„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის N4358-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#07-3/317/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის N4358-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს შესაბამისად პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის N4358-IIს დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 14 წევრით;“. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის N4358-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტში ფრაქციათა რაოდენობის შემცირება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. დადგენილების მიღებისას საპარლამენტო უმრავლესობაში შედიოდა 8 ფრაქცია, თუმცა დადგენილების მიღებიდან საბჭოს ჩამოყალიბებამდე პერიოდში ეს რიცხვი შემცირდა შვიდამდე, აგრეთვე ნაკლები იყო იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. იმისთვის, რომ დაცული იყოს პროპორციულობა საჭიროა დადგენილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. შესაბამისად, ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია დადგენილების მიღება. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები დადგენილების მიღების შედეგად, შესახებ“ საქართველოს ცვლილება შედის „ეთიკის საბჭოს შექმნის პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის N4358-IIს დადგენილებაში და ეთიკის საბჭოს რაოდენობა ნაცვლად 16 წევრისა განისაზღვრება 14 წევრით. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების რაოდენობის შემცირება იწვევს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის დადგენილების მე-2 პუნქტში, რის მიხედვითაც ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 14 წევრით. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. აქედან გამომდინარე რეკომენდებულია დადგენილება აღნიშნული ცვლილებებით ამოქმედდეს მიღებისთანავე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ბ) დადგენილების ფინანსური დასაბუთება ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს ბ.ბ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დადგენილების პროექტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არ ახდენს გავლენას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება ნეიტრალური, რადგან ეთიკის საბჭოს წევრობა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) არ ითვალისწინებს გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენლების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან დადგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი აქტი არ არსებობს დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი დადგენილების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) დადგენილების პროექტის ავტორი დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი: ირინე ფრუიძე