საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/238; 01/11/2018) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-20
ბიუროს ნომერი 242
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება რეგიონების განვითარებისათვის“
2-4635/19
19-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
განცხადება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად,
გთხოვთ, უკან გამოიწვიოთ ჩემს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/238, 01.11.2018).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მე-7 და მე-8 პუნქტების
დამატებას, რომელთა მიხედვით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან
შესაბამის სიმაღლეზე (800-დან 1 500 მეტრამდე) მდებარეობის მიუხედავად,
დასახლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს, საბჭოს
წარდგინებით, წყვეტს საქართველოს მთავრობა. „განსაკუთრებული შემთხვევების
ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“
გამომდინარე იქედან, რომ ა/წ 18 მარტს, შედგა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს
სხდომა, გამოიკვეთა, აღნიშნული ინიციატივის ნაცვლად, ახალი საკანონმდებლო
ინიციატივის შეტანის აუცილებლობა. საბჭოს სხდომაზე გამოთქმული პრინციპული
თანხმობის შედეგად, უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტს წარედგინება
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, თუ კონკრეტულ
მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებათა 80%-ს აქვს მაღალმთიანი დასახლების
სტატუსი, დანარჩენი დასახლებების 20%-ს ავტომატურად მიენიჭება აღნიშნული
სტატუსი. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ჩემს მიერ რეგისტრირებული
საკანონმდებლო ცვლილების გაწვევა, რომელიც ჩანაცვლდება ახალი ინიციატივით.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
კახაბერ ოქრიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge