საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის (N1-3942/19; 01.03.2019) განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2/5120/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5120/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N238/26, 04.03.2019 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში (№1-3942/19; 01.03.2019). აღნიშნული საკითხი სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ანგარიშის განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2019 წლის 08 აპრილამდე, ხოლო სავალდებულო კომიტეტისთვის - 2019 წლის 25 მარტამდე. მიმდინარე წლის 25 მარტს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება ორი კვირით, რადგან საჭიროა დამატებითი დრო მის გასაცნობად და პოზიციების შესაჯერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით ანგარიშის განხილვის ვადების ორი კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული