„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის ,,ე8’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის,
დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის,
საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის,
საქართველოში
საზღვარგარეთის
სახელმწიფოს
საპატიო
კონსულისათვის
ან
დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე
პერსონალისათვის განკუთვნილი:’’.
2. მე-6 მუხლის ,,ზ4’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის,
დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის,
საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის,
საქართველოში
საზღვარგარეთის
სახელმწიფოს
საპატიო
კონსულისათვის
ან
დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე
პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი (დღგ-ის გარეშე);’’.
მუხლი 2.
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისათვის
აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-30 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოში საზღვარგარეთის
სახელმწიფოს საპატიო კონსულისათვის საერთაშორისო სამართლით მინიჭებული
პრივილეგიებისა და ამ ინსტიტუტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი
ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემის შესაძლებლობის
აუცილებლობით.
კანონპროექტის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობაში შემოღებულ იქნას
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულის ავტომობილისათვის
დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემის შესაძლებლობა და დადგინდეს შესაბამისი
საფასური.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, არ არის გათვალისწინებული
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისათვის, „საკონსულო
ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით, საერთაშორისო
სამართლის
საყოველთაოდ
აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით
მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტი.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დადგინდება საქართველოში საზღვარგარეთის
სახელმწიფოს საპატიო კონსულზე გასაცემი დიპლომატიური სანომრე ნიშნების საფასური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საქართველოში საზღვარგარეთის
სახელმწიფოს საპატიო კონსულისათვის, „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963
წლის
24
აპრილის
კონვენციით,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით, საერთაშორისო
სამართლის
საყოველთაოდ
აღიარებული
პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით მინიჭებული
პრივილეგიებისა და იმუნიტეტის საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვაში.
ასევე, პროექტის თანახმად დაკორექტირდა მე-6 მუხლის ,,ე8’’ და ,,ზ4’’ ქვეპუნქტები და
ტერმინი ,,ელჩი’’ ამოღებულ იქნა, ვინაიდან ელჩი ისედაც წარმოადგენს დიპლომატიური
წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
გარდამავალი რეგულაცია მოითხოვს გარკვეულ ვადას. აქედან გამომდინარე
კანონპროექტი შედის ძალაში 30-ე დღეს. კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას, ვინაიდან დიპლომატიური სანომრე ნიშნის საფასურს
გადაიხდის თავად საპატიო კონსული, ხოლო შესაბამისი მომსახურების გაწევა შსს
მომსახურების სააგენტოს მიერ დღესაც ხორციელდება თავისი უფლებამოსილების და
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სსიპ-მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საპატიო კონსულები დღეს სარგებლობენ
ჩვეულებრივი სანომრე ნიშნებით, რომელთა საფასური მოტოციკლის შემთხვევაში
მერყეობს 25 ლარიდან 300 ლარამდე, ხოლო ავტომობილის/მისაბმელის შემთხვევაში 35 ლარიდან - 1 000 ლარამდე, ასევე შესაძლებელია 10 000 ლარიანი სანომრე ნიშნის
აღებაც,
ხოლო
ცვლილების
შემდეგ
საპატიო
კონსულებისთვის
გასაცემი
დიპლომატიური სანომრე ნიშნის ღირებულება იქნება მოტოციკლის შემთხვევაში 40
ლარი, ხოლო ხოლო ავტომობილის/მისაბმელის შემთხვევაში - 80 ლარი.ვინაიდან სსიპ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, რომლის
ანგარიშზეც ირიცხება საფასური წარმოადგენს მოგების გადასახადის გადამხდელს,
ასევე გაწეული მომსახურება იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით
(დღგ), შესაბამისად აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა ირიბად გავლენა იქონიოს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის ამოქმედების წელსა
და
შემდგომ
სამ
წელიწადში
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
მიმართვიანობის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე,
ვინაიდან
ზემოაღნიშნული
მომსახურების
გაწევა,
შესაბამისი
ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების სახით, დღესაც
ხორციელდება სააგენტოს მიერ თავისი უფლებამოსილების და ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი
საპატიო
კონსულისთვის
დიპლომატიური
სანომრე
ნიშნის
გაცემისთვის ადგენს საფასურს, კერძოდ 80 ლარს ავტომობილის და მისაბმელის
შემთხვევაში, ხოლო 40 ლარს მოტოციკლის შემთხვევაში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი ადგენს საპატიო კონსულისთვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის
გაცემის საფასურს, კერძოდ 80 ლარს ავტომობილის და მისაბმელის შემთხვევაში,
ხოლო 40 ლარს მოტოციკლის შემთხვევაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
არსებობის
შემთხვევაში,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
მიიღო
კანონპროექტის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია