„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
1. ლიცენზიის გამცემის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში
ლიცენზია შესაძლოა ასევე პირდაპირი წესით გაიცეს:
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების ლიცენზიის
მფლობელ
პირზე
–
მომხმარებელთა
წყალმომარაგების
(სასმელი
წყლით)
უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად;
ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა
მინერალური წყლების მოპოვებისათვის;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული წყალმომარაგების
ლიცენზიის გაუქმება წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის
გაუქმების საფუძველს.
3. ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზია შესაძლოა პირდაპირი წესით გაიცეს: კერძო
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით
მოპოვებისათვის წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების
უფლებით.
4. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებისას,
ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგენს სათანადო განცხადებას, რომელიც უნდა
შეიცავდეს
ინფორმაციას
მოსაპოვებელი
სასარგებლო
ადგილმდებარეობისა და მიზნობრიობის შესახებ.
წიაღისეულის
მოცულობის,
5. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებისთვის
განცხადებას
უნდა დაურთოს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური
მეწარმისთვის - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან
ამონაწერი,
დამადასტურებელი,
ხოლო
საქართველოს
ფიზიკური
პირისთვის
კანონმდებლობით
-
იდენტიფიკაციის
დადგენილი
დოკუმენტების
ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს
სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის
მაძიებელი
ვალდებულია
ამ
მუხლის
მე-4
და
მე-5
პუნქტით
განსაზღვრულ
დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიის
ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი
ვალდებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან
ერთად
აგრეთვე,
წარმოადგინოს
მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებისთვის
ასევე უნდა დაურთოს
განცხადებას
სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი
საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის წესი
განისაზღვრება ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს
კანონით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის
ლიცენზიის გამცემი ადგენს:
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს
საქართველოს მთავრობა.
2. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
აუქციონის
ჩატარების
შესახებ
ინფორმაციას
ლიცენზიის
გამცემი
აუქციონის
გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე. სხვა ვებ
გვერდის
საშუალებით
აუქციონის
ჩატარების
შემთხვევაში,
ლიცენზიის
გამცემი
აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებ გვერდზე
სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებ
გვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებული იქნება აუქციონის ჩასატარებლად.
ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია დამატებით გამოყენებული იქნეს
აგრეთვე სხვა საშუალებებიც“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში,
ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 10
კალენდარული დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს
შესაბამის სალიცენზიო მოწმობას“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა
ხდება აუქციონის წესით. კანონმდებლობა იცნობს ლიცენზიის პირდაპირი წესით (აუქციონის
გარეშე) გაცემას, თუმცა, ეს გამონაკლისი მოიცავს მხოლოდ ტურისტული და რეკრეაციული
მიზნებისათვის გარეგანი მოხმარების მიწისქვეშა მინერალური წყლითა და სამკურნალო
ტალახით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.
კანონმდებლობით დასარეგულირებელია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის
მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობისათვის სასმელი წყლის
მიმწოდებელ კომპანიებს გააჩნიათ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. ცნობილია, რომ ამ
მიზნით გამოიყენება როგორც ზედაპირული წყლები (ამ ტიპის წყლითსარგებლობა
ლიცენზიას არ
საჭიროებს),
ასევე
მიწისქვეშა მტკნარი წყლები, რომელთა
სარგებლობისთვისაც
კანონმდებლობა
ითვალისწინებს
ლიცენზიის
არსებობას.
სარგებლობის ლიცენზიის მიღების აუქციონის წესი აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის
საქმიანობის
განმახორციელებელი
სუბიექტებისათვის
ლიცენზიის
მიღების
შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული კონკურენციის რისკი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო
მაღალია და არსებობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისათვის
წყლითსარგებლობის ლიცენზიის მიღების დაბრკოლების ალბათობა. არაჯანსაღი
კონკურენციის პირობებში, შესაძლებელია აუქციონის ფასი გაიზარდოს არაადეკვატურად
და საბოლოოდ დასრულდეს უშედეგოდ, ან/და სხვა კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში,
დაინტერესებულ პირს შეექმნას მისგან წყლის სასყიდლიანი მიღების აუცილებლობა, რაც
საბოლოოდ უარყოფითად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე, გამოიწვევს
წყალმომარაგების შეფერხებას, წყლის ღირებულების გაზრდას და ა.შ. შესაბამისად,
მიზანშეწონილია ასეთი საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებისათვის არსებობდეს
სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის გარეშე მოპოვების შესაძლებლობა, რათა თავიდან
იქნას აცილებული მოსახლეობის წყალმომარაგების შეფერხება. წარმოდგენილი ცვლილების
მიხედვით, ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის ამ ტიპის შემთხვევებისათვის საჭირო
იქნება საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა. გამომდინარე იქედან, რომ
წყალმომარაგების კომპანიებზე ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა წარმოადგენს
სახელმწიფორებრივი მნიშვნელობის საკითხს, ვინადიან იგი დაკავშირებულია
მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებასთან, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება
ხსენებულ შემთხვევაშიც ხდებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია კანონში გათვალისწინებულ იქნეს საგამონაკლისო
შემთხვევებში გარკვეული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება,
რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობასთან და
განმაპირობებელია სუბიექტის საგამონაკლისო წესში მოქცევისათვის.
ზემოხსნებული ცვლილების შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნულმა მუხლმა ასევე
გაითვალისწინოს თუ რა დოკუმენტაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო იმ შემთხვევაში,
თუ პირი დაინტერესებულია გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება.
სწორედ ამის გამო ცვლილების პროექტით განისაზღვრა წყალმომარაგების ლიცენზიის
მფლობელების მიერ მე-171 მუხლით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად
წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის
ვალდებულება. წყალმომარაგების ლიცენზიანტებისთვის გარკვეული გამონაკლისის
დაწესება განპირობებულია სწორედ მათ მიერ განსახორციელებელი ქმედებებით, რაც
გულისხმობს მიწისქვეშა მტკნარი წყლის გამოყენებას კომუნალური და სოფლის
წყალმომარაგებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია
განცხადების ავტორმა კომპანიამ დაასაბუთოს, რომ ის ნამდვილად ფლობს წყალმომარაგების
ლიცენზიას და ამ მიზნით წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
საჭიროა კანონმდებლობით არსებობდეს შესაძლებლობა სუბიექტის მიერ ლიცენზიის
მიღების პირდაპირი წესით მიღებისათვის იმ შემთხვევაში, როცა საუბარია მის საკუთრებაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის და ამ მიზნით საჭიროა
ცვლილების განხორციელება კანონის მე-171 მუხლში. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები,
როდესაც არსებობს კერძო პირის დაინტერესება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით მოპოვებაზე. ამ სუბიექტებს, მოქმედი
საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოპოვებისათვის უწევთ
აუქციონში მონაწილეობა. აუქციონის პრინციპი ართულებს მეწარმეებისათვის მტკნარი
წყლის მოპოვების შესაძლებლობას და ქმნის ბარიერს სამეწარმეო საქმიანობისათვის.
აუქციონი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოშობს კონკურენციის რისკს ობიექტთან
დაკავშირებით. არსებობს შესაძლებლობა და ალბათობა აუქციონში გაიმარჯვოს სხვა
სუბიექტმა. ამ შემთხვევაში შესაძლოა მესაკუთრეს გააჩნდეს უარყოფითი პოზიცია მის
საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე წყლით სარგებლობის უფლების სხვისთვის
მინიჭებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თვითონ გააჩნია
აღნიშნული ლიცენზიის ფლობის ინტერესი. ეს პროცედურები წარმოადგენს ხელისშემშლელ
გარემოებას
როგორც
მესაკუთრისათვის,
ასევე
აუქციონში
პოტენციური
გამარჯვებულისათვის, რაც აფერხებს როგორც ლიცენზირების პროცესს, ისე სამეწარმეო
საქმიანობას და საბოლოოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია კანონმდებლობით არსებობდეს
შესაძლებლობა კერძო მესაკუთრის დაინტერესების შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებულ
მიწის ნაკვეთზე გაიცეს ლიცენზია პირდაპირი წესით - აუქციონის გარეშე. წარმოდგენილი
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს ლიცენზიის
გაცემისას, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა შესაძლებელი იქნება
მხოლოდ წლის განმავლობაში 5 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის წყლის მოპოვების
უფლებით. აღნიშნული შეზღუდვის მიზანია, არ მოხდეს წყლის რესურსების შეუზღუდავი,
ან/და დიდი მოცულობით ხარჯვა და უზრუნველყოფილი იქნას მათი რაციონალური
გამოყენება.
გარდა აღნიშნულისა, მუხლმა უნდა გაითვალისწინოს სუბიექტის მხრიდან გარკვეული
დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, როცა იგი ითხოვს მის კერძო
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებას. ამ
შემთხვევაში, სუბიექტის საგამონაკლისო წესში მოქცევისათვის გადამწყვეტ ფაქტორს
წარმოადგენს ის, რომ ტერიტორია, სადაც არსებობს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების
შესაძლებლობა, მის კერძო საკუთრებაშია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა საჭირო
დოკუმენტაციასთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოხსნებული ცვლილებების შეტანის აუცილებლობამ განაპირობა ნორმის სათაურის
განახლებული სახით ჩამოყალიბება. გამომდინარე იქედან, რომ უნდა მოხდეს საგანაკლისო
წესით გათვალისწინებული შემთხვევების წრის გაფართოვება, მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული სათაურით ნორმის არსებობა გაუმართლებელია სამართლებრივი
თვალსაზრისით.
მოქმედი რედაქციით არსებული სახელწოდება ვერ დაფარავს მის
შინაარსში არსებულ შემთხვევებს. სწორედ ამის გამო, უმჯობესია ნორმის სათაურის
გაფართოვებული შინაარსით ჩამოყალიბება, რაც გამორიცხავს ხსენებული ნორმის სათაურსა
და შინაარსს შორის არათავსებადობას. სწორედ იმის გამო, რომ ნორმა თავისი შინაარსით
უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის გარკვეული კატეგორიის მოპოვების ლიცენზიის
პირდაპირი წესით გაცემას მისი სახელწოდება საჭიროა ჩამოყალიბდეს, როგორც სასარგებლო
წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი.
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილების განხორციელება
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში.
პუნქტის მოქმედი რედაქცია ავალდებულებს ლიცენზიის გამცემს აუქციონის ჩატარების
მიზნით საჭირო ინფორმაცია გამოაქვეყნოს ცენტრალურ პრესაში. ამ მიზნებისათვის
ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წლიდან აუქციონის ჩასატარებლად ლიცენზიის
გამცემის მიერ გამოყენებულია ელექტრონული ფორმა. ლიცენზიის მაძიებელს აუქციონში
მონაწილეობისათვის უწევს ელექტრონულად დარეგისტრირება შესაბამის ვებგვერდზე და
სრული სააუქციონო პროცესის ელექტრონულ ფორმატში ჩართულობა. რაც ნიშნავს, რომ
ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირი, ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს ვებ
გვერდზე ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციით. შემდეგ ამავე
ვებგვერდზე რეგისტრაციისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში
მონაწილეობს აუქციონში. როგორც აღნიშნულიდან გამომდინარეობს, არ არსებობს
აუქციონის თაობაზე ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების საჭიროება.
წარმოდგენილი ცვლილება არ შეაფერხებს ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირთა
წრისათვის საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და დაზოგავს ადმინისტრაციული
ორგანოს ხარჯებს, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვა უფრო მნიშვნელოვანი
პროექტების დასაფინანსებლად. ამ საკითხზე უფრო მეტი სიცხადის შესატანად ლიცენზიის
გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა ლიცენზიის მფლობელთა გამოკითხვა
(ლიცენზიანტებთან პერიოდულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინიციატივების
გაზიარება-განხილვის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მოხდა ლიცენზიანტების
მოსაზრების გამორკვევა იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმითაა უფრო მოსახერხებელი
სარგებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებული აქუციონის შესახებ
ინფორმაციის მიღება - ელექტრონული საშუალებებით, თუ ბეჭდური მედიის (ცენტრალური
პრესის) საშუალებით). ასი გამოკითხული რესპოდენტიდან მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა
განაცხადა, რომ ისურვებდა ორივე (და არა მხოლოდ ბეჭდური მედიით) საინფორმაციო
საშუალებით ხდებოდეს ინფორმაციის გამოქვეყნება, დანარჩენმა 96 სუბიექტმა განაცხადა,
რომ
მათთვის
მოსახერხებელია
ინფორმაციის
გამოქვეყნება
ელექტრონული
მედიასაშუალებებით. აღნიშნული სტატისტიოკის გათვალ;ისწინებით მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული ფაინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით აუქციონის ცენტრალურ პრესაში
გამოქვეყნების ვალდებულების არარსებობა.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
,,ლიცენზიებისა
და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება. ნორმის
მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემის ვალდებულებას ლიცენზიის
მთლიანად ან ნაწილის გადაცემით დაინტერესების შემთვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის
წარდგენიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება ლიცენზიაში და გასცეს ახალი
სალიცენზიო მოწმობა. სამდღიანი ვადა არ არის საკმარისი, ვინაიდან რეესტრში ცვლილების
განხორციელებამდე საჭიროა გადამოწმებულ იქნეს ლიცენზიასთან დაკავშირებული
მონაცემები (დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თავსებადობა მის
მიერვე წინა პერიოდში წარმოდგენილი წლიური ანგარიშგების მონაცემებთან. პრაქტიკაში
არსებულმა შემთხვევებმა ცალსახად აჩვენა, რომ ლიცენზიის გადაცემისას აუცილებელი
ინფორმაციის სრულყოფილად გადამოწმების მიზნით საჭიროა კანონმდებლობით
დადგენილი ვადის გაზრდა. წარმოდგენილი ცვლილებით განსაზღვრული ვადა შეადგენს 10
დღეს, რაც საკმარისი იქნება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის,
გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მოამზადოს
ადმინისტრაციული აქტის პროექტი და სალიცენზიო მოწმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ
მომზადებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია მოქმედ კანონმდებლობაში
ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსწორების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე
აუცილებელია მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში და ფარგლებში, გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის
მოპოვებისათვის პირდაპირი წესით. წყალმომარაგებისათვის მტკნარი წყლით სარგებლობის
ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის მიზანს წარმოადგენს აუქციონთან დაკავშირებული
გართულებული პროცედურების თავიდან აცილება, რათა წყალმომარაგების საქმიანობის
ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს არ შეექმნას ბარიერი წყალმომარაგების ლიცენზიის
მიზნებისათვის მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობაში. ასევე, კერძო
საკუთრებაში
არსებული
მიწის
ნაკვეთის
ფარგლებში
არსებული
მტკნარი
წყლის
მოპოვება/სარგებლობისათვის გამარტივებული წესის შემოღება, რათა მოხდეს რესურსის
ეფექტური გამოყენება სამეწარმეო მიზნით.
კანონპროექტი ასევე
გამოთავისუფლებული
განვითარებისათვის.
უზრუნველყოფს არამიზნობრივი ხარჯების ოპტიმიზაციას.
ფინანსური
რესურსი
მიმართული
იქნება
დარგის
კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს ლიცენზიის გამცემს მიეცეს ლიცენზიის
გადაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად გადამოწმების შესაძლებლობა,
რაც უზრუნველყოფილი იქნება ლიცენზიის გამცემის მიერ ყველა საჭირო მოქმედების
განხორციელებისათვის დროის ოპტიმალური პერიოდის არსებობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა) წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი
წყლის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესის სამართლებრივი რეგულირების
უზრუნველყოფა;
ბ) პროცედურის გამარტივების მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებაზე ლიცენზიის პირდაპირი გაცემის წესის
გავრცელება. დამატებით პირობად კი, განსაზღვრულია წყლითსარგებლობის წლიური ზედა
ზღვარი 5 000 კუბური მეტრის მოცულობით.
ზემოხსენებული ცვლლილებების გათვალისწინებით, კანონის მე-171 მუხლს ემატება
პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება ლიცენზიის პოირდაპირი წესით მიღებით
დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია. კანონის მე-6 მუხლის 87-ე
პუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელმა სუბიექტმა, რომელიც
დაინტერესებულია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა
მტკნარი წყლის მოპოვებით, საჭიროა ამ მუხლით ჩამოთვლილ სხვა დოკუმენტაციასთან
ერთად წარმოადგინოს აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად მე-171 მუხლს დაემატება პუნქტი, რომელიც
დამოუკიდებლად გაითვალისწინებს დამატებით დოკუმენტაციას, რომლის წარმოდგენის
ვალდებულებაც ექნება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი
წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების უფლების მიღებით დაინტერესებულ პირს.
აღნიშნულმა სუბიექტმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მიწის
ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე18 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული
ორგანო აუქციონის თაობაზე ინფორმაციას აუქციონის გამართვამდე ერთი თვით ადრე
გამოაქვეყნებს საკუთარ ან სხვა ვებ-გვერდზე. ამასთანავე, უცვლელი დარჩება ამავე პუნქტის
მეორე წინადადება, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს
ექნება შესაძლებლობა, ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოიყენოს დამატებითი
ტექნიკური საშუალებებიც.
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე20 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ხდება ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის
გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის 10 კალენდარული დღის დაწესება, ნაცვლად
სამდღიანი ვადისა. კანონმდებლობა არ უნდა ზღუდავდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოს
დროში ისე, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულყოფილად მოახდინოს ყველა საჭირო
დოკუმენტის გადამოწმება. შესაბამისად, მისთვის ამ მოქმედებების განსახორციელებლად
უნდა არსებობდეს დროის ოპტიმალური შუალედი, რათა თავიდან იქნას აცილებული
ყოველგვარი უზუსტობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა უნდა მოხდეს გამოქვეყნებისთანავე, რათა
დროულად აღმოიფხვრას ზემოაღნიშნული პრობლემები. რაც შეეხება უკუძალის
მინიჭების საკითხს, პროექტი არ ითვალისწინებს ასეთ დანაწესს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით მოხდება სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს
მხრიდან აუქციონის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების სანაცვლოდ გადასახდელი
თანხების დაზოგვა. ამ მიზნებისათვის ყოველწლიურად საჭირო იყო დაახლოებით
100 000 ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა. შესაბამისად, გამოთავისუფლებული
ფინანსური
რესურსი
მოხმარდება
სხვა
მნიშვნელოვანი
ღონისძიებების
განხორციელებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეშანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ
წიაღის ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.