საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი პროექტების (N07-3/294; 27.02.2019) განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5093/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-5093/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში შემოსულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეების მომართვები აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და გამომდინარე კანონპროექტების განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების თაობაზე (07-3/294/9 27-022019). მომართვებში აღნიშნულია, რომ კანონის პროექტებით გათვალისწინებული საკითხების კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, მათი სრულყოფილად დამუშავებისა და დამატებითი კონსულტაციების გამართვისათვის საჭიროა დამატებითი ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, უზრუნველყოთ „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და გამომდინარე კანონპროექტების (07-3/294/9) საკომიტეტო განხილვების ვადის სამი კვირით გაგრძელება. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარი დანელია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5064/19 22-03-2019 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ოთარ დანელიას საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 04 მარტის N238/6 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/294; 27.02.2019). აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 25 მარტამდე. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რაც დამატებით მოითხოვს გარკვეულ დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5082/19 25-03-2019 აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ოთარ დანელიას გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და სხვა გამომდინარე კანონპროექტები (სულ 13 გამომდინარე კანონპროექტი) (07-3/294/9 27-02-2019). საკითხის კომპლექსური დამუშავებისა და დამატებითი ვადა. ხასიათიდან დამატებითი გამომდინარე, კონსულტაციების შესაბამისად, მოგმართავთ მისი სრულყოფილად გამართვისათვის თხოვნით, საჭიროა უზრუნველყოთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის ვადის გაგრძელება სამი კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge