საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (№1-3272/19; 21.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5752/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-02
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5752/19 01-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3272/19, 21.02.2019) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 1 აპრილის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით იმისათვის, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო დახმარების უწყვეტობა, სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვა, განსახორციელებელი საქონლის/მომსახურების შესყიდვის პროცედურების გამარტივება და შემსყიდველის მიზნების შეუფერხებლად განხორციელება, მიზანშეწონილია გამარტივებული შესყიდვების ჩამონათვალს, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაემატოს შემდეგი სახის საქონლის/პროდუქციის შესყიდვა: სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტული პროდუქტები, ასევე სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და აპარატურის შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და სამედიცინო მოწყობილობებთან და აპარატურასთან თავსებადი სახვადასხვა სახარჯი მასალის შესყიდვა. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მისაღებად ცნო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია