საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/272; 21.01.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5314/19
26-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება პარლამენტის წევრების ეკა
ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/272/9 | 21-01-2019).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 26.03.2019 წელი.
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N233/4
გადაწყვეტილების
შესაბამისად,
კანონპროექტზე სავალდებულო კომიტეტად განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ხოლო განხილვის ვადად მიეთითა 26.02.2019
წელი.
იმ
გარემოების
გათვალისწინებით,
რომ
მომხსენებელი
არ
ცხადდებოდა
სავალდებულო კომიტეტის სხდომაზე, ბიუროს N237/12 გადაწყვეტილებით განხილვის ვადა
გაგრძელდა ორი კვირით. მიუხედავად აღნიშნულისა, მომხსენებელი კვლავ არ გამოცხადდა
სავალდებულო კომიტეტის სხდომაზე, რის გამოც აღნიშნულმა კომიტეტმა ბიუროს N24332/19 წერილით აცნობა, რომ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო საკითხის განხილვა იმავე
მიზეზით - კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების გამოუცხადებლობის გამო.
ინიიცირებული კანონპროექტი შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულებას, სადაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდა მისი
ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან შეუთავსებლობის გამო.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის პოზიცია მნიშვნელოვანია კანონპროექტის წამყვან კომიტეტზე
პირველი მოსმენით დამუშავებისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებითი კონსულტაციების გავლისა და საკითხის
სრულყოფილად
დამუშავების
აუცილებლობიდან
გამომდინარე
კანონპროექტის განხილვის ვადის ოცდაათი დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მოგმართავთ