საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-05
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-6100/19
04-04-2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საქართვლოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე
ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა
გაერთიანებულ სხდომაზე, 2019 წლის 18 თებერვალს, მოუსმინეს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს, რომელმაც წარმოადგინა
გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის
2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში ექცევა. ამდენად მნიშვნელოვანია სამინისტრომ
გამართულად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის
წესრიგის ფარგლებში, გარემოს დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ
აიღო
ვალდებულება,
დაუახლოვოს
ეროვნული
კანონმდებლობა
ევროკავშირის
კანონმდებლობას გარემოს დაცვის სფეროში და განახორციელოს შესაბამისი რეფორმები.
გარემოს დაცვის საკითხები გათვალისწინებულია როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში (DCFTA).
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ასოცირების შეთანხმებაში საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე გარემოს დაცვის ისეთ
სფეროებში როგორიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები,
ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების
დაცვა, ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები, ქიმიური
ნივთიერებების მართვა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) სხვა
საკითხებთან ერთად მოიცავს თევზჭერის საკითხების რეგულირებას. 2018 წელს
ხმელთაშუაზღვის
თევზჭერის
გენერალურ
კომისიასთან
(GFCM)
გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი. კომისია
დაეხმარება საქართველოს როგორც
საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაში, ისე შესაბამისი ექსპერტ-სპეციალისტების
გადამზადებაში.
DCFTA-ის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სატყეო მმართველობა. შეთანხმებაში
აღნიშნულია, რომ საჭიროა ქვეყანაში დაინერგოს ტყის რესურსების მდგრადი მართვა და
რაციონალური გამოყენება და ამისათვის აუცილებელია თავსებადი საკანონმდებლო ჩარჩოს
არსებობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგია მიღწეული. ბოლო ოთხი წლის
განმავლობაში მიმდინარეობდა ტყის კოდექსზე მუშაობა, მომზადებულია და უახლოეს
მომავალში მოხდება ,,ტყის კოდექსის“ პარლამენტში ინიცირება, რომელიც სრულიად ახალ
სამართლებრივ წესრიგს დაამკვიდრებს სატყეო სექტორში და მოიცავს რიგ მექანიზმებს ტყის
მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად.
2018 წელს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) პროექტის ფარგლებში
მომზადდა ,,კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა 2021-2030“ სატრანსპორტო
სექტორისთვის. ასევე მიმდინარეობს ეროვნული წვლილის განახლების პროცესი და
დაბალემისიანი სტრატეგიის გადამუშავების პროცესი დონორების დახმარებით, რომელთაც
დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2018 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2017-2021 წლების გარემოს დაცვის
მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (NEAP – 3), რომელიც მოიცავს ყველა იმ ძირითად
მიმართულებას, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაბამის
უწყებებთან ერთად უნდა იმუშაოს გარემოს დაცვის სექტორში რეფორმების გატარებისა და
ასოცირების შესრულების განხორციელების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანი პროგრესი არის მიღწეული ზურმუხტის საიტების დეზიგნირებასთან
დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცალკე მიმართულებას.
დეზიგნირებულია 36 ახალი საიტი, რაც ნიშნავს, იმას, რომ ცალკეული სახეობების და
ჰაბიტატების დაცვა მოხდება საერთაშორისო სტანდარტებით.
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის
სამოქმედო
გეგმა
ითვალისწინებს
გარემოს
დაცვის
სფეროში
12-მდე
დირექტივა/რეგულაციასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულებას.
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი
მოქმედებისათვის
ჩარჩოს შემუშავების შესახებ 2000/60/EC, წყალდიდობის რისკების
შეფასებისა და
მართვის შესახებ 2007/60/EC, სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში
გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ 91/676/EEC და
ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ 91/271/EEC ევროპარლამენტისა და
ევროკავშირის საბჭოს დირექტივებთან ჰარმონიზაციას.
ზემოხსენებულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებულია ,,წყლის
რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ინიცირება
პარლამენტში დაგეგმილია 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე. კანონპროექტის მიზანია
წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, შიდა ზედაპირული წყლების,
გარდამავალი წყლების, სანაპირო წყლების და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი
გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვა.
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია რიგი საკითხები, რომელიც უნდა
დარეგულირდეს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. 2018 წელს საქართველოს
მთავრობამ მიიღო ტექნიკური რეგლამენტი ჰაერის ხარისხის დაცვის შესახებ, რომელიც
ითვალისწინებს მონიტორინგისა და გაზომვების ჩატარებას. ატმოსფერული ჰაერის
ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ 2008/50/EC და ატმოსფერულ ჰაერში
დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული
ნახშირწყალბადების შემცველობის შესახებ 2004/107/EEC ევროპარლამენტისა და
ევროკავშირის საბჭოს დირექტივების, რომელთა შესრულების ვადა იყო 2018 წელს,
შესაბამისად მომზადებულია ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები,
რომლის ინიცირება პარლამენტში დაგეგმილია 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
მნიშნველოვანია, რომ შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის მართვის პორტალი, სადაც
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხდება გაზომვების შესახებ ინფორმაციის
განთავსება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ასევე აღებული აქვს ვალდებულება შეასრულოს
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების
შესახებ, რომლის შესაბამისად მომზადებულია და 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება
,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის ინიცირება.
ასოცირების შეთანხმებით საქართველოს შესასრულებელი აქვს გარემოსდაცვითი
მმართველობის მიმართულებით ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2004/35/EC
დირექტივა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, გარემოსთვის ზიანის მიყენების
პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენის შესახებ , რომელიც წარმოადგენს 2016
წლის შესასრულებელ ვალდებულებას. მომზადებულია და უახლოეს მომავალში მოხდება
,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პარლამენტში
ინიცირება. აღნიშნული დირექტივის ჰარმონიზაციის სწორად წარმართვისთვის
სამინისტრომ შეისწავლა ევროპული პრაქტიკა და გაითვალისწინა არსებული რეალობა.
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია 2009/147/EC გარეული ფრინველების
კონსერვაციის შესახებ და ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის
კონსერვაციის შესახებ 92/43/EC ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დირექტივების
შესრულება, რომელიც ეხება ბიომრავალფეროვნების სფეროს. მომზადებულია კანონის
პროექტი ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ“, რომელიც სრულიად ახლებურად არეგულირებს
ამ სფეროს. გამომდინარე იქედან, რომ ბიომრავალფეროვნების სექტორი მასშტაბური და
მნიშვნელოვანია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნულ კანონპროექტზე
მუშაობა და შესაბამის დირექტივებთან დაახლოება ვადის გადაცილებით ხდება.
კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოების ინიციატივით დაიგეგმა ევროპასთან
ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი
საკომიტეტო მოსმენები ქვეყანაში დაგეგმილი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის
შესახებ და 2017 წელს მიღებული ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ აღსრულების
მდგომარეობის შესახებ.
ყოველივე
ზემოხსენებულიდან
რეკომენდაციები:
გამომდინარე,
კომიტეტმა
შეიმუშავა
შემდეგი
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ასოცირების შეთანხმებისა
და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
ზოგიერთი აქტივობის შესრულება, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში
ვერ მოხერხდა. აუცილებელია
ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად
წარმართვა, რათა გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ აღებული
ვალდებულებების შესრულება ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვადების
დაცვით მოხდეს.
მიზანშეწონილია,
რომ
გარემოსდაცვით
საკითხებზე
აქტიურად
მოხდეს
საზოგადოების ჩართვა და მათი ინტერესების გათვალისწინება.
საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ სამინისტროსთან
ერთად გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
რეგულირებული საკითხის - გარემოზე ზემოქმედების შეფასების გამოყენების
პრაქტიკის განსახილველად.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ელექტროსადგურების მშენებლობის
პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისა და ამ პროცესში საზოგადოების
მონაწილეობის
შესახებ,
დაიგეგმოს
საკომიტეტო
მოსმენა
სამინისტროს
მონაწილეობით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა