საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კობა კობალაძის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 26-27 თებერვალს, სლოვაკეთში, ქ. ბრატისლავაში, საპარლამენტო დელეგაციის (კობა კობალაძე, სიმონ ნოზაძე, გია ბენაშვილი, გიორგი ლომია) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-22
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-4881/19
21-03-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძე
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, სლოვაკეთში
საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული
შეხვედრების ანგარიშს, რომელიც მიმდინარე წლის 26-27 თებერვალს ქ. ბრატისლავაში
(სლოვაკეთი) გაიმართა.
გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს ბიუროს შეხვედრის დღის
წესრიგში.
დანართი: 8 (რვა) ფურცლად.
პატივისცემით,
თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კობა კობალაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
პარლამენტართა სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში
ბრატისლავა 25-28 თებერვალი, 2019 წ.
(ანგარიში)
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის შემდეგი წევრები და აპარატის თანამშრომლები:
კობა კობალაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი)
სიმონ ნოზაძე
გია ბენაშვილი
გიორგი ლომია
გიორგი ანთაძე
26 თებერვალი;
შეხვედრა დოქტორ ოლგა გიარფასოვასთან
ევროპათმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, კომენიუსის უნივერსიტეტი
კომენიუსი უნივერსიტეტი მრავალპროფილიანი უნივერსიტეტია რომელიც უძველესია სლოვაკეთში და წელს მისი დაარსებიდან 100 წელი გავიდა.
პირველი შეხვედრა შედგა დოქტორ ოლგა გიარფასოვასთან. იგი მოკლედ შეეხო სლოვაკეთის ევროინტეგრაციის გზაზე წარმოქმნილ პრობლემებსა და გამოწვევებს. უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სწორედ ერთ-ერთი ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. კერძოდ, იმ საკადრო დეფიციტის შესავსებად რომელიც ქვეყანაში ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაჩნდა საჯარო სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი აქტიურად არის ჩართული იმ საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს ითხოვს გამოძიებას. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის გამო სლოვაკეთის შსს მინისტრი და პოლიციის უფროსი გადადგა. აღსანიშნავია, რომ გამოძიებას ევროპის პარლამენტიც აწარმოებს და მას დამკვირვებლის როლი აქვს.
ასევე აღინიშნა, რომ სტუდენტების ძირითადი გადინება ხდება ჩეხეთის უნივერსიტეტებში.
დოქტორმა, ასევე ზოგადად მიმოიხილა ის ისტორიული პროცესები რომელიც სლოვაკეთში განვითარდა მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაზაზე. აღინიშნა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კომუნისტური წარსულის მიუხედავად ისინი დასავლური ღირებულების ერთგულები რჩებიან. გარდა, ამისა სლოვაკეთის არმიაც დიდი სარგებელს ნახულობს ნატოს წევრობისგან. ხაზი გაესვა, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნებისთვის რომლებიც იმყოფებიან დიდ სახელმწიფოებს შორის რთულია პოლიტიკური ნეიტრალურობა და ძვირი ჯდება როგორც ეკონომიკურად ისე თავდაცვის კუთხით.
შეხვედრა ბ-ნ ონდრეჩასაკთან (MoD State Secretary Mr Ondrejcsak) - სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა ოდრეჩაკმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სლოვაკეთის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. ასევე იმ თანამშრომლობას რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებობს.
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე საუბრისას ხაზი გაესვა არასამათავრობო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის მექანიზმების არსებობასა და მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო სლოვაკეთის არმიის მოწყობას. აღნიშნა, რომ დღეს არსებობს სახმელეთო ძალებში 2 ბრიგადა, რომელთაგანაც ერთი მთლიანად ნატოს მისიებზეა ორიენტირებული. რეზერვის სისტემა სუსტად განვითარებულია და მთლიანად სამოხალისეო კომპონენტს ეყრდნობა და ცდილობენ რომ შესავსებად გამოიყენონ ეს კომპონენტი. გარდა ამისა მიდის მუშაობა სპეციალური ძალების კომპონენტის განვითარებაზე და გაძლიერებაზე. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია საჰაერო ძალების პარკის გადაიარაღება და დღეს არსებული საბჭოთა/რუსული თვითმფრინავების (Миг-29 )თანამედროვე F-16 ბოლო მოდიფიკაციებით ჩანაცვლება.
სლოვაკეთის სამოქალაქო თავდაცვის სისტემა მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზეა მიბმული და მჭიდროდაა სამაშველო სამსახური ჩართული.
ბატონ კობა კობალაძის შეკითხვაზე თუ რა კონკრეტული ნიშა უჭირავს ნატოს ფარგლებში სლოვაკეთის შეიარაღებულ ძალებს სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ეს არის ქიმიური, ბირთული და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედი ჯარის სახეობა.
აქვე აღინიშნა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების უჯრედი არ არის თავდაცვის სამინისტროში და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინსიტროშია წარმოდგენილი.
შეხვედრაზე სლოვაკეთის მხარემ ისაუბრა ისეთ პრობლემურ საკითხზე, როგორიც არის საზოგადოებაში ჯარში სამსახურით დაინტერესების დაბალი მაჩვენებელი, ვინაიდან ანაზღაურება საშუალო არაა მაღალი და ძირითადად სლოვაკეთის შძ-ში სლოვაკეთის ღარიბი რაიონებიდან მოდიან მსურველები. თავისი არსით ის სოციალურ-ეკონომიკური პაკეტი რომლითაც ჯარისკაცები სარგებლობენ დიდი ხნის წინ იქნა შედგენილი და უკვე მოძველებულია. თუმცა, აღინიშნა რომ უკვე დაგეგმილია ხელფასების ეტაპობრივი ზრდა რომელიც ყოველწლიურად მოხდება რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო წოდებების მიხედვით,
დისკუსია შეეხო ასევე იმ სოციალურ გარანტიებს რომლებიც შძ-ში მომსახურე პირებს აქვთ. გამოიკვეთა ის სხვაობა რაც ჩვენს და სლოვაკურ მიდგომებს შორისაა. კომპენსაციების საკითხი მეტწილად დაზღვევის პაკეტების მიხედვით განისაზღვრება და არ არსებობს ცალკე ფიქსირებული კომპენსაციები როგორც საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ჯარი საზღვარგარეთ გაგზავნაზე, ან წვრთნებში ქვეყნის შიგნითაც მონაწილეობაზე საპარლამენტო თანხმობაა საჭირო.
აქვე აღინიშნა, რომ სტრატეგიული დოკუმენტები რომლის შემუშავებაც ხდება ქვეყანაში ნატოსთან მჭიდრო კონსულტაციის და მასთან თავსებადობით ხდება ბუნებრივია.
27 თებერვალი
შეხვედრა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნ ჰრნკოსთან და უსაფრთხოების სექტორის სხვა საზედამხედველო კომიტეტების წარმომადგენლებთან
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საზედამხედველო კომიტეტებს ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები თავმჯდომარეობენ, მათ შორის როგორც თავდაცვის ისე სამხედრო დაზვერვის მაკონტროლებელ კომიტეტსაც რომელიც 13 წევრისგან.
თავდაცვის კომიტეტი 11 წევრისგან შედგება, სადაც 6 მართველი კოალიციიდან არის ხოლო 5 ოპოზიციიდან.
თავდაცვის კომიტეტის საპარლამენტო ზედამხედველობის არეალში ტრადიციული კომპონენტების გარდა ასევე შედის ე.წ 112 და მატერიალურ რეზერვებსაც.
კომიტეტის სხდომებზე როგორც წესი ხდება მინისტრების დაბარება და მოსმენა.
საუბრისას ხაზი გაესვა რომ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ნაკლებად არის.
დაზვერვის სამსახურებზე კონტროლის კომიტეტის სხდომები ყოველთვის დახურულია. თავჯდომარე ოპოზიციიდან არის.
შედგება და თავჯდომარე აქაც ოპოზიციიდანაა. 7 წევრი კოალიციიდან და 6 ოპოზიციიდან. მის საკურატორო თემებში შედის ასევე სპეციალური ფონდების და ერ. უსაფრთხოების
არსებობს ასევე ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების საზედამხედველო კომიტეტი. შედგება ასევე 13 წევრისგანაც სადაც 7 წევრი კოალიციიდან არის ხოლო 6 ოპოზიციიდან. სხდომები ასევე ყოველთვის დახურულია და მოიცავს ისეთ თემებსაც როგორიც არის სპეციალური ფონდების კონტროლი, დაშიფრული ინფორმაციის და კიბერუსაფრთხოების თემატიკის კონტროლიც.
განსაკუთრებული მნიშვნელობის თემებზე კომიტეტი ქმნის ჯგუფს რომელიც სამინისტროებში მიდის და ადგილზე იკვლევს თემას. ამ ჯგუფის მოხსენების შემდეგ კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
შეხვედრაზე განხილული თემებიდან აღსანიშნავია, რომ განიხილება სამოქალაქო თავდაცვის ელემენტების შემოტანა სასკოლო განათლების სისტემაში, თუმცა ამ იდეებს ჯერ არ აქვს სათანადო მხარდაჭერა. მათი აზრით ამ თვალსაზრისით არ არიან მზად კრიზისული სიტუაციებისთვის.
ბატონ კობა კობალაძის შეკითხვაზე, თუ როგორ ხდება სლოვაკეთის პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, აღნიშნა რომ გლობალური ევროპის და ეროვნული სლოვაკეთის იდეებს შორის არის საზოგადოება.
შეხვედრა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სლოვაკეთის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ სლოვაკეთი აქტიურად აკვირდება საქართველოში დემოკრატიზაციისა და რეფორმების მიმდინარეობას. ასევე იმ თანამშრომლობას რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებობს. ხაზი გაესვა ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და იმ შესაძლებლობებს რომელსაც თავისუფალი მიმოსვლა აჩენს.
შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
კომიტეტის თავჯდომარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას და დაგეგმილ ინიციატივებს რომელიც ეუთოს ფარგლებში განხორციელდება სლოვაკეთის თავჯდომარეობის ქვეშ.
შეხვედრისას სლოვაკეთის მხარის მიერ ასევე გაჟღერდა რომ, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით და მასში დღეს არსებული შიდა გადაუჭრელი პრობლემების გამო, რამდენიმე წევრი სახელმწიფო სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიღებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ჰოლანდიასა და ჩეხეთს.
კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ ასეთ სულისკვეთებას გაიზიარებენ, აუცილებლად ცუდად აისახება კანდიდატი ქვეყნების შიგნით მოსახლეობის განწყობებზე და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაესვა რომ სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა არის მტკიცე და ურყევი.
სლოვაკეთის მხარე შეეცდება ეუთოში საქართველოს თემების გააქტიურებას და რუსეთთან მედიატორის როლის შესრულებას თუ ამის საშუალება იქნება. სლოვაკეთის თავჯდომარეობა ეუთოში იქნება უფრო პრაქტიკული ნაბიჯებისკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმდაგვარი აქტივობებისკენ იქნება მიმართული რაც მოსახლეობის ყოველდღიურ კეთილდღეობაზე აისახება.
შეხვედრაზე ასევე სლოვაკეთის პარლამენტში არსებული მექანიზმის შესახებაც იყო საუბარი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის ფარგლებში მათ მოლდოვეთის პარლამენტთან ერთად აქვთ. სლოვაკეთის პარლამენტის აპარატიდან მივლენილი არის წარმომადგენელი გარკვეული დროით და ემსახურება გამოცდილების გაზიარებას საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით. გაისმა მოწოდება, რომ უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველომ სლოვაკეთის მხარდაჭერის ფარგლებში არსებული სხვადასხვა მექანიზმები თუ პროგრამები.
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელთან
შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც სლოვაკეთის შსს-ს წინაშე დგას დღეს. ესენია არა ლეგალური ემიგრაცია, ტრეფიკინგი, მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულებები.
სლოვაკეთის შსს ასევე თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებსაც წყვეტს. აქტიურად არის ჩართული ევროპოლის და ინტერპოლი საქმიანობაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სლოვაკეთი სატრანზიტო ქვეყანაა არა ლეგალური ემიგრანტებისათვის. აღნიშნული მიმართულებით მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები რომელმაც გაამკაცრა სასჯელი ტრეფიკინგზე და ახლა 3დან 12 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.
ერთ-ერთი პრობლემა რომელსაც ხაზი გაესვა, არის ის რომ ხშირად სლოვაკეთში ლეგალურად ცდილობენ ცხოვრების და მუშაობის მოწმობის მიღებას რათა შემდეგ გამოიყენონ ეს საბუთები ევროპის უფრო განვითარებულ ქვეყნებში მიგრაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის საზღვრის დაცვის სისტემა დაყოფილია ორ ნაწილად ჩრდილოეთ და სამხრეთ. ჩრდილოეთ ნაწილში რთული გეოგრაფიული პირობების გამო განსაკუთრებით გართულებულია უკრაინასთან საზღვრის კონტროლი და აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება კონტრაბანდისა და ადამიანთა არალეგალური გადაადგილებისათვის.
ბოლო პერიოდში ყოველ წელს ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება დაახლოებით 10-15 % იზრდება.
სამხრეთ ნაწილი საზღვრის ძირითადად მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით კონტროლირდება და შედარებით კარგად არის დაცული. თუმცა არის ცალკეულ შემთხვევები როცა ხდება გვირაბების გამოყენება საზღვრის უკანონოდ გადასაკვეთად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელიწადში დაახლოებით მილიონამდე ემიგრანტი იღებს ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეობას. ამ დროისთვის ემიგრანტების ძირითადი მასა შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის: თურქეთი, ალბანეთი, მაროკო, ლიბია, პაკისტანი;
ხაზი გაესვა, რომ: ოპერატიული ინფორმაციის აქტიური მიმოცვლა აქვთ მეზობელ ქვეყნებთან. ევროკომისია აკეთებს ეწევა კონტროლს და მომავალ წელსაც ელოდებიან. FRONTEX-ის ფარგლებში. უმნიშვნელოვანესია კანონმდებლობის დაახლოება და ამ მიმართულებით ჩვენთვისაც რეკომენდაცია გაიცა, რომ აქტიურად იმუშაოს საქართველომ.
სლოვაკეთი კიდევ უფრო აქტიურად აპირებს ინვესტირებას სასაზღვრო ძალებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია - GLOBSEC
შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ არა სამთავრობო ორგანიზაცია GLOBSEC-თან რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უსაფრთხოების სექტორში წამყვანი კვლევითი ორგანიზაციაა არა მარტო სლოვაკეთში არამედ მთელი ევროპის მასშტაბითაც.
აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სლოვაკეთის მთავრობასთან სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები თუ ინვესტიციები და ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული კომუნიკაციების და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხები.
ორგანიზაცია წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და აღმოსავლეთ პარტნიორების წევრ სახელმწიფოებთან
ყოველწლიურად გლობალურ კონფერენციას ატარებენ უსაფრთხოებაზე და მაში საქართველოც არის ჩართული.
კითხვაზე საქართველოსთვის რა რეკომენდაციები აქვთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ითქვა რომ საქართველომ აქტიურად უნდა განაგრძოს რეფორმების განხორციელება და დემოკრატიზაციის პროცესი, რადგან რა ეტაპზეც არ უნდა იყოს საქართველო/ევროკავშირი/ნატოს ურთიერთობა, ეფექტიანი მმართველობა და გაუმჯობესებული ცხოვრების დონე საბოლოოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის შედეგიანი და მნიშვნელოვანი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რომელზედაც ამჟამად მუშაობენ ეს არის რაოდენობრივი ანალიზი თუ რამდენი ადამიანია ევროკავშირის 11 ქვეყანაში დაკავებული ტერორიზმის ბრალდებით რომელთან აქვთ კავშირი კრიმინალურ სამყაროსთანაც; მიზანია დადგინდეს თუ როგორი დამოკიდებულება და კავშირებია ტერორიზმში ჩართულ ადამიანებსა და ორგანიზებულ კრიმინალურ სამყაროს შორის.
ასევე ორგანიზაცია მუშაობს პროგრამაზე რომლის მიზანია საჯარო სექტორში ჰიბრიდულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლება. ახდნენ საკანონმდებლო სივრცის შეფასებას ამ კუთხით. ტარდება ტრეინინგები და სემინარები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით სამწუხაროდ დაბალი დონეა სჯარო სივრცეში.
ასევე შეიქმნა პლათფორმა სადაც ეროვნული უსაფრთხოები ინსტიტუტები არიან წარმოდგენილი და სწავლობენ საზოგადოებრივ განწყობებს აღნიშნული მიმართულებით.
შეიქმნა ონლაინ პლატფორმა რომელიც მიმართულია დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.
ორგანიზაცია მუდმივად ატარებს სამუშაო შეხვედრებს ტერორიზმის და ჰიბრიდული საფრთხეების თემატიკის ირგვლივ უსაფრთხოების სამსახურების პრაქტიკოსებთან.
GLOBSEC -ში აქტიურად მუშაობენ ასევე ევროპული თავდაცვის საკითხებზეც, მნიშვნელოვანია მიმართულებაა კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
გიორგი ანთაძე
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი