საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ბოლოკაძე, გიორგი შალიკაშვილი, გიორგი ლონდარიძე, გიორგი მამასახლისი, ია იქბალ) (№1-5285/19; 19.03.2019) რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5196/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5196/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 25 მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ბოლოკაძის, გიორგი შალიკაშვილის, გიორგი ლონდარიძის, გიორგი მამასახლისისა და ია იქბალის შემადგენლობით) განცხადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტების მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge