საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ (№1-2329/19; 11.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5197/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5197/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2329/19; 11.02.2019) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 25 მარტის სხდომაზე განიხილა მოქალქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის ცვლილება, კერძოდ „უძრავი ნივთის“ განმარტებას დაემატოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები, მეტროპოლიტენი. მიზეზს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ თბილისის მეტროპოლიტენის მოვლა-პატრონობა არ ხორციელდება სათანადო დონეზე. კომიტეტის მოსაზრებით წარმოდგენილი კანონის პროექტი ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემების გადაჭრას, რასაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აყენებს. შესაბამისად მიზანშეწონილია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც განხილული იქნება მეტროპოლიტენთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები და საკითხები, ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო, იმ დათქმით, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ სხდომაზე დაყენებულ პრობლემატურ საკითხებზე კომიტეტი, მუშაობას გააგრძელებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge