საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქის ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურისა და კრიტერიუმების დაზუსტების აუცილებლობასთან დაკავშირებული (№1-2481/19; 12.02.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5658/19
01-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია მოქალაქე
ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურისა და კრიტერიუმების დაზუსტების
აუცილებლობასთან დაკავშირებით (N1-2481/19 | 12.02.2019). საკანონმდებლო
წინადადების განხილვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1 აპრილამდე.
საკანონმდებლო წინადადება შეიცავს მოსაზრებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაზედაც
მიზანშეწონილია მთავრობისგან პოზიციის მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ
მთავრობას ესაჭიროება დამატებითი დრო შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად,
მოგმართავთ თხოვნით, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით
გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge