საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე დავით ათანაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-2352/19; 11.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-20
ბიუროს ნომერი 242
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-4711/19
19-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2019 წლის 18 მარტის სხდომაზე განიხილა დავით ათანაშვილის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადებები
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2352/19; 11.02.2019 და N1-3260/19; 21.02.2019).
კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადებები
უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო:
საკანონმდებლო წინადადებებით წარმოდგენილი ნორმა მოცემულია ,,საქართველოს
შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
(12.06.2013 N729) მე-2 მუხლში, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 11 - 13
პუნქტების მოქმედება გავრცელდა აღნიშნული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ
დადებულ შრომით ხელშეკრულებაზე. ამიტომ ეს ნორმა საქართველოს შრომის კოდექსში
წარმოდგენილია ფრჩხილებში ჩასმული ტექსტის სახით, რაც შესაბამისობაშია „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან.
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge