საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქეების: მამისა ჯაფარაშვილის, ასლან ფაღავას, შალვა მაღრაძის, გურამ კუპატაძის, ოთარ ჯიქიას, იოსებ ხიმშიაშვილის და მაია სამჭკუაშვილის მიერ წარმოდგენილი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-2456/19; 12.02.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5691/19
01-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია საქართველოს
მოქალაქეების: მამისა ჯაფარაშვილის, ასლან ფაღავას, შალვა მაღრაძის, გურამ
კუპატაძის, ოთარ ჯიქიას, იოსებ ხიმშიაშვილის და მაია სამჭკუაშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბოლო საცხოვრისის მიმართ
იძულებითი აღსრულების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტებთან დაკავშირებით (N1-2456/19, 12.02.2019). საკანონმდებლო წინადადების
განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 1 აპრილამდე.
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია საქართველოს
მთავრობის მოსაზრებების მიღება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი დრო. აქედან
გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით საკანონმდებლო წინადადების განხილვის
ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge