საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-501/19; 16.01.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4508/19
18-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ქალბატონ ლეილა არხოშაშვილს,
თბილისი, ლვოვის პირველი შესახვევი N4
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-656/19;
18.01.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 16
მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ლეილა არხოშაშვილის საკანონმდებლო
წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტთან
დაკავშირებით (N1-501/19; 16.01.2019).
საკანონმდებლო წინადადების შინაარსი
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ცვლილებების შეტანას „საერთო
სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე და 36-ე მუხლებში, კერძოდ:
1. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურისათვის აუცილებელია მოსამართლეობის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ასეთი გამოცდისაგან თავისუფლდება მხოლოდ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი
პირი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი 34-ე
მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
2. წინადადების ავტორის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის
10 წლიანი შეზღუდვის ვადა უნდა გაუქმდეს ყველა დონის სასამართლოს მოქმედი
თუ ყოფილი მოსამართლისათვის, ისევე, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე
ყოფილი წევრებისათვის.
ამჟამად მოქმედი 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო
სასამართლოების
ყოფილი
მოსამართლე
სამოსამართლო
უფლებამოსილების
შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
3.
წინადადების ავტორის მოსაზრებით, 36-ე მუხლს უნდა დაემატოს 31 პუნქტი,
რომლის მიხედვითაც განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე წარსადგენი კანდიდატურის მიმართ შემდეგი მოთხოვნები: ა)
კომპეტენტურობა (სამართლის ნორმების ცოდნა, სამართლებრივი დასაბუთების
უნარი, რაც გამოიხატა მისი მოსამართლეობის პერიოდში მის მიერ გამოტანილ
გადაწყვეტილებებში, რომელიც არ ყოფილა გაუქმებული ზედა ინსტანციის მიერ
კანონის უხეში დარღვევის გამო ან არ დაუდგენია კანონის უხეში დარღვევა ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს);
კეთილსინდისიერება
და
ბ) კეთილსინდისიერება (პიროვნული
პროფესიული
სინდისი,
დამოუკიდებლობა,
მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია, რაც
გამოიხატა მისი მოსამართლეობის პერიოდში მის მიერ განხილული საქმეებით, რაზეც
არ ყოფილა უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების ფართო მასებში).
კომიტეტის შეფასება
კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და მივიდა
დასკვნამდე, რომ საკანონმდებლო წინადადება არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
მოსაზრებები
გათვალისწინებულია
საპარლამენტო
უმრავლესობის
მიერ
შემუშავებულ
პროექტში
N07-3/301,
რომელიც
ინიცირებულია განსახილველად პარლამენტში.
კომიტეტი თვლის, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებები
შეიძლება განხილულ იქნას აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტი განხილვის დროს.
დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
კომიტეტმა
უარყოფილად
ცნო