„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N 3875-რს, 06/12/2018) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1.
მე-40 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების
დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, შეკითხვებით მიმართონ
მომხსენებელს
შემდეგი
თანმიმდევრობით:
მოწვევის
ინიციატორი,
უმცირესობა,
უმრავლესობა, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციები და
პარლამენტის
დამოუკიდებელი
წევრები.
კითხვა-პასუხისათვის
უმცირესობასა
და
უმრავლესობას ეძლევათ 45-45 წუთი, მომწვევ ფრაქციას - 20 წუთი, თითოეულ ფრაქციას,
რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში – 15 წუთი, ხოლო
პარლამენტის თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი. ამასთან, თუ მომწვევი ფრაქცია
შედის უმრავლესობაში ან უმცირესობაში, მას აღარ მიეცემა ცალკე განკუთვნილი დრო და
სარგებლობს
მხოლოდ
უმცირესობისთვის/უმრავლესობისთვის
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული დროით.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 პუნქტი:
„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ფორმატს ირჩევენ
იმავე პუნქტში აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტები მათთვის განსაზღვრული დროის
ფარგლებში. მათ აქვთ უფლება:
ა) სიტყვით გამოვიდნენ და ადრესატს მიმართონ კონკრეტული შეკითხვებით, რის
შემდეგაც ერთიანად მიიღონ პასუხები, ან/და
ბ) ადრესატისთვის შეკითხვებით მიმართვის პროცედურა წარმართონ კითხვა-პასუხის
რეჟიმით. შესაძლებელია, კითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად განსაზღვრონ დრო, 22 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წამისა.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-72 პუნქტი:
„72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების
შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ პირს, უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს,
უმცირესობას, უმრავლესობას და მოწვევის ინიციატორს, შესაბამისი თანმიმდევრობის
დაცვით. დასკვნითი გამოსვლისთვის
ეძლევათ
30-30
წუთი,
მომწვევ
საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას
ფრაქციას
და
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ პირს - 15-15 წუთი, ხოლო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ
დარჩენილ თითოეულ ფრაქციას - 10 წუთი.
2.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. შიდა მივლინება
შიდა მივლინების საკითხს
უმრავლესობა/უმცირესობის წევრებისთვის წყვეტს
უმცირესობის/უმრავლესობის ლიდერი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ
დარჩენილი თითოეული ფრაქციის წევრებისთვის - შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე,
ხოლო პარლამენტის დამოუკიდებელი წევრებისთვის კი პარლამენტის თავმჯდომარე.“
3.
96-ე მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი:
„11. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ტარდება 18:00 საათის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით
კენჭისყრა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა დროს.
4.
149-ე მუხლის
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადრესატისთვის შეკითხვებით მიმართვის
უფლება აქვს შეკითხვის ავტორს, უმრავლესობას, უმცირესობას, უმცირესობისა და
უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს,
შესაბამისი
თანმიმდევრობით.
შეკითხვებით
მიმართვისთვის
უმცირესობასა
და
უმრავლესობას ეძლევათ 45-45 წუთი, შეკითხვის ავტორს 20 წუთი, უმცირესობისა და
უმრავლესობის გარეთ დარჩენილ თითოეულ ფრაქციას - 15 წუთი, ხოლო თითოეულ
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი. ამასთან, თუ შეკითხვის ავტორი შედის
უმრავლესობაში ან უმცირესობაში, იგი სარგებლობს უმცირესობისთვის/უმრავლესობისთვის
ამ პუნქტით გათვალისწინებული დროით.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 პუნქტი:
„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ფორმატს ირჩევენ
იმავე პუნქტში აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტები მათთვის განსაზღვრული დროის
ფარგლებში. მათ აქვთ უფლება:
ა) სიტყვით გამოვიდნენ და ადრესატს მიმართონ კონკრეტული შეკითხვებით, რის
შემდეგაც ერთიანად მიიღონ პასუხები, ან/და
ბ) ადრესატისთვის შეკითხვებით მიმართვის პროცედურა წარმართონ კითხვა-პასუხის
რეჟიმით. შესაძლებელია, კითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად განსაზღვრონ დრო, 22 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წამისა.
დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს
ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 5
წუთისა.“
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების
შემდეგ ცხადდება შესვენება 1 საათით. შესვენების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი
წესით: უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევათ 45-45 წუთი, თითოეულ ფრაქციას,
რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, – 15 წუთი, ხოლო
თითოეულ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი.
გამოდიან
დამოუკიდებელი
პარლამენტის
წევრები,
თავდაპირველად სიტყვით
შემდეგ
–
იმ
ფრაქციების
წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში,
შემდეგ – უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით.
სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის
გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 10 წუთი
დასკვნითი გამოსვლისთვის.“
5.
150-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების
განხილვა გრძელდება შემდეგი წესით: უმრავლესობასა და უმცირესობას შეკითხვებით
მიმართვისთვის ეძლევათ 60-60 წუთი,
თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, – 20 წუთი, ხოლო თითოეულ
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან
საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით,
შემდეგ იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული
უმრავლესობაში ან უმცირესობაში და ბოლოს დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ფორმატს ირჩევენ
იმავე პუნქტში აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტები მათთვის განსაზღვრული დროის
ფარგლებში. მათ აქვთ უფლება:
ა) სიტყვით გამოვიდნენ და ადრესატს მიმართონ კონკრეტული შეკითხვებით, რის
შემდეგაც ერთიანად მიიღონ პასუხები, ან/და
ბ) ადრესატისთვის შეკითხვებით მიმართვის პროცედურა წარმართონ კითხვა-პასუხის
რეჟიმით. შესაძლებელია, კითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად განსაზღვრონ დრო, 22 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წამისა.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განხილვის დასრულების შემდეგ
დასკვნითი გამოსვლის უფლება აქვთ: პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს, უმცირესობისა
და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
შესაბამისი
თანმიმდევრობით.
დასკვნითი
გამოსვლისთვის პარლამენტის თითოეულ დამოუკიდებელ წევრს ეძლევა 5 წუთი,
უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს და საქართველოს პრემიერმინისტრს ეძლევათ 10-10 წუთი, ხოლო უმცირესობასა და უმრავლესობას 30-30 წუთი.“
„5. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.“
6.
151-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება ამ რეგლამენტის 150-ე
მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტების შესაბამისად.“
7.
153-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მინისტრის საათი იწყება საქართველოს მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით,
რისთვისაც მას ეძლევა 15 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 წუთით.“
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოხსენება განიხილება ამ რეგლამენტის 150-ე
მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტების შესაბამისად."
8.
224-ე მუხლის
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის დაუკავდება ხელფასის
10%“.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-131 პუნქტი:
„131. ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
პარლამენტის წევრს არ დაეკისრება 541 მუხლით გათვალისწინებული შიდა მივლინების
შემთხვევაში და პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ
პლენარული სხდომის კენჭისყრის ჩატარების 96-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი დროის
შეცვლის შემთხვევაში. ხოლო მორიგ სესიაზე ან საკომიტეტო/პლენარულ სხდომებზე
გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი პარლამენტის წევრს შესაბამისი პასუხისმგებლობა
დაეკისრება მხოლოდ კვორუმის არარსებობის შემთხვევაში.“
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით არ
არსებობს ზუსტი და ნათელი ჩანაწერი საპარლამენტო სუბიექტების უფლებების შესახებ
მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრების მიერ მოწვეული პირი წარსდგება პარლამენტის
წინაშე ან მთავრობის წარმომადგენლები წარადგენენ თავიანთ ყოველწლიურ სამოქმედო
გეგმასა თუ ანგარიშს. აღნიშნული კი საპარლამენტო პროცედურების სწორად და ეფექტურად
წარმართვას ხელს უშლის. ამასთან, რიგ შემთხვევებში პარლამენტში მოწვეული პირის
მიმართ შეკითხვების დასასმელად საპარლამენტო სუბიექტებს აქვთ საჭიროზე ბევრად მეტი
დრო, რაც ხელს უშლის კონკრეტულ განსახილველ საკითხზე ფოკუსირებას და სხდომის
ეფექტურად წარმართვას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო სუბიექტებმა თავად განსაზღვრონ
მოწვეული პირის მიმართ შეკითხვების დასმის სტილი. პარლამენტის წევრისთვის უნდა
არსებობდეს მოქნილი პროცედურა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას ლიმიტირებულ
დროში ადრესატისგან მიიღოს მაქსიმალურად ყველა კითხვაზე პასუხი. აქედან გამომდინარე,
პარლამენტის წევრის დისკრეციას უნდა წარმოადგენდეს თუ რა ფორმით დაუსვას კითხვები
მოწვეულ პირს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პარლამენტის წევრის მივლინების
საკითხი გადაწყვიტოს მისი პოლიტიკური ძალის ლიდერმა და არა პარლამენტის
თავმჯდომარემ, რომელიც პარლამენტის გარკვეული წევრებისთვის წარმოადგენს სხვა
პოლიტიკურ ძალას. დეპუტატი პარლამენტში წარმოადგენს კონკრეტულ პოლიტიკურ
ორგანიზაციას და შესაბამისად მისი საპარლამენტო საქმიანობაც ემსახურება თავისი
პოლიტიკური მიზნების მიღწევასა და ელექტორატის დაკვეთის შესრულებას. ამისთვის კი
აუცილებელია
საქართველოს
მოლაპარაკებები
სხვადასხვა
ტერიტორიაზე
ინტერესთა
შეხვდეს
ჯგუფებს
მოსახლეობას,
შორის,
აწარმოოს
მონაწილეობა
მიიღოს
საერთაშორისო/ეროვნულ პოლიტიკურ ღონისძიებებში და ა.შ. აღნიშნული გარემოებები,
თავისმხრივ, წარმოადგენს საპარლამენტო საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და მისი
შეფერხება
საქმიანობას.
ან
განუხორციელებლობა
ზიანს
მიაყენებს
დეპუტატების
პოლიტიკურ
ასევე, პარლამენტის წევრს არ უნდა დაეკისროს სანქცია მაშინ, როდესაც მისმა
გამოუცხადებლობამ არ შეაფერხა საპარლამენტო საქმიანობა. შესაბამისად, სხდომებზე
გამოუცხადებლობის დროს, მხოლოდ კვორუმის არარსებობის შემთხვევაშია მიზანშეწონილი
და გამართლებული პარლამენტის წევრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ხოლო მაშინ,
როდესაც თვითონ პარლამენტი ცვლის პლენარული სხდომის კენჭისყრის დროს ან ატარებს
რიგგარეშე სესიას, პარლამენტის წევრის გამოუცხადებლობამ არ უნდა გამოიწვიოს მისი
დაჯარიმება, რადგან ასეთ გამონაკლის შემთხვევებში პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი
მოვალეობის შემსრულებელი ცვლის დღის წესრიგს და პარლამენტის წევრს ეხსნება
პასუხისმგებლობა. ამასთან, შიდა მივლინება ითვლება გამოუცხადებლობის საპატიო
მიზეზად, რადგან დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობისთვის არსებითი მნიშვნელობის
მატარებელია და არსებულმა სანქციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი პოლიტიკური საქმიანობა
პარლამენტის გარეთ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების
აუცილებლობა:
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილი
პროცედურების
შესაცვლელად აუცილებელია ამ პროექტის მიღება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა იქნება
ორგანიზებული, შინაარსიანი და ეფექტური. ამ პროექტით შემუშავებულია მოქნილი სისტემა,
რომელიც ყველა საპარლამენტო სუბიექტს მისცემს შესაძლებლობას ლიმიტირებულ დროში
დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები კონკრეტულ განსახილველ საკითხზე. ამასთან,
პარლამენტის წევრებს შეეძლებათ მოწვეულ პირს კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმართონ, რაც
მათ მისცემს შესაძლებლობას ლიმიტირებულ დროში ადრესატისგან მიიღონ საჭირო
ინფორმაცია. გარდა ამისა, პარლამენტის წევრებს სანქცია აღარ დაეკისრებათ რიგგარეშე
სესიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ხოლო მორიგ სესიაზე ან პლენარულ/საკომიტეტო
სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი სანქცია დაეკისრებათ მხოლოდ კვორუმის
არარსებობის დროს.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის რედაქცია იცვლება და ემატება მე-71 და მე72 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც მოწვეული პირის მიმართ შეკითხვებით მიმართვის
პროცედურისთვის საპარლამენტო სუბიექტებს აქვთ ლიმიტირებული დრო. შეკითხვების
მიმართვისთვის საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას ეძლევათ 30-30 წუთი,
მომწვევ ფრაქციას 20 წუთი, თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული
უმრავლესობაში ან უმცირესობაში – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის თითოეულ
დამოუკიდებელ
წევრს – 5 წუთი. ამასთანავე, გაწერილია საპარლამენტო სუბიექტების
თანმიმდევრობა კითხვების დასმის დროს და უზრუნველყოფილია მოწვევის ინიციატორის
უპირატესობა. გარდა ამისა, საპარლამენტო სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა თვითონ
განსაზღვრონ მოწვეული პირის მიმართ შეკითხვების დასმის ფორმატი. მათ შეეძლებათ
მათთვის განკუთვნილი დროის ფარგლებში გამოვიდნენ სიტყვით, რაზე დაყრდნობითაც
კონკრეტული შეკითხვით მიმართავენ მოწვეულ პირს, ან/და კითხვა/პასუხის რეჟიმით
წარმართავენ აღნიშნულ პროცედურას, რა დროსაც შეკითხვის დასასმელად და პასუხის
გასაცემად განსაზღვრულია 2-2 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წამისა.
