„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია
ნომერი
#07-3/309/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (მიღებულია 6 თებერვალი 2014 წ N1982-IIს) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. შეიცვალოს 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთა, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევები დევნილის დახმარების შეწყვეტისა, დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია კანონშივე არსებობდეს ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე არსებობდეს ვადა, რომლის გამოც აღარ შეუწყდებათ დევნილ პირებს ისედაც მცირე დახმარება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს დევნილებისთვის მკაფიოდ და ობიექტურ ვადებში დევნილთა დახმარების შეჩერების საკითხის დარეგულირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის 11-ე მუხლის გ) პუნქტში, რაც გულისმობს დევმნილის მიერ ქვეყნის ორი თვით დატოვების გამო დახმარების შეჩრების ვადის გაზრდას. წარმოდგენილი ცვლილებებით ეს ვადა იზრდება 3 თვემდე ნაცვლად 2 თვისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის განსაკუთრებული პრინციპი არ არის გამოკვეთილი, აღებულ იქნა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი ვადა ისეთი შემთხვევებისთვის, როცა საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; დევნილთა დახმარების ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. რამდენადაც კანონპროექტით დევნილთა დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა არ იზრდება, კანონპროექტის მიღება საშუალოვადიან პერიოდში არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე; გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის სახელმწიფო ან/და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის გაზრდას, ვინაიდან დევნილთა დახმარება გათვალიწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ორ თვეზე მეტი ვადით და არაუმეტეს სამი თვისა, ქვეყნიდან გასვლის გამო უწყდება დევნილთა დახმარება, დაახლოებით 10 000 - მდე პირს შეადგენს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ასევე მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გარკვეულწილად დაზოგვა, რაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შემწეობის შეწყვეტისა და აღდგენის საკითხების განხილვის სიხშირის შემცირებასთან. მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთათვის შემწეობა აღდგება პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე და დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება შესაბამისი გარემოებების დადგომის შემდეგ ერთი თვის ვადაში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტი და მათი რაოდენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით დაახლოებით 10 000 - მდე პირს შეადგენს. კერძოდ მათ არ შეუჩერდებათ დევნილის დახმარება, (ერთი დევნილის ყოველთვიური დახმარება შეადგენს 45 ლარს) რაც მიშვნელოვანია ამ პირების ფინანსური მდგომარეობებისთვის. ამავე დროს, დევნილებიც ცალკეულ შემთხვევებში (როდესაც მხოლოდ 3 თვით გადიან ქვეყნიდან) გათავისუფლებიან შემწეობის აღდგენის მოთხოვნისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან. შესაბამისი დოკუმენტების მომზადება კი შესაძლოა დაკავშირებული იყო დევნილების მხრიდან ფინანსურ ხარჯების გაწევასთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ბექა ფერაძე დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტს არ უდევს საფუძვლად მისი მსგავსი კანონების სხვა ქვეყნების მიერ იმპლემენტაციის გამოცდილება. კანონპროექტის მომზადებისას არ იქნა მაგალითად გამოყენებული აღნიშნული გამოცდილება. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრი: ადა მარშანია