საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იურიდიული დახმარების სამსახურის 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ (N1-3818/19; 28.02.2019) ანგარიშის განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5080/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5080/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში შემოსულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ (№1-3818/19; 28.02.2019). პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ანგარიშს წამყვანი კომიტეტის სახით იხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნის სახით - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის აღნიშნული ანგარიშის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 25 მარტამდე. ვინაიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ვერ ახერხებს ანგარიშის განხილვას ზემოთ დასახელებულ ვადაში, კომიტეტმა ითხოვა ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საკანონმდებლო წინადადებების ვადის გაგრძელება 3 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge