საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიშთან (N22590; 27.12.2018) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-5388/19
27-03-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა „ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
საქმიანობის წლიური ანგარიში“ (N22590/9, 27.12.2018) საკომიტეტო განხილვის
ფორმატში. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს დელეგაციის
მიერ ჩატარებული შეხვედრების თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან, ვენეციის კომისიის მდივანთან და ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებათა კომისართან. აგრეთვე, მოწოდებული იქნა ინფორმაცია დელეგაციის
წევრების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებში,
დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის თაობაზე, დელეგაციის წევრთა
აქტივობის თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღების
პროცესში. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დელეგაციის მიერ ჩატარებულ
კულტურულ-ინფორმაციული ღონისძიების შესახებ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიშს“.
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge