საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N16564; 01.11.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4506/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4506/19 18-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქალაქე ოთარ ლოლუას №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ოთარ ლოლუას საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16564; 01.11.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 16 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა პენიტენციური დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქე ოთარ ლოლუას საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16564; 01.11.2018). საკანონმდებლო წინადადების არსი ცვლილებით შემოთავაზებულია დამატება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში, რომელიც ადგენს ,,ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს“. კერძოდ, წარმოდგენილია შემდეგი ფორმულირების დამატება: „უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირის შეწყალების შემთხვევაში ასევე გადაისინჯება განაჩენი სასჯელის ფაქტობრივი ვადის დადგენის მიზნით“. კომიტეტის პოზიცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. ზოგადად, ახლად გამოვლენილი გარემოება უნდა ეხებოდეს მსჯავრდებულის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და იგი სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოცხადების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული შემოთავაზება შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულების ,,ახლად გამოვლენილ გარემოებად“ მიჩნევა, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრინციპებს, კერძოდ: 1. შეწყალების აქტით ეჭვქვეშ არ დგება მსჯავრდებულის მიმართ საბოლოო განაჩენის გამოტანის დროს არსებული გარემოებები. 2. შეწყალება, თავისი არსით, არის პრეზიდენტის ჰუმანური აქტი, რომელიც ვერ დაედება საფუძვლად უვადო თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის ვადიანად გარდაქმნას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა იცნობს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის სასჯელის შეცვლის შესაძლებლობას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლი ადგენს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესს. ამ მუხლის მე-7 პუნქტი თანახმად, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ თავისუფლების აღკვეთის ფაქტობრივად 15 წლის მოხდის შემდგომ და მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ დგას ამ სასჯელის მოხდის გაგრძელების საჭიროება, მსჯავრდებულს შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს შინაპატიმრობით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის ჭრილში აღსანიშნავია საქართველოს პატიმრობის კოდექსის X თავში მოცემული ნორმები დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესახებ, კერძოდ: პატიმრობის კოდექსის 64-ე მუხლი „დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ პირველი პუნქტი განმარტავს, რომ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდიან უვადო თავისუფლება აღკვეთილი და აგრეთვე ის პირები, ვისაც სასამართლოს განაჩენით განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით. პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლი „სასჯელის მოხდის პირობები დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში“ განსაზღვრავს იმ უფლებებს, რომლებითაც დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები სარგებლობენ. ამ უფლებათა ჩამონათვალში შედის როგორც ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლება, ასევე სატელეფონო საუბრისა და პირადი მოხმარებისთვის ან კვების მიზნით საკუთარი ანგარიშზე თანხის ლიმიტირებულად განკარგვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პატიმრობის კოდექსი არ ახდენს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების დიფერენცირებას უფლებრივი მდგომარეობის გამოყენების ჭრილში. ამგვარი ტიპის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ.1 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №70 ბრძანებით „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეები, შეფასების/გადაფასების წესი და რისკების შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები. ამავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლით დადგენილია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკი ოთხ სახედ იყოფა: დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის სახეებად. საშიშროების რისკის განსაზღვრისათვის მსჯავრდებულის მონაცემთა დასამუშავებლად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს, რომლის მიერ საკუთარი ინიციატივით ხდება მსჯავრდებულთა შერჩევა და მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავება. აღნიშნული ინფორმაცია კი საბოლოოდ იგზავნება რისკების შეფასების გუნდთან, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდებულის საშიშროების რისკს, რის საფუძველზეც მისი გადაყვანა ხდება შესაბამისი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე ბრძანებით გათვალისწინებულია უკვე შეფასებული მსჯავრდებულის გადაფასება განსაზღვრული პერიოდულობით, რაც უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაძლებლობით, რომ შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადაყვანილ იქნეს სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის N120 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყალება არ გამოიყენება იმ უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის 15 წელი არ მოუხდია. შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული საპატიმროში, სულ მცირე, 15 წელს ატარებს. ხოლო ამ დანაწესისა და პატიმრობის კოდექსის X თავის ანალიზის შედეგად ცხადია, რომ პატიმარი, რომელიც თავისუფლება უვადოდ აქვს აღკვეთილი და სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, სასჯელის ხანგრძლივობის 1 დამატებით იხ. 2014, გვ. 395-396. მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, მ. ხასია, სასჯელაღსრულების სამართალი, თბილისი გადახედვის შემთხვევაშიც ამავე ტიპის დაწესებულებაში განაგრძობს სასჯელის მოხდას. კომიტეტის დასკვნა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე ოთარ ლოლუას საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16564; 01.11.2018) კომიტეტმა ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი