„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1) 17416 მუხლის შემდგომ დამატებული იქნას შემდეგი შინაარსის 17417 მუხლი:
„მუხლი 17417. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი
ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი
სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან
გატანა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული
რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა - 150
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2) 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 1071–107
3, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271
მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129
1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 134-ე,
1352−1354 და 1395 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების
(გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის,
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური
პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი
დარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416, 17417 და 1761 მუხლებით,
177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 1811 მუხლის
პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე, 1902, 191-ე და 1911 მუხლებით.“.
1
2
ბ) მე-21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 861 და 1142 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711
მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა)
მძღოლის,
რკინიგზის,
საზღვაო
და
საჰაერო
ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ
რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)) 17417, 190-ე და 1902 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
3) 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 139
5, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 174
16, 17417, 1752, 1761, 177-ე, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451,
166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
1
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს
სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა
დადასტურებულია
საქართველოს
კონსტიტუციითა
და
კანონებით,
აღიარებულია
სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) ოკუპირებულ ტერიტორიებს
წარმოადგენს.
უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა შემთხვეები, როდესაც სხვადასხვა ფიზიკური თუ
იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ეწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების
საზიანო პროპაგანდას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.
კერძოდ ხშირია ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელების შემთხვევები, რომელზედაც
საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და
ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გარეშეა
გამოსახული. აღნიშნულის შედეგად უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულად, საქართველოს
ინტერესების საზიანოდ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოსდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დამოუკიდებელ სახელმწიფოებს
წარმოადგენს და არა საქართველოს განუყოფელ ნაწილს.
განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთას ისახავს მიზნად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდეს ეფექტური მექანიზმი, რომელიც
დროულად აღკვეთს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არასწორი
ინფორმაციის გავრცელებას. სწორედ აღნიშნული აუცილებლობა განაპირობებს საქართველოს
1
2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილების შეტანის საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით ეფექტურად
დარეგულირდება ისეთ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, როგორიცაა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული
რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განსახილველად
წარმოდგენილი
კანონპროექტის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის:
მიხედვით,
ცვლილება
შედის
1) მე-14 თავში (მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევები). კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
17417
მუხლი,
რომლითაც
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად
განისაზღვრება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული
რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული იქნება
სანქციის სახე - ფიზიკურ პირთან მიმართებით 100 ლარის, ხოლო იურიდიული პირთან
მიმართებით 150 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2) 209-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირება დაევალებათ
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს;
3) 209-ე მუხლის 21 ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი
პირი
ადგილზე
განიხილავს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
და
სამართალდამრღვევს
ადგილზევე
შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს;
4) 239-ე მუხლის მე-13 ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში,
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები შეადგენენ შესაბამის ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
2
3
ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე
გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად იქნება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რამდენადაც კანონი აწესებს ახალი ქმედების დასჯადობას, კანონის ამოქმედების თარიღად
შერჩეული იქნა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი მოთხოვნა არ არსებობს.
ბ)კანონპროექტის
ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან, პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები როგორც მიმდინარე,
ასევე საშუალოვადიან პერიოდში, დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე;
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იქიდან
გამომდინარე, რომ 17417 მუხლი სახდელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას (ფიზიკური პირთან
მიმართებით - 100 ლარის, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - 150 ლარის ოდენობით),
ჯარიმის დაკისრება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
3
4
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტის მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯები როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, დაფინანსდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების
წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი 17417 მუხლი ადმინისტრაციული
სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ
შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება ამ მუხლის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით გათვალისწინებული 17417 მუხლი სახდელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას
ფიზიკური პირთან მიმართებით - 100 ლარის, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - 150
ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
4
5
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი.
5