საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ (№21014; 27.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4685/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-20
ბიუროს ნომერი 242

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4685/19 19-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (21014/9 27-12-2018). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორცილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ცვლილების მიხედვით, კრედიტორსა და მოვალეს ენიჭებათ შესაძლებლობა ერთზე მეტჯერ შეთანხმდნენ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე. საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა არის 20.03.2019 წელი. დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე მოგმართავთ, რომ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge