საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქეების: მარიამ კაკულიას, სალომე მახარაძის, თათია ივანიაძის, ნინო თაბუკაშვილის, მარიამ კიკნაძის, ირაკლი მელქაძის, ლიკა ნაროზაშვილის, გიორგი ნადირაძის, გიორგი ებანოიძის და ნინო ხუციშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N20955; 26.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-20
ბიუროს ნომერი 242
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4686/19
19-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს მოქალაქეების: მარიამ კაკულიას, სალომე მახარაძის, თათია ივანიაძის, ნინო
თაბუკაშვილის, მარიამ კიკნაძის, ირაკლი მელქაძის, ლიკა ნაროზაშვილის, გიორგი
ნადირაძის, გიორგი ებანოიძის და ნინო ხუციშვილის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N 20955/9, 26-12-2018).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორცილებას
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. ცვლილების მიხედვით კოდექსის 22-ე და 32-ე
მუხლების სათაურიდან ხდება ფრაზის „ან ძალადაკარგულად გამოცხადების“ ამოღება, რის
შედეგადაც გაუქმდება სასამართლოს მიერ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის
სამართლებრივი საფუძველი.
საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა არის 19.03.2019 წელი.
დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე მოგმართავთ, რომ
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge