„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 21 მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ
ვრცელდება „დაზღვევის
შესახებ“
პუნქტით გათვალისწინებულ
საქართველოს
სადაზღვევო
კანონის
ბროკერის
161
კუთვნილ
მუხლის
მომხმარებლის
ანგარიშზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მე-4
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის სისტემატიზაცია, მომხმარებელთა ფინანსური
ინტერესების დაცვა მათ მიერ სადაზღვევო შენატანების დაზღვევის შუამავლისათვის
გადახდის და/ან სადაზღვევო ანაზღაურების მიღებისას დაზღვევის შუამავლის მეშვეობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით (მე-12 მუხლის მე-9 და მე-10
პუნქტები) დამზღვევის მიერ,
დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, დაზღვევის
შუამავლისთვის
სადაზღვევო შენატანები ითვლება მზღვეველისთვის
გადახდილი
გადახდილად მათი მზღვეველისთვის გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად, ხოლო
დაზღვევის შუამავლის მეშვეობით სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად ჩაითვლება
დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.
ამავე კანონპროექტით, 161 მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერის ფინანსური
სიმყარის უზრუნველყოფის პირობებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტით
„სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას
განცალკავებულად აწარმოოს საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშები
საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ
განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის
გამოყენება გარდა მათი მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის სახით, ხოლო
დაზღვეულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე
აკუმულირებული სახსრები არ შედის სამეურვეო ქონებაში და არ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს სხვა კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან
დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.“ საკითხი შეეხება იმ
თანხებს, რომელიც არ წარმოადგენს სადაზღვევო ბროკერის კუთვნილებას და რომლის
გამტარიც შესაძლებელია გახდეს ბროკერი დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის
განხორციელების პროცესში.
აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება დაზღვევის პროცესის (დამზღვევის მიერ სადაზღვევო
პრემიის
გადახდის
მომენტიდან
დამზღვევის/დაზღვეულისათვის
სადაზღვევო
ანაზღაურების
გადახდის
მომენტამდე)
შეუფერხებლად
წარმათვას
და
დამზღვევის/დაზღვეულის უფლებების დაცვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სადაზღვევო ბროკერის კლიენტების ანგარიშზე არ
უნდა
გავრცელდეს
მოცემულობასთან
რაიმე
სახის
დაკავშირებით
უზრუნველყოფის
შესაბამისი
ცვლილება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც“ (მუხლი 191, ნაწილი მე- 7).
ღონისძიება.
ასახული
აღნიშნული
„საქართველოს
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მომხმარებელთა ფინანსური ინტერესების დაცვა დაზღვევის სფეროში შუამავლების
მომსახურების მიღებისას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის 21 მუხლი და მას ემატება შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:
„6.
ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ
ვრცელდება „დაზღვევის
შესახებ“
პუნქტით გათვალისწინებულ
ანგარიშზე.“.
საქართველოს
სადაზღვევო
კანონის
ბროკერის
161
კუთვნილ
მუხლის
მე-4
მომხმარებლის
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღს.
ამასთან, პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის.
ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ან მის სისტემაში არსებული
უწყებისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას დაზღვეულებზე, რომლებიც სადაზღვევო
შუამავლების - დაზღვევის ბროკერების მეშვეობით ურთიერთობენ მზღვეველებთან.
კერძოდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს დამზღვევის მიერ სადაზღვევო ბროკერის
მეშვეობით
გადახდილი
სადაზღვევო
პრემიის
გარანტირებულად
გადახდას
მზღვეველისათვის, ხოლო მზღვეველის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვობით გადახდილი
სადაზღვევო ანაზღაურების დამზღვევის/დაზღვეულის მიერ გარანტირებულად მიღებას და
ამით მისი, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობას
თან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.