„საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/247, 27.08.2018) საქართველოს კანონის პროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4530/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247; 27.08.2018) საქართველოს კანონის პროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ, კომიტეტის დასკვნა და შენიშვნების ფურცელი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-04-02

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4530/19 18-03-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2018 წლის 16 მარტის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247/9 - 27-08-2018). დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის დასკვნას, კანონპროექტების ტექსტებს, შენიშვნების ფურცელს და დადგენილების პროექტს. დანართი: 12 ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კანონის პროექტების „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247/9 - 2708-2018) განხილვის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები მომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
შენიშვნების ფურცელი
შენიშვნების ფურცელი საქართველოს კანონის პროექტებზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247/9 27-08-2018) № ავტორი შენიშვნა შენიშვნის გათვალისწინების მდგომარეობა 1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას სამსჯელო გახდა გათვალისწინებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. კერძოდ, მსჯელობა შეეხო მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისათვის სახელმწიფო დაცვის მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხს, რაც თავისი შინაარსით სცდება რედაქციულ ბუნების ფარგლებს და მიზანშეწონილია საკითხის სრულყოფილად დამუშავების მიზნით საკანომდებლო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვისათვის მისი დაბრუნება. პლენარულ სხდომაზე
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4528/19 18-03-2019 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტებზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247/9 - 27-08-2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2018 წლის 16 მარტის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247/9 - 27-08-2018). I. ზოგადი მიმოხილვა კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარისათვის სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტს. ასევე, კანონპროექტით წესრიგდება სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხები, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. საკომიტეტო განხილვის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გამოთქმული საკითხები წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას სამსჯელო გახდა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. კერძოდ, მსჯელობა შეეხო მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისათვის სახელმწიფო დაცვის მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 114-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მესამე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ რედაქციული შენიშვნები. აღნიშნული საკითხი თავისი შინაარსით სცდება რედაქციულ ბუნების ფარგლებს და საკითხის დამატებით დამუშავების მიზნით მიზანშეწონილია მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მისი დაბრუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხსენებელელი დაეთანხმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის დაბრუნების საკითხს. დეტალური ინფორმაცია კომიტეტზე გამოთქმულ შენიშვნებთან და მათი გათვალისწინების მდგომარეობასთან დაკავშირებით იხ.: თანდართულ შენიშვნების ფურცელში. III. საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გამოთქმული საჯარო კონსულტაციის შედეგების მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით მოსაზრება/შენიშვნა არ დაფიქსირებულა. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიიჩნია, რომ მომხსენებლის შუამდგომლობიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენიდან პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის უნდა დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი