„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) მე-2 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დამსაქმებელი – პირი, პირთა გაერთიანება ან საჯარო დაწესებულება,
რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს;“;
ბ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“
თანახმად, დასაქმებულად ითვლება;“;
გ) „ვ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ა1“ ქვეპუნქტი:
„ვ.ა1) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობის/ურთიერთობების
ფარგლებში, რომელიც/რომლებიც სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით ან
საქართველოს და სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობებით წესრიგდება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის ძირითადი ნაწილი. აღნიშნული კანონის პრაქტიკაში რეალიზება
(აღსრულება) კი დამოკიდებულია უპირველესყოვლისა იმაზე, რომ პირები,
რომლებზედაც იგი ვრცელდება, შრომითი ურთიერთობის მხარეები (დამსაქმებელი
და დასაქმებული) უნდა იყვნენ. პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს,
როდესაც ორ ან მეტ პირს შორის ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობა
მიმდინარეობს, მაგრამ მათ შორის დადებულ წერილობით ხელშეკრულებაში ეს
ურთიერთობა სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობად არის წარმოჩენილი, ან,
მეტიც, პირებს შორის საერთოდ არ არის დადებული წერილობითი ხელშეკრულება ან
დადებულია ბუნდოვანი შინაარსის მქონე ან/და თვალთმაქცური წერილობითი ან
ზეპირი გარიგება, თუმცა ისინი ფაქტობრივად და რეალურად შრომითი
ურთიერთობის მხარეებად გვევლინებიან. ეს კი ართულებს ან ხშირად შეუძლებელსაც
კი ხდის იმ უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას,
რომლებიც შრომითი ურთიერთობის მხარეებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის
მომენტიდანვე უნდა მიენიჭოთ და დაეკისროთ საქართველოს ნორმატიული აქტების
შესაბამისად. ასეთ უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება სწორედ „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების დიდი
ნაწილიც, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში „შრომითი
ურთიერთობის“, „დამსაქმებლის“, „დასაქმებულისა“ და „შრომითი ხელშეკრულების“
ცნებების ბუნდოვანებისა და არასრულობის გამო მნიშვნელოვნად ბრკოლდება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულფასოვანი აღსრულება.
ეს პრობლემა კი მოსაგვარებელია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია „შრომითი ურთიერთობის“,
„დამსაქმებლის“, „დასაქმებულისა“ და „შრომითი ხელშეკრულების“ ცნებების
საკანონმდებლო დონეზე მკვეთრი ცხადყოფა და მათი შინაარსის ზედმიწევნით
ნათელი განმარტება, რაც საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის
კოდექსი“ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი
ცვლილებების შეტანის გარეშე ვერ მიიღწევა.
1
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი ამ კანონპროექტისა
და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში
შესაძლებელი გახდება და გამარტივდება, ერთი მხრივ, პრაქტიკაში წარმოშობილი
ნებისმიერი შრომითი ურთიერთობისა და მისი მხარეების (დამსაქმებლის,
დასაქმებულის) იდენტიფიცირება და, მეორე მხრივ, იმ უფლებებისა და
მოვალეობების, მათ შორის, დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული
უფლება-მოვალეობების, გამოვლენა, რომლებიც აღნიშნულ შრომით ურთიერთობათა
მხარეებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მომენტიდანვე უნდა მიენიჭოთ და
დაეკისროთ საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „დასაქმებულის“ დეფინიციაში
და საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს შრომის კოდექსი“ მითითებით
ზუსტდება, თუ ვინ მოიაზრება „დასაქმებულად“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
კანონის მიზნებისათვის. ზუსტდება აგრეთვე იმავე მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „დამსაქმებლის“ განმარტება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას მიღებიდან შეძლებისდაგვარად
მცირე დროში − გამოქვეყნებისთანავე. ეს აუცილებელია, რადგან ის პრობლემა,
რომელზედაც ამ განმარტებით ბარათშია საუბარი, საჩქაროდ გადაჭრას საჭიროებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
2
2019 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის ძირითადი ნაწილი. აღნიშნული კანონის პრაქტიკაში რეალიზება
(აღსრულება) კი დამოკიდებულია უპირველესყოვლისა იმაზე, რომ პირები,
რომლებზედაც იგი ვრცელდება, შრომითი ურთიერთობის მხარეები (დამსაქმებელი
და დასაქმებული) უნდა იყვნენ. პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს,
როდესაც ორ ან მეტ პირს შორის ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობა
მიმდინარეობს, მაგრამ მათ შორის დადებულ წერილობით ხელშეკრულებაში ეს
ურთიერთობა სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობად არის წარმოჩენილი, ან,
მეტიც, პირებს შორის საერთოდ არ არის დადებული წერილობითი ხელშეკრულება ან
დადებულია ბუნდოვანი შინაარსის მქონე ან/და თვალთმაქცური წერილობითი ან
ზეპირი გარიგება, თუმცა ისინი ფაქტობრივად და რეალურად შრომითი
ურთიერთობის მხარეებად გვევლინებიან. ეს კი ართულებს ან ხშირად შეუძლებელსაც
კი ხდის იმ უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას,
რომლებიც შრომითი ურთიერთობის მხარეებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის
მომენტიდანვე უნდა მიენიჭოთ და დაეკისროთ საქართველოს ნორმატიული აქტების
შესაბამისად. ასეთ უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება სწორედ „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების დიდი
ნაწილიც, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში „შრომითი
ურთიერთობის“, „დამსაქმებლის“, „დასაქმებულისა“ და „შრომითი ხელშეკრულების“
ცნებების ბუნდოვანებისა და არასრულობის გამო მნიშვნელოვნად ბრკოლდება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულფასოვანი აღსრულება.
ეს პრობლემა კი სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი, რადგან, როგორც აღინიშნა,
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედდა და,
ამდენად, პრობლემის აღმოფხვრის საჭიროება ყოველ დღე უფროდაუფრო საჩქარო
ხდება. შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნაც
ამით არის გამოწვეული და ამ საკითხს უკავშირდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილის
შრომით ურთიერთობებსა და, შესაბამისად, მათ ხარჯებზე, რომლებიც საჯარო
დაწესებულებები და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულები არ არიან. ხსენებულ
ხარჯებს აღნიშნული დამსაქმებლები და დასაქმებულები თავიანთი შემოსავლებიდან
საჭიროებისამებრ გაიღებენ.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელმწიფო თანადაფინანსების კუთხით. ეს ხარჯები
გაიზრდება, მათი დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტია.
3
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელმწიფო თანადაფინანსების კუთხით, კერძოდ,
ხარჯები გაიზრდება; ამ ხარჯების ოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად
გაიზრდება დაგროვებითი საპენსიო შენატანების გადამხდელთა რიცხვი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილის
შრომით ურთიერთობებსა და, შესაბამისად, მათ ფინანსურ შედეგებზე, რომლებიც
საჯარო დაწესებულებები და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულები არ არიან.
ყოველი ასეთი გავლენის ბუნება და მიმართულება კი ინდივიდუალურად არის
დამოკიდებული და გამომდინარეობს თითოეული შრომითი ურთიერთობის
ფინანსურ-ვალდებულებითი ბუნებიდან და ხასიათიდან და, შესაბამისად,
ზემოაღნიშნული ფინანსური შედეგების ოდენობაც ამ შრომით ურთიერთობებში
შემავალი ფინანსური ვალდებულებების ხასიათსა და ოდენობებზეა დამოკიდებული.
ზემოხსენებულ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს გარკვეულ შემთხვევებში
დაეკისრებათ საპენსიო შენატანის გადახდის მოვალეობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
4
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი) შესაბამის ბიუჯეტში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი
სამართლებრივი აქტიდან).
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოლიდარობის ქსელიმშრომელთა ცენტრი.
5
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს (საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი კონკრეტულად
ეს კანონპროექტი სხვა ქვეყნების გამოცდილებას არ ეყრდნობა).
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, რუსლან პოღოსიანი,
სამველ მანუკიანი, აკაკი ზოიძე, ოთარ დანელია, გიორგი თოთლაძე, ოთარ
ჩრდილელი, ზაზა ხუციშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი
ცქიტიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა კობალაძე, კახაბერ
კუჭავა, მირიან წიკლაური, ლევან ბეჟანიძე, გივი ჭიჭინაძე, გია მიქელაძე, ლევან
კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, სულხან მახათაძე, სვეტლანა კუდბა,
დიმიტრი მხეიძე, კობა ლურსმანაშვილი, ფატი ხალვაში, ირაკლი აბუსერიძე, გია
ჟორჟოლიანი.
6