის სისტემის ამოქმედების შესახებ ინტერნეტბანკისა და ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნეს ყველა მოქმედ კლიენტს, ასევე, განათავსეს ინფორმაცია
საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. სააგენტოს მიერ გაგზავნილი დიზაინის შესაბამისად,
ყველა ბანკში განთავსდა ბანერი, რომელიც მომხმარებელს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
ამოქმედების შესახებ ატყობინებს. ბანკების ფილიალებში ხელმისაწვდომია ბროშურები
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ხშირად დასმული შეკითხვებით. მოგვიანებით,
აღნიშნული ბროშურები
დამზადდა ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ბანკების
ოპერატორებს დაეგზავნათ სააგენტოს მიერ შემუშავებული კითხვარი, რომლის გაცნობის
საფუძველზეც, მათ აქვთ შესაძლებლობა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კომპეტენტური
ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ კლიენტებს. ამავე მიზნით ბანკებში ჩატარდა
ტრენინგები, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თანამშრომლების მიერ.
დეპოზიტების დაზღვევის შესახებ პუნქტი დაემატა ბანკსა და კლიენტს შორის ძირითად
ხელშეკრულებას.
2018 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი,
რომელზეც განთავსებულია სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი
საკითხი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დაინტერესებულ პირებს, სააგენტოს ვებ-გვერდის
საშუალებით, შეუძლიათ გაეცნონ როგორც სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას, ისე
მიმდინარე სტატისტიკას, ბანკების მიერ წარმოდგენელი ყოველთვიური ანგარიშგებების ჯამურ
ბალანსებს,
ასევე
მონაცემებს
ყოველთვიური
შენატანებისა
და
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. სტატისტიკური სიახლეები, ასევე,
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საინფორმაციო ხასიათის პოსტები, ვრცელდება
სააგენტოს Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც.
2018 წლის მეორე ნახევარში საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია გააქტიურდა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მომზადდა სიუჟეტები შესაბამისი პროფილის
გადაცემებში, მათ შორის სააგენტოს უფროსის ინტერვიუებით. სიახლეები ვრცელდებოდა ასევე
სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ. ჩატარდა არაფორმალური, გაცნობითი ხასიათის
27
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
შეხვედრა ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებთან, სადაც გაკეთდა პრეზენტაცია
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის და მისი მნიშვნელობის შესახებ.
სააგენტოს დაკვეთით დამზადდა 2 გრაფიკული საინფორმაციო ხასიათის ვიდეო-რგოლი.
მოკლე - 30 წამიანი სატელევიზიო ფორმატის რგოლი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
ძირითად მესიჯს ატარებს, ხოლო 2 წუთიანი რგოლი პასუხობს სისტემასთან დაკავშირებულ
ყველა მთავარ კითხვას. 30 წამიანი ვიდეო-რგოლი გავიდა ყველა ძირითადი ტელევიზიის ეთერით
- როგორც სოციალური, ისე კომერციული რეკლამის სახით. ხოლო ვრცელი ვიდეო აიტვირთა
სააგენტოს Youtube-ის არხზე, ვებ-გვერდზე და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ვიდეო-
რგოლის სარეკლამო ბანერი განთავსდა ერთ-ერთ წამყვან საინფორმაციო პორტალზე.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აქტიური კამპანიის გაგრძელება 2019 წელსაც
იგეგმება.
ამასთან, სააგენტოს დაკვეთით, ჩატარდება სოციოლოგიური კვლევა, რომელიც
გამოავლენს რამდენად შედეგიანი იყო კამპანია და გაიზარდა თუ არა საზოგადოებაში
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ცნობადობა.
28
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები
გაწერილია შესაბამისი წლის ბიუჯეტით და ფინანსდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის
სახსრებით. ფონდის შემოსავლების მთავარ ნაწილს წარმოადგენს კომერციული ბანკების მიერ
განხორციელებული პირველადი შენატანები, რეგულარული სადაზღვევო შენატანები და
საინვესტიციო
საქმიანობისგან
მიღებული
სარგებელი.
სააგენტოს
აქვს
ფონდის
და
ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, რომლის საშუალებითაც ახორციელებს ანგარიშსწორებას
კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი,
დამტკიცებული სააგენტოს
უფროსის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგენდა 642,500.0 ლარს, ხოლო
საკასო ხარჯმა შეადგინა 518,292.27 ლარი (ცხრილი #6).
ცხრილი # 6: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაცია ფინანსური მდგომაროების შესახებ, 2018 წელი
გეგმა
ვალდებულება
გადახდა
ჯამი
642,500.00
567,128.29
518,292.27
ხარჯები
594,000.00
552,176.29
503,340.27
შრომის ანაზღაურება
286,400.00
249,676.17
249,676.17
საქონელი და მომსახურება
289,000.00
287,697.74
238,861.72
სოციალური უზრუნველყოფა
14,600.00
14,532.38
14,532.38
სხვა ხარჯები
4,000.00
270.00
270.00
არაფინანსური აქტივების ზრდა
48,500.00
14,952.00
14,952.00
29