„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლის
პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე,
საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია
მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 12
მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. დღეს
მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი 12
მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ითვალისწინებს მხოლოდ - საქართველოს
ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის
ხსენების დღეს. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად,
მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27
დეკემბრის განჩინება, რომ 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს
წილხვდომილობის დღედ, ასევე აისახოს წარმოდგენილი ორგანული კანონის შესაბამის
მუხლში.
ინფორმაციისათვის, საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე “ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს შემდეგს:
„შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა
წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.
ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და
უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი
ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.
ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა
ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა
მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს
წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა,
კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა
წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.
სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის
რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული
სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს.
ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება
ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა.
მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის
ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის
დღე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა
სინოდის
განჩინებით,
12
მაისი
გამოცხადდა
ღვთისმშობლისადმი
საქართველოს
წილხვდომილობის დღედ, ხოლო დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-20
მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად
ითვალისწინებს მხოლოდ - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის,
დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, შესაბამისად, მიზანშეწონილად
ჩაითვალა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ასევე წარმოდგენილი ცვლილების სახით
ასახვა.
აქვე, ინფორმაციისათვის, ჩვენი საზოგადოების მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა
50–ზე
მეტმა
წარმომადგენელმა,
ზემოაღნიშნულის
თაობაზე
წერილობით
მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ორგანული კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, როგორც
სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან
ერთად,
12
მაისის
უქმე
დღედ
გამოცხადების
საფუძვლად
განისაზღვრება
ასევე
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ორგანული კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს შრომის კოდექსის მე-20
მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში და 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების
საფუძვლად
განისაზღვრება
ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლისადმი
საქართველოს
წილხვდომილობის დღე,
საქართველოს ეკლესიის,
როგორც სამოციქულო
საყდრის,
დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ორგანული კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ძალაში
შესვლა არ საჭიროებს დამატებითი ღონისძიებების გატარებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საპატრიარქო წელს, 12 მაისს პირველად
იზეიმებს და პირველად აღნიშნავს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის
დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციის შედეგად, მიზანშეწონილად
ჩაითვალა, რომ წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის მიღება მოესწროს 12 მაისამდე.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ და მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ორგანული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
თანხების გამოყოფის საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
ორგანული
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ორგანული
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ორგანული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ან მის სისტემაში
არსებული უწყებისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ორგანული კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ორგანული კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს (ფულად შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
ორგანული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
ორგანული
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ორგანული
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ორგანული კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი
საქართველოს საპატრიარქოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა