საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მესამე წინადადებასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის თაობაზე (N1-2477/19; 12.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5225/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5225/19 25-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 25 მარტს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე (№1-2477/19; 12.02.19). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მისი საქმიანობის ერთერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას სხვადასხვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან. ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან. ამავე პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის აღნიშნულ ნორმებს შორის არსებობს შეუსაბამობა რამდენიმე საკითხში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული 2 წლიანი საქმიანობის გამოცდილების ვალდებულება მიემართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემთხვევაში - კანდიდატის წარმდგენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ „ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმიანობას“, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს განსაზღვრული ორგანული „არანაკლებ ბოლო კანონის 47-ე 2 განმავლობაში წლის მუხლის მე-5 პუნქტით საქმიანობისგან“ განსხვავებული სამართლებრივი დატვირთვა აქვს. ასევე ბუნდოვანია იმ ორწლიანი საქმიანობის გამოცდილების შინაარსი, რომელიც აღნიშნული ნორმების მიხედვით შესაბამის სუბიექტს უნდა ჰქონდეს. უნდა აღინიშნოს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან. ამავე პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილებას ანიჭებს იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის განვავლობაში საქმიანობის ორგანული კანონით განსაზღვრული კონკრეტული გამოცდილება აქვს და ნორმის შინაარსი ნათლად და მკაფიოდ განიმარტება. იდენტური შინაარსისაა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ამდენად, პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული ნორმაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენ სუბიექტს, განსაზღვრავს მისთვის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის) დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნას და ნორმის მიზნიდან გამომდინარე სხვაგვარად ვერ განიმარტება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული ნორმის სხვაგვარ ინტერპრეტაციას ასევე გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პირის არჩევისათვის დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს გათანაბრებული უმაღლესი აკადემიური იურიდიული განათლება ხარისხით/უმაღლესი მაგისტრის განათლების ან მასთან დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. ამ ნორმის შესაბამისად, თუ კონკრეტულ კანდიდატს არ გააჩნია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, იგი ვერ იქნება არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რაც გამორიცხავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ წარმოდგენილი შინაარსით ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ვინაიდან ლოგიკასაა მოკლებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობა ორი წლით განისაზღვრებოდეს, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისთვის დადგენილია სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნულ ნორმებს სამუშაო გამოცდილების შესახებ იდენტური შინაარსი აქვთ და „ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმიანობა“ და „არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმიანობა“ განსხვავებულად ვერ განიმარტება. აღნიშნული ნორმების მიზნებისთვის ამდენად, წარმოდგენილი ინიციატივის მიზანი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კონკრეტული ნორმების გრამატიკული გამართულობის უზრუნველყოფაა. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კონკრეტული მუხლის რედაქციულ ცვლილებას, მისი დაზუსტებისა და გრამატიკული ნორმების შესაბამისად უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. თუმცა, ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, აგრეთვე გამომდინარე იქიდან, რომ ნორმების საფუძველზე ჩამოყალიბებული პრაქტიკა ერთგვაროვანია და ამ ნორმების განსხვავებული შინაარსით ინტერპრეტაცია არ ხდება, საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნული რედაქციული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი