საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-406/19; 15.01.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5154/19
25-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრებს
ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაზი ჯანეზაშვილის
და ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან
(N1-406/19 | 15.01.2019) დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 16 მარტს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
105-ე
მუხლის
შესაბამისად,
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
I.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების არსი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას,
კერძოდ 369 და 3610 მუხლების დამატებას.
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოში
კანდიდატთა
საქართველოს
შერჩევის
უზენაესი
პროცედურების
სასამართლოს
დადგენა
მოსამართლეობის
და
კანდიდატთა
კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად საკონსულტაციო
ჯგუფის შექმნა.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
ვალდებულია,
შექმნას
საკონსულტაციო
მოსამართლეთა
ჯგუფი,
შერჩევის
რომლის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პროცესში
შემადგენლობაშიც
გაერთიანებული
იქნება
7
წევრი.
აღნიშნული
ჯგუფი
დაკომპლექტდება
შემდეგნაირად: საკუთარი შემადგენლობიდან 2 წევრს წარადგენს საქართველოს
უზენაესი სასამართლო, 2-2 წევრი დასახელდება საქართველოს სახალხო დამცველისა
და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ხოლო ერთ წევრს წარმოადგენს
საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა გაერთიანება.
საკონსულტაციო
ჯგუფის
მიერ
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატთა შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ჯგუფის წევრთა სრული
შემადგენლობის უმრავლესობით და საზოგადოებისთვის გასაცნობად გამოქვეყნდება
საბჭოს ვებ-გვერდზე.
საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის
ცალკეული ელემენტების საკანონმდებლო რეგულირებას. კერძოდ, მოსამართლეობის
კანდიდატთა შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ოფიციალური ბეჭვდითი ორგანოს მეშვეობით მხოლოდ კონკრეტული
სპეციალიზაციის
(სისხლის
სამართალი,
სამოქალაქო
სამართალი,
ადმინისტრაციული სამართალი) ფარგლებში.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსში
მონაწილეობა ეკრძალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს, ხოლო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა პარლამენტისათვის წარდგინების
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით.
II.
საკანონმდებლო წინადადების შეფასება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებულია კოლეგიური საკონსულტაციო ორგანოს შექმნა, რომელსაც
მინიჭებული უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს უზენაესი სასამრთლოს
მოსამართლეობის
კანდიდატთა
კვალიფიციურობა
და
კეთილსინდისიერება.
აღნიშნული იმეორებს თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონმდებლობის
საფუძველზე სავალდებულოდ განსახორციელებელ საქმიანობას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია ყველა ის საჭირო რესურსი, რაც საკმარისია
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკონსულტაციო ჯგუფისთვის
დასახული ამოცანების და მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესასრულებლად.
ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილება და რესურსი, რომ თავად შეაფასოს უზენაესი სასამართლოს
წევრობის მსურველი კანდიდატის კეთილსინდისიერება და კვალიფიციურობა,
მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა მიზანშეუწონელია.
საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტისთვის მოსამართლეობის
კანდიდატის წარდგენის შესახებ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად ადგენს მისი
ყველა წევრის მხარდაჭერის აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილ არც ერთ კოლეგიურ
ორგანოში არ გამოიყენება გადაწყვეტილების ერთხმად მიღების წესი, რადგან ის
შეიცავს ფუნქციონირებადი დემოკრატიის პროცედურულ დემოკრატიად გარდაქმნის
რეალურ საფრთხეს, რაც ართულებს საბჭოს მიერ კონსტიტუციით მინიჭებული
უფლებამოსილების განხორციელებას და ქმნის საბჭოს გადაწყვეტილებაუუნარო
კოლეგიურ ორგანოდ ჩამოყალიბების რისკს.
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
ფორმულირება,
რომლის
თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს ეკრძალება უზენაესი
სასამართლოს
წევრის
შერჩევის
კონკურსში
მონაწილეობა.
საკანონმდებლო
წინადადების ავტორთა შეფასებით, ამ აკრძალვამ კანდიდატთა შერჩევის პროცესში
უნდა უზრუნველყოს მიუკერძოებლობა და გამორიცხოს ინტერესთა კონფლიქტი.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ისეთი რეგულაციის შემოღებას,
რომელიც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებული
საჯარო თანამდებობის დაკავების ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მზღუდავი რეგულაცია
უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, რაც
იმას ნიშნავს, რომ არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად
მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა.1 სასამართლო იქვე
მიუთითებს, რომ აღნიშნული საფუძვლით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სხვა მექანიზმი/საშუალება,
რომელსაც აქვს რესურსი, ისევე ეფექტურად უზრუნველყოს საჯარო ინტერესის
დაცვა,
როგორც
სადავო
რეგულაციას.2
საკანონმდებლო
წინადადებით
გათვალისწინებული ცვლილებები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის
აუცილებლობის კომპონენტს. საკანონმდებლო წინადადების ავტორების მიერ
დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია კანონმდებლობაში თანაზომიერების
ტესტთან შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით.
საკანონმდებლო
წინადადებაში
გამოყენებულია
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
ტერმინი
გაერთიანება“.
„არასამეწარმეო
მიზანშეუწონელია
კანონმდებლობაში კერძო პირთა მიერ დაფუძნებული ნებისმიერი გაერთიანების
1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №1/5/826
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 23.
2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №1/5/826
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 23.
მოხსენიება, რადგან მყიფეა ამგვარი გაერთიანებების არსებობის და გრძელვადიანი
საქმიანობის საკმარისი გარანტიები.
საკანონმდებლო წინადადებაში ასევე დაუსაბუთებელია, თუ რა კრიტერიუმების
საფუძველზე უნდა შეარჩიოს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების
გაერთიანებამ“
საკონსულტაციო
საბჭოში
წარსადგენი
კანდიდატი.
ამავდროულად, საკანონმდებლო წინადადება არ ითვალისწინებს „არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანებაში“ კანდიდატთა შერჩევის
დროს თვითნებური გადაწყვეტილების დამზღვევ შესაბამის რეგულირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადება მთლიანობაში
სამართლებრივად არასაკმარისადაა დასაბუთებული და ითვალისწინებს ადამიანის
ძირითადი უფლების ისეთ შეზღუდვას, რომელიც სცილდება კონსტიტუციურობის
ფარგლებს.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილებების
შეტანის
თაობაზე“
და
ზემოაღნიშნული
შენიშვნების გათვალისწინებით ცნო უარყოფილად.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ წარდგენის და საქართველოს პარლამენტში მათი არჩევის დეტალურ
პროცედურებს. საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცალკეული
საკითხები შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს ამ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტზე მუშაობის პროცესში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი