ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ დათმობილი კვოტის „ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკისათვის“ დაბრუნებისა და კომიტეტებში ფრაქციის წევრების წარდგენის შესახებ

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-5180/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-25
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-5180/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კახიანს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ დათმობილი კვოტა უკან დაიბრუნა და დაუთმო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერ ეკონომიკას“. ამასთანავე, ფრაქცია „ქართულმა ოცნება“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში კუთვნილი კვოტით კომიტეტის წევრად წარმოგიდგენთ ბატონ ცოტნე ზურაბიანს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში კუთვნილი კვოტით კომიტეტის წევრად წარმოგიდგენთ ქალბატონ ფატი ხალვაშს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში კუთვნილი კვოტით კომიტეტის წევრად წარმოგიდგენთ ბატონ დავით სონღულაშვილს, ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კუთვნილი კვოტით კომიტეტის წევრად წარმოგიდგენთ ბატონ გიორგი ხატიძეს. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge