საქართველოს მოქალაქეების ზვიად ბოლოკაძის, გიორგი შალიკაშვილის, გიორგი ლონდარიძის, გიორგი მამასახლისის და ია იქბალის მომართვა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2019
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზვიად ბოლოკაძე, გიორგი შალიკაშვილი, გიორგი ლონდარიძე, გიორგი მამასახლისი და ია იქბალ
ნომერი
#1-5285/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-20
ბიუროს ნომერი 242

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5196/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 25 მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ბოლოკაძის, გიორგი შალიკაშვილის, გიორგი ლონდარიძის, გიორგი მამასახლისისა და ია იქბალის შემადგენლობით) განცხადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტების მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge