ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში ფრაქციის კუთვნილი კვოტის (წარდგენილი იყო პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე) საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ სასარგებლოდ დათმობისა და შესაბამისად, დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში პარლამენტის წევრების ირაკლი კოვზანაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის და გიორგი ხატიძის წარდგენის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.04.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-5893/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-02
ბიუროს ნომერი 248 (17:00)

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-5893/19 02-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კახიანს ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ სოფიო ქაცარავას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარლამენტის ბიურომ 2019 წლის 2 თებერვალს მიიღო ცნობად, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში კუთვნილი კვოტა, რომლითაც წარდგენილი იყო ქალბატონი სოფიო კილაძე, დაუთმო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერ ეკონომიკას“, შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EUGEORGIA PAC) საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი წევრების მიერ: ირაკლი კოვზანაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge