„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 156-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 156. საპარლამენტო კონტროლი საქართველოს თავდაცვისა და
უსაფრთხოების სექტორზე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
-
სისტემაში
სპეციალური
შემავალი
პენიტენციური
სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს
(შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი
უწყებები) საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის
კომიტეტების მეშვეობით.“.
2. 157-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი –
უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის
წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის
წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ
პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ხოლო
უმცირესობის არარსებობის
შემთხვევაში - უმრავლესობის გარეთ დარჩენილ
პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ნდობის ჯგუფის
წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს. უმრავლესობისა და
უმცირესობის წევრებს ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგენენ უმრავლესობისა და
უმცირესობის ლიდერები, მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა
შეთანხმებით და უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის
წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს
ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ
2
წარდგენაზე. უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში, უმრავლესობის გარეთ
დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც
თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე.
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ (გარდა
უმრავლესობისა და უმცირესობისა) ნდობის ჯგუფის წევრად რამდენიმე პირის
წარდგენის
შემთხვევაში,
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომას
წარედგინება მეტი მხარდაჭერის მქონე პირი, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი
წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი
მეოთხედისა, ხოლო ერთი პირის წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი წარდგენის
უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი
მეოთხედის მხარდაჭერის მქონე პირი. წარმდგენ პარლამენტის წევრთა თანაბარი
რაოდენობის
შემთხვევაში
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომას
წარედგინება პირი, რომელიც უფრო ადრე იყო წარდგენილი.“.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს მაჟორიტარული
სისტემით
არჩეული
პარლამენტის
წევრების
კვოტით,
უმრავლესობისა
და
უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს – უმრავლესობისა და
უმცირესობის
გარეთ
დარჩენილი
უმცირესობის
არარსებობის
პარლამენტის
შემთხვევაში
წევრების
უმრავლესობის
კვოტით,
გარეთ
ხოლო
დარჩენილ
პარლამენტის წევრს - უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების
კვოტით, მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია
ხელის მოწერა.“
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული, ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების
მქონე სუბიექტების მიერ ნდობის ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე უფრო მეტი
მხარდაჭერის მქონე (გარდა უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილი
ახალი
კანდიდატურისა)
ახალი
კანდიდატურის
წარდგენის
შემთხვევაში,
აღნიშნული ფაქტის პარლამენტის მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
1
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა.) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 157-ე მუხლი განსაზღვრავს ნდობის
ჯგუფის შემადგენლობის ფორმირების წესს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუხლით
დადგენილი წესით ნდობის ჯგუფის ფორმირებისას პრაქტიკაში გამოიკვეთა
გარკვეული ხარვეზები და დღეისათვის ვერ ხორციელდება ნდობის ჯგუფის სრული
შემადგენლობით
დაკომპლექტება.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით
მიზანშეწონილია ნდობის ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურების
დაზუსტება.
ა.ა.ბ.)
არსებული
აუცილებლობა:
პრობლემის
გადასაჭრელად
რეგლამენტის
მიღების
ნდობის ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით. შესაბამისად, არსებული პრობლემის
გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება შევიდეს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით დეტალურად განისაზღვრება ნდობის
ჯგუფის ფორმირების წესი. შესაბამისად, რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი
ცვლილების მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნდობის ჯგუფის
შემადგენლობის უფრო მოქნილი წესით ფორმირება.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლში და თავდაცვისა და უსაფრთხოების
სექტორში შემავალი უწყებების ჩამონათვალს ემატება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
157-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ნდობის ჯგუფში
ერთი წევრი არის
უმცირესობის მიერ წარდგენილი წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და
უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე
პარლამენტის წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში პარლამენტის
სუბიექტებში
ცვლილებამ
გამოკვეთა
აღნიშნული
ნორმის
დაზუსტების
აუცილებლობა. კერძოდ, აუცილებელია უმცირესობის არარსებობისას განისაზღვროს
2
სუბიექტი, რომელსაც ზემოაღნიშნული კვოტით წარდგინების უფლებამოსილება
ექნება.
წარმოდგენილი,
პროექტის
მიხედვით
უმცირესობის
არარსებობის
შემთხვევაში უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები უფლებამოსილი იქნებიან
ნდობის ჯგუფში წარადგინონ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის
წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი.
წარმოდგენილი პროექტის 157-ე მუხლის მე-8 პუნქტში შედის ცვლილება და ნდობის
ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს უფლება ექნებათ ნდობის
ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე უფრო მეტი მხარდაჭერის მქონე
კანდიდატურა
წარადგინონ.
მეტი
მხარდაჭერის
პრინციპი
არ
ახალი
ვრცელდება
უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურაზე.
ამასთანავე, ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრს
უფლებამოსილება შეუწყდება აღნიშნული ფაქტის პარლამენტის მიერ ცნობად
მიღების მომენტიდან.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით
მიზანშეწონილია რეგლამენტის პროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას);
მიმდინარე პერიოდში ნდობის ჯგუფის შემადგენლობა სრულად არ არის
დაკომპლექტებული. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა, რათა შესაძლებელი გახდეს ნდობის ჯგუფის
დროული დაკომპლექტება.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ფინანსურ ხარჯებთან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
3
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით;
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
რეგლამენტის პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის დაწესება.
გ)
რეგლამენტის
სტანდარტებთან:
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
4
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე რეგლამენტის
ნპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში;
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი და გიორგი კახიანი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი და გიორგი კახიანი.