საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-2783/19; 15.02.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5696/19
01-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია საქართველოს
მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2783/19, 15.02.2019). საკანონმდებლო
წინადადების განხილვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის წლის 1 აპრილამდე.
საკანონმდებლო
წინადადებების
მიზანია
მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან 445-449 მუხლების ამოღება. საკანონმდებლო
წინადადებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობის
მოსაზრებების მიღება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი დრო. აქედან გამომდინარე,
მოგმართავთ თხოვნით საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით
გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge