„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/315/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს ცვლილება და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფში/დაწესებულებაში გადის სპეციალური მომზადების სათანადო საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფში/დაწესებულებაში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. მუხლი 2. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის - სპეციალური მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ (გარდა ამ ერთეულის გაუქმებამდე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისა (მათ შორის, შრომის ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება) ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე, სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. 3. იმ პირებს, რომლებიც გადიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის - სპეციალური მომზადების ცენტრის პროგრამას, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდეთ შესაბამისი სტატუსი. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა.) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი რიგი სტრუქტურული დანაყოფები და შეიქმნა სრულიად ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სამსახური ფუნქციონირებს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, მისი ფუნქციონირების გარდამავალ ეტაპზე, აუცილებელი იყო, ესარგებლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგი სერვისების გამოყენებით, მათ შორის, სსიპ - შსს აკადემიაში სპეციალური პროფესიული განათლების მიღებით. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კანონით დაევალა, რომ განეხორციელებინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და კონსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სახელმწიფოში პროფესიული და კარგად აღჭურვილი უსაფრთხოების ორგანოების არსებობა, რომელთაც მკაფიოდ გამოკვეთილი მიმართულებები გააჩნიათ. აღნიშნული განასხვავებს მის ფუნქციასა და ამოცანებს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის კომპლექსში, სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისაგანაც. ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შეიქმნას და განვითარდეს ცვალებად გარემოსთან შესაბამისობაში მყოფი, უსაფრთხოების სისტემისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის უწყვეტად მომზადება/გადამზადების განმახორციელებელი სპეციალური მომზადების ცენტრი. კანონპროექტი თავისი არსით ხელს შეუწყობს, მაღალკვალიფიციური კადრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკომპლექტებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად განახორციელოს შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ა.ა.ბ.) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული ცვლილების განხორციელებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს და განავითაროს სპეციალური მომზადების პროგრამები არსებული გამოწვევების შესაბამისად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით ჩნდება შესაძლებლობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი სპეციფიკის გათვალისწინებით მოამზადოს კადრები უსაფრთხოების კონკრეტული მიმართულებებზე სამუშაოდ, რომელთაც ექნებათ მაღალი პროფესიონალური საბაზისო განათლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში. კერძოდ, სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფში/დაწესებულებაში გაივლის სპეციალური მომზადების სათანადო საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს, ნაცვლად სსიპშსს აკადემიისა. ასევე, სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსამსახურის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. კანონპროექტი ასევე შეიცავს გარდამავალ დებულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული მიმართებაში. ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სასწავლო ცენტრის სრულყოფილად ამოქმედებისათვის საჭიროა მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 1 ივლისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); არ არის მოთხოვნა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღების შემთხვევაში მისი დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალური მომზადების ცენტრის ფუნქციონირებისთვის 2019-2022 წლებში ყოველწლიურად გათვალისწინებულია 190 000 ლარი. ცენტრი 22 სხვადასხვა კურსის ფარგლებში ყოველწლიურად ამზადებს 280-300 მოსამსახურეს (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 630 ლარი). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცენტრის შესაქმნელად ერთჯერადი ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, ვინაიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება 235 000 ლარი, რომელიც დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში 20 01 პროგრამული კოდიდან. საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022 წლებში) იგეგმება უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო კურსების დამატება და ცენტრის მიერ ყოველწლიურად 400 მოსამსახურის გადამზადება (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 588 ლარი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან ცენტრის მოქმედი მოსამსახურეები მუშაობას გააგრძელებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაბამისი პირობებით. მოსამსახურეთა გადამზადებისთვის საფასურის დაწესება და გადახდა არ ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადების ცენტრში მოქმედი კანონმდებლობით და არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი ცვლილებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.