შეკითხვებით მიმართვის პროცედურის დასრულების შემდეგ კი ყველა საპარლამენტო
სუბიექტისთვის განსაზღვრულია ლიმიტირებული დრო და თანმიმდევრობა, რისი დაცვითაც
მოხდება დასკვნითი გამოსვლების წარმართვა.
რეგლამენტს ემატება 541 მუხლი, რომელიც შიდა მივლინების საკითხს არეგულირებს.
ცვლილების მიხედვით შიდა მივლინების საკითხს წყვეტს უმცირესობა/უმრავლესობის
წევრებისთვის უმცირესობის/უმრავლესობის ლიდერი, უმრავლესობისა და უმცირესობის
გარეთ
დარჩენილი
ფრაქციების
წევრებისთვის
-
ფრაქციის
თავმჯდომარე,
ხოლო
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრებისთვის კი პარლამენტის თავმჯდომარე.“
96-ე მუხლის 1-ელი პუნქტს ემატება 11 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც პლენარული
სხდომის კენჭისყრა უნდა ჩატარდეს 18:00სთ-ის შემდეგ. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის
ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ შესაძლოა ჩატარდეს სხვა დროს.
149-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების რედაქცია იცვლება და ემატება მე-81
პუნქტი, რომელთა მიხედვითაც ინტერპელაციის დროს მოწვეული პირის მიმართ
შეკითხვებით მიმართვის პროცედურა რეგულირდება. ამ შემთხვევაშიც საპარლამენტო
სუბიექტების თანმიმდევრობაა გაწერილი, სადაც შეკითხვის ავტორს აქვს უპირატესობა.
ამასთანავე, განსაზღვრულია თითოეული საპარლამენტო სუბიექტისთვის ლიმიტირებული
დრო. შეკითხვებით მიმართვისთვის უმცირესობასა და უმრავლესობას ეძლევათ 30-30 წუთი,
შეკითხვის ავტორს 20 წუთი, უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ თითოეულ
ფრაქციას - 15 წუთი, ხოლო თითოეულ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი.
ამასთან, თუ შეკითხვის ავტორი შედის უმრავლესობაში ან უმცირესობაში, იგი სარგებლობს
უმცირესობისთვის/უმრავლესობისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული დროით. ამ
შემთხვევაშიც საპარლამენტო სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა თვითონ განსაზღვრონ
მოწვეული პირის მიმართ შეკითხვების დასმის ფორმატი. მათ შეეძლებათ მათთვის
განკუთვნილი დროის ფარგლებში გამოვიდნენ სიტყვით, რაზე დაყრდნობითაც კონკრეტული
შეკითხვით მიმართავენ მოწვეულ პირს, ან/და კითხვა/პასუხის რეჟიმით წარმართავენ
აღნიშნულ პროცედურას, რა დროსაც შეკითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად
განსაზღვრულია 2-2 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წამისა.
შეკითხვებით მიმართვის პროცედურის დასრულების შემდეგ დასრულების შემდეგ
იმართება დებატები ასეთი წესით: უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევათ 20-20 წუთი,
თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში,
– 15 წუთი, ხოლო თითოეულ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი.
თავდაპირველად სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, შემდეგ – იმ
ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან
უმცირესობაში,
შემდეგ
–
უმცირესობისა
და
უმრავლესობის
წარმომადგენლები
ამ
თანამიმდევრობით. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია.
გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
დებატების შემდეგ
ადრესატს ეძლევა 10 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
150-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია იცვლება და ემატება მე-31, მე-4 და მე-5
პუნქტები. ცვლილებების მიხედვით პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვის წესი
იცვლება.
პრემიერ-მინისტრის
მოხსენების
უმრავლესობასა და უმცირესობას
განხილვა
წარიმართება
შემდეგი
წესით:
შეკითხვებით მიმართვისთვის ეძლევათ 60-60 წუთი,
თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში,
– 20 წუთი, ხოლო თითოეულ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი. თავდაპირველად
სიტყვით გამოდიან საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ
თანამიმდევრობით, შემდეგ იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან
გაერთიანებული
უმრავლესობაში
ან
უმცირესობაში
და
ბოლოს
დამოუკიდებელი
პარლამენტის წევრები.
პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვებით მიმართვის პროცედურის ფორმატის არჩევა
შეეძლებათ თვითონ საპარლამენტო სუბიექტებს. მათ შეეძლებათ მათთვის განკუთვნილი
დროის ფარგლებში გამოვიდნენ სიტყვით, რაზე დაყრდნობითაც კონკრეტული შეკითხვით
მიმართავენ მოწვეულ პირს, ან/და კითხვა/პასუხის რეჟიმით წარმართავენ აღნიშნულ
პროცედურას, რა დროსაც შეკითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად განსაზღვრულია 22 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წამისა. ამ პროცედურის
დასრულების შემდეგ კი დასკვნითი გამოსვლის უფლება აქვს პარლამენტის დამოუკიდებელ
წევრებს, უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს, უმცირესობას,
უმრავლესობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შესაბამისი თანმიმდევრობით. დასკვნითი
გამოსვლისთვის პარლამენტის თითოეულ დამოუკიდებელ წევრს ეძლევა 5 წუთი,
უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს და საქართველოს პრემიერმინისტრს ეძლევათ 10-10 წუთი, ხოლო უმცირესობასა და უმრავლესობას 15-15 წუთი.
რეგლამენტის 151-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია იცვლება, რომლის მიხედვითაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენის განხილვის პროცედურა
რეგულირდება პროექტით გათვალისწინებული 150-ე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით
დადგენილი წესით.
რეგლამენტის 153-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების რედაქცია ითვლება და
საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებისთვის განკუთვნილი დრო მცირდება. ასევე,
აღნიშნული მოხსენება განიხილება პროექტით გათვალისწინებული 150-ე მუხლის მე-3-მე-5
პუნქტების შესაბამისად.
რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-12 პუნქტის რედაქცია იცვლება და ემატება მე-131
პუნქტი. ცვლილებების მიხედვით პარლამენტის წევრს არ დაეკისრება სანქცია რიგგარეშე
სესიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შიდა მივლინების დროს და ასევე, პარლამენტის
თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ პლენარული სხდომის კენჭისყრის
ჩატარების 96-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი დროის შეცვლის შემთხვევაში. ხოლო მორიგ
სესიაზე ან საკომიტეტო/პლენარულ სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი
პარლამენტის
წევრს შესაბამისი
პასუხისმგებლობა
დაეკისრება
მხოლოდ
კვორუმის
არარსებობის შემთხვევაში.
ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი
არ ვრცელდება.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
პროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის
პროექტის
ინიციატორები
ითხოვენ
მის
ძალაში
შესვლას
გამოქვეყნებისთანავე, რადგან აღნიშნული პროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსური
სახსრების მოძიებასთან. მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება არ შეაფერხებს საპარლამენტო
საქმიანობას, რადგან იცვლება მხოლოდ პარლამენტში მოწვეული პირის მიმართ შეკითხვების
დასმის პროცედურა და ასევე შიდა მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირები.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის პროექტის ინიციატორები ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტით იცვლება ის პროცედურები,
რომლებიც დღევანდელ საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრავს. ასეთი პროცედურებია
მოწვეული
პირის
მიმართ
შეკითხვებით
მიმართვის
პროცედურა,
ინტერპელაციის
წარმართვის პროცედურა, პარლამენტარისთვის სანქციის დაკისრების წესი და ა.შ. რადგან
საპარლამენტო საქმიანობა ახლა აქტიურ ფაზაშია, მნიშვნელოვანია, რომ დროულად
ამოქმედდეს პროექტით განსაზღვრული ცვლილებები და უკვე ამ შეცვლილი პროცედურებით
გაგრძელდეს პარლამენტის წევრების საქმიანობა.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
რეგლამენტის პროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ადმინისტრაციული ხარჯები, რაც
დაკავშირებულია მოწვეული პირის მიმართ შეკითხვებით მიმართვისას საპარლამენტო
სუბიექტებისთვის განკუთვნილ დროზე. გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს გავლენა
ექნება პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. დაფინანსების წყარო იქნება მიმდინარე
და საშუალოვადიან პერიოდში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
რეგლამენტის პროექტი გავლენას ახდენს პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რადგან შესაძლოა გამოიწვიოს პარლამენტის ადმინისტრაციული ხარჯის ზრდა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
რეგლამენტის პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
რეგლამენტის პროექტი პარლამენტის წევრებს უხსნის სანქციას რიგგარეშე სესიაზე
გამოუცხადებლობის შემთხვევაში და ასევე სხდომებზე კვორუმის არარსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად, პროექტით პარლამენტის წევრების ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება.
ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი სანქციების ჩარიცხვა აღარ მოხდება პარლამენტის
რეგლამენტის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ ფონდში.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
ფრაქცია „ევროპული საქართველო“
ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
ფრაქცია „ევროპული საქართველო“
ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“