საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5029/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-5029/19 22-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი - საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 თებერვალს მოისმინა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის 2018 წლის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ. თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით აღებულ ვალდებულებას, რომელიც საქართველომ 2017 წლიდან წარმატებით განახორციელა. არსებული სისტემა უზრუნველყოს კორუფციის რისკების აღმოფხვრა და ზოგადად საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების ხარისხის ზრდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო 2018 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში. ასევე დეტალურად ისაუბრა მონიტორინგის სიტემის მნიშვნელობაზე, პარლამენტის ჩართულობისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საჯარო სამსახურის ბიურო დეკლარაციების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო უწყებების ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების საშუალებით. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ წელიწადში უნდა შემოწმდეს დეკლარანტების 10%, საიდანაც 5%-ს ასახელებს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც კომპლექტდება არასამთავრობო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან, ხოლო 5%-ს არჩევს ელექტრონული პროგრამა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. დამოუკიდებელი კომისია 2019 წელს შეიქმნა და მათ უკვე დაასახელეს შესამოწმებელი დეკლარანტების 5%-ი - 302 დეკლარაცია, რომელსაც 5 დეკლარაცია პროგრამაში შეყვანის დროს გამოაკლდა. აღნიშნული დეკლარაციების შემოწმება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განხორციელდება მიმდინარე წელს. შერჩეული კანდიდატების სია, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის საქმიანობაშიც საჯარო სამსახურის ბიურო არ ერევა. დამოუკიდებელი კომისია მის მიერ შერჩეულ თანამდებობის პირების სიას შესაბამისი არგუმენტაციით წარუდგენს ბიუროს და ეს უკანასკნელი სათანადო დასაბუთების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, ახორციელებს შერჩეულ თანამდებობის პირთა შემოწმებას. შემოწმების პერიოდში თანამდებობის პირს მისდის შეტყობინება, რომ მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ეგზავნება თხოვნა გარკვეულ ვადაში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულების ასლები და სხვა), რის შემდგომაც ელექტრონული ბაზების (იუსტიციის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის კანონმდებლობით საჯარო და განესაზღვრა რეესტრის, ბაზები), საჯარო სერვისების რომელზე სამსახურის განვითარების, წვდომის ბიუროს, უფლებაც ხორციელდება შემდგომ ინფორმაციის გადამოწმება. იმ შემთხვევაში თუკი ბიურომ მონიტორინგის პროცესში რაიმე სახის დარღვევა აღმოაჩინა, ან რაიმე კითხვა გაჩნდა კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, საჯარო სამსახურის ბიურო წერილობითი შეკითხვით მიმართავს ადრესატს, აწვდის მას ინფორმაციას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. შესაბამისად, თანამდებობის პირმა გარკვეულ ვადაში უნდა წარმოადგინოს პასუხი, ან ახსნა-განმარტება. თანამდებობის პირების ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხების საფუძველზე ხშირად იკვეთება გარკვეული უმნიშვნელო უზუსტობა, ან მტკიცდება ინფორმაციის სისწორე და შესაბამისად აღნიშნულ პირებს არ ეკისრებათ სანქცია. ამა თუ იმ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შესამოწმებლად ბიუროსთვის განცხადებით მიმართვა შეუძლია ნებისმიერ პირს. სათანადო არგუმენტაციის შემთხვევაში ბიურო ახორციელებს განცხადებაში მითითებული პირის/პირების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას. 2017 წელს განცხადების საფუძველზე შემოწმდა 3 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, ხოლო 2018 წელს კი დასაბუთებული განცხადებების საფუძველზე 128 თანამდებობრივი პირის შემოწმება განხორციელდა, მათ შორის 60 საქართველოს პარლამენტის წევრის. 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაჩნდა არა არსებითი დარღვევის ცნება (კანონში დეტალურად არის ჩამოთვლილი, რომელი დარღვევა ითვლება არაარსებით დარღვევად). დეფინიციამ ბიუროს მისცა იმის საშუალება, რომ აღმოეფხვრა 2017 წლის მონიტორინგის პროცესში არსებული უსამართლობა. აღნიშნულ ცვლილებამდე დეკლარაციაში ასახული თუნდაც 1 ლარის ცდომილებაც კი ითვლებოდა დარღვევად და დეკლარანტი ჯარიმდებოდა. მიუხედავად კანონმდებლობაში განხორციელებული საჭირო და აუცილებელი ცვლილებებისა 2018 წლის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც შემთხვევებში, გარკვეულ ნორმებში კონკრეტიკის შეტანა და, რიგ აუცილებელია. საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას წარედგინება. ბიუროს ანგარიშის მიხედვით 2018 წლის განმავლობაში შემოწმდა სულ 448 დეკლარაცია, საიდანაც ელექტრონული სისტემის მიერ შეირჩა 320 დეკლარაცია, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე 2018 წლის განმავლობაში მონიტორინგი დაიწყო 73 დეკლარაციაზე, გარდა აღნიშნულისა მონიტორინგი გაგრძელდა, ასევე 2017 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე დაწყებულ 55 დეკლარაციის მონიტორინგზე. აღნიშნული წარმოდგენილი იქნა 2017 წლის ბოლოს და ფიზიკურად მათი შემოწმება წლის ბოლომდე ვერ მოესწრო. 2018 წელს შემოწმებული დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია, მათ შორის, არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა 31 დეკლარაციაში და დეკლარანტს მიეცა გაფრთხილება, ხოლო ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში. დადებითად შეფასდა 59 დეკლარაცია, 10 დეკლარაციაზე შეწყდა წარმოება. აღნიშნული შედეგებიდან ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ცამეტმა დეკლარანტმა და ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო დავა. შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დეკლარაციების მიმართულებით დინამიკა დადებითია. 2017 წელს სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა 7 დეკლარაცია, ხოლო 2018 წელს მხოლოდ ერთი. სხდომაზე აღინიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების მიმდინარეობის პროცესთან ბიუროს არანაირი წვდომა არ აქვს და, შესაბამისად, ბიურო არ ფლობს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დეკლარაციების შესწავლისა და განხილვის პროცესთან დაკავშირებით. 2019 წლისათვის დაგეგმილია კომისიის მიერ შერჩეული 297 დეკლარანტისა და სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის გზით შერჩეული 310 დეკლარანტის, (ჯამში 607 დეკლარაცია) შემოწმება. ამ რაოდენობას სავარაუდოდ დაემატება წლის მანძილზე განცხადებების საფუძველზე შერჩეული დეკლარანტების ოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში არაარსებითი დარღვევის დეფინიციამ ბევრი პრობლემური საკითხი გადაჭრა, ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწასთან ერთად ასვე კარგი იქნება, რომ მიენიჭოს ბიუროს უფლებამოსილება, რიგ შემთხვევაში თვითონვე მოახდინოს მსუბუქი გადაცდომებისა, თუ შეცდომების არაარსებით დარღვევებად აღიარება და, შესაბამისად, არ დააჯარიმოს ასეთ დროსაც დეკლარანტი. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, დეკლარაციის ნაცვლად ტერმინ დეკლარანტის გამოყენების აუცილებლობაზე. მომხსენებლის განმარტებით ორივე დეფინიციის გამოყენება სავსებით კორექტულია, თუმცა სასამართლოს მოთხოვნით გამოყენებულ უნდა იქნას ან ერთი ან მეორე ტერმინი. სხდომაზე დეპუტატების მხრიდან გაიცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მოხდეს ჯარიმის დიფერენცირება, კერძოდ ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს არადეკლარირებული თანხის პროცენტით (პირობითად 5-10%) და აღარ იყოს ფიქსირებული თანხა - 1000 ლარი ნებისმიერი დარღვევისათვის. დასასრულს სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მალე ამოქმედდება პარლამენტის ახალი ვებგერდი, სადაც ყველა პარლამენტის წევრის პირადი მონაცემების გრაფას დაემატება თანამდებობის პირთა დეკლარაციებიც, რაც კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და თანამდებობის პირების პირადი ინფორმაციის მარტივად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე