„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული
დროებითი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის მეორე
პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
2.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შეიქმნას
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია.
კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 16 წევრით.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების შესახებ:
ა.ა) დადგენილების მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილება;
მიმდინარე წლის 1 მარტს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
საკითხთა დროებით კომისიას პარლამენტის 2017 წლის 1 მარტის N349 რს დადგენილების ვადის
გასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის
მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიზანშეწონილია საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნა, რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის
ხელშეწყობისაკენ.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის ხელშეწყობას. შესაბამისად,
აღნიშნული კომისია განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
შეისწავლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებასთან
დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს წინადადებებსა და
რეკომენდაციებს;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად
მონაწილეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სრულმასშტაბიანი
მოწესრიგების საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების შემუშავებაში;
კონტროლს უწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების
საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების
მდგომარეობას, შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს
ან პარლამენტის პლენარულ სხდომას;
კონტროლს უწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული
კანონების, დადგენილებების და სხვა აქტების შესრულებას;
უფლებამოსილია კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციალურეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოს თავის სხდომებზე მინისტრების,
დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების
ხელმძღვანელთა ინფორმაციები და ანგარიშები;
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა;
აღნიშნული დადგენილების მიღებით, იქმნება ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, რომელიც განახორციელებს კომისიის
კომპეტენციის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან საქმიანობას.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები;
დადგენილების მიხედვით, კომისია შეძლებს მონიტორინგი გაუწიოს, ქვეყანაში არსებული
სამთავრობო უწყებების მიერ ტერიტორიული მთილანობისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებით ეფექტიანი საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, აღნიშნულ საკითხებთან
დაკავშირებით კანონპროექტების, რეზოლუციებისა და დადგენილების პროექტების მომზადებას.
ა.გ) დადგენილების ძირითადი არსი;
დროებითი კომისია
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თავისი
კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობს და უზრუნველტოფს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
კონფლიქტების
მოსაწესრიგებლად
მიმართულ
ღონისძიებათა
კოორდინირებას,
მათ
განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას, დეოკუპაციისა და სამშვიდობო
პროცესისათვის ხელის შეწყობას, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების
პროექტებისა და დასკვნების მომზადებას, რეკომენდაციებისა და წარდგინებების შემუშავებას.
ა.დ) დადგენილების კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტების შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
დაგენილების მიღებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების აღმოფხვრის
დაჩქარების ხელშეწყობას.
ა.ვ) დადგენილების დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) დადგენილების ფინანსური დასაბუთება:
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
პერიოდში
ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
დადგენილების დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო
ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები).
ბ.ბ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
დადგენილებას არ ექნება არსებითი გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
იმის
გათვალისწინებით,
რომ
მიმდინარე
წლის
1
მარტს
საქართველოს
პარლამენტის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას პარლამენტის 2017 წლის 1
მარტის N349 რს დადგენილების ვადის გასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება, დადგენილება
ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე
მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ხელახლა შექმნას
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. ზემოაღნიშნული
დროებითი კომისიის შექმნის საბიუჯეტო გავლენა პარლამენტის ბიუჯეტზე შესაბამის პერიოდში
უკავშირდება, ერთი მხრივ, კომისიის თავმჯდომარის განსხვავებული თანამდებობრივი სარგოს
ოდენობასთან დაკავშირებულ სახსრებს, რის წლიური გავლენაც დამოკიდებული იქნება კომისიის
თავმჯდომარის არსებულ თანამდებობაზე, ხოლო მეორე მხრივ, კომისიის აპარატის შრომის
ანაზღაურებისათვის განკუთვნილ სახსრებს, რომლის წლიური ოდენობაც, არსებული პრაქტიკით,
შეადგენს თვიურად 7800 ლარს (წლიური ოდენობა - 93,600 ლარი) და კომისიის
ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა სახის ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) დადგენილების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
დადგენილების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები კომისიის მოქმედების პერიოდში
შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ პირებზე გავლენას, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ
უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებას.
ბ.ვ) დადგენილებით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
დადგენილებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) დადგენილების მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
დაგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
დადგენილების
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
დაგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არებობს.
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების მსგავსი დადგენილების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
დადგენილების მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე
ვ) დადგენილების ინიციატორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“