საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხზე

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2019
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი
ნომერი
#1-5040/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის 2019 წლის 15 მარტის მომართვა (№01/1203) ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ უახლოეს სასესიო კვირაში მინისტრის მოსმენის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი

📜 ტექსტი

წერილი
1203-01-2-201903151706 N 01/1203 15/03/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გამოიწვია, მათ შორის საჯაროდ გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის წევრების სურვილი საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს სასესიო კვირაში მომისმინოთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ. პატივისცემით, მაია ცქიტიშვილი მინისტრი