„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, დოკუმენტის N3591, მიღების თარიღი 17/09/2010,
გამოქვეყნების წყარო და თარიღი ვებგვერდი, 12/10/2010, სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 206-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის
მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული
შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს;".
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ტემპი ფიქსირდება. ეს კი
შემოსავლების დაბალ ზრდასთან ერთად დიდ ტვირთად აწვება ქვეყნის
მოსახლეობას. ამ ყველაფერს ემატება უკანასკნელ წლებში გაუფასურებული ლარის
კურსიც. მოცემული კანონპროექტი მიმართულია სწორედ იმ პრობლემის
გადაჭრისკენ, რომელიც ეხება გაძვირებულ ფასებს, გაძვირებულ ცხოვრებას და
შემოსვლების ზრდის დაბალ ტემპს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება ემსახურება იმ ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქებას,
რომელთაც ცხოვრება გაუძვირდათ და ამავე დროს უწევდათ ქონების გადასახადის
გადახდა, რადგან მათი შემოსავალი უცვლელი დარჩა ან მცირედიტ გაიზარდა და
შეადგენს წელიწადში 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი
შეადგენს 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს, აღარ დაიბეგრებიან
ქონების გადასახადით. ის ზღვარი (40 ათასი ლარი), რომელიც არსებობდა გაიზრდება
60 ათას ლარამდე. ეს საშუალებას მისცემს ათასობით ადამიანს შეუმცირდეთ
სამთავრობო ბეგარა და ამით დააბალანსონ ის ზარალი, რასაც ნახულობენ
გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებით და მაღალი ინფლაციით.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
პროექტის შესაბამისად, იცვლება 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი, სადაც
40 000 - ის ნაცვლად ზღვრად განისაზღვრება 60 000 ლარი.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტები არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტი ძალაში შევიდეს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
პერიოდში
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
პროექტი გავლნას მოახდეს ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები არ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში.
იგი მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, პროექტს გავლენა ექნება ნაერთ
ბიუჯეტზე. კერძოდ, ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადიდან მიღებულმა
შემოსავალმა (გარდა მიწისა. კოდი: 113113) 2018 წელს შეადგინა 25 მლნ ლარი, ხოლო
სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადმა, რომელსაც
იხდიან ფიზიკური პირები, შეადგინა 23.2 მლნ ლარი (კოდი 1131141 და 1131151).
ვინაიდან, არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი
ლარია 40-დან 60 ათას ლარამდე შემოსავლიანი ოჯახების მიერ გადახდილი ქონების
გადასახადი, ამიტომ, შეიძლება გარკვეული დაშვებების გაკეთება. დაშვება N1:
კანონპროექტი ვერ მოახდენს 48.2 მლნ ლარზე მეტის დანაკლისის შეტანას ბიუჯეტში;
დაშვება N2: ვინაიდან, 40-დან 60 ათასამდე შემოსავლის მქონე პირების რაოდენობა
შეადგენს 22.3 ათასი ადამიანს, ხოლო 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსვლის მქონე
პირების რაოდენობა არის 45.5 ათასი ადამიანი (შემოსავლების სამსახურის მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად), 40-დან 60 ათას ლარამდე ადამიანები
შეადგენენ 49%-ს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებისას. თუ
დავუშვებთ, რომ იგივენაირი გადანაწილებაა შინამეურნეობების შემოსავლებში და
მათ მიერ გადახდილ ქონების გადასახადში, მაშინ ზემოთხსენებული 48.2 მლნ ლარის
49% იქნება 23.7 მლნ ლარი. ეს კი შეგვიძლია განვიხილოთ ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის მოსალოდნელ დანაკლისად კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.
რაც შეეხება პროექტის ფინანსურ გავლენას საშუალოვადიან პერიოდში, თუ
გავითვალისწინებთ 2018 წლის გამოცდილებას, მაშინ ყოველწლიურად ქონების
გადასახადიდან შემოსულობები (იგულისხმება ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა
მიწისა) გადასახადი, სასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწაზე ქონების
გადასახადი ფიზიკური პირებიდან და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან) გაიზრდება არაუმეტეს 5%-სა. ეს
ნიშნავს იმას, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში საბიუჯეტო დანაკლისად თუ
მივიჩნევთ იმ თანხას, რასაც 2020 წლის ბიუჯეტში, მაშინ 2021 წელს საბიუჯეტო
დანაკლისი დაახლოებით იქნება 23.7 მლნ ლარს დამატებული ამავე რიცხვის 5%.
წლების მიხედვით რიცხვები შემდეგნაირად გადანაწილდება: 2021 წელი: 24.9 მლნ
ლარი; 2022 წელი: 26.1 მლნ ლარი; 2023 წელი: 27.4 მლნ ლარი.
ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
პროექტის მიღება იქონიებს დადებით გავლენას ყველა იმ ათიათასობით
ფიზიკურ პირზე, რომლის ოჯახის შემოსავალი მერყეობს 40 ათასი ლარიადნ 60 ათას
ლარამდე.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
პროექტით ხდება ქონების გადასახადისგან განთავისუფლებული ოჯახის
შემოსავლის ზღვრის აწევა 40 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში: - არ არის.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: - ასეთი
მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი წერეთელი.
ვ) პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი წერეთელი.