საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ზაზა ბედოშვილის მიერ წარმოდგენილი „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-656/19; 18.01.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4505/19
18-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია
მოქალაქე ზაზა ბედოშვილის საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-656/19; 18.01.2019).
საკანონმდებლო წინადადების მიზანია ცვლილება შევიდეს „პატიმრობის
კოდექსის“ მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებში, რომლის თანახმად პირობით ვადამდე
გათავისუფლების დროს კრიტერიუმი „დანაშაულის ხასიათი“ უნდა ჩანაცვლდეს
კრიტერიუმით „მსჯავრდებულთა საშიშროების რისკით“.
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის
18 მარტამდე.
საკანონმდებლო წინადადება შეიცავს მოსაზრებებს მსჯავრდებულთა
პირობით ვადამდე გათავისუფლების კრიტერიუმების სპეციფიკურ საკითხებზე,
რომელზეც მიზანშეწონილია წინადადების თაობაზე მთავრობის პოზიციების
შეჯერება, რისთვისაც
საჭიროა დამატებითი დრო. აქედან გამომდინარე,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge