საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის მომართვა, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელაგაციის ძირითად შემადგენლობაში გაწევრიანების შესახებ

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი
ნომერი
#2-5039/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-5039/19 22-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ სოფიო ქაცარავას საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 22 მარტის N244/3 გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცებულ იქნა პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, რომლის თანახმადაც შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) მუდმივმოქმედ საპარლამეტო დელეგაციაში ერთი კვოტა იქნა გამოყოფილი იმ პარლამენტის წევრისათვის, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, მოგმართავთ, კვლავ შემიყვანოთ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში, რომლის წევრი აქამდეც ვიყავი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